ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-6 ტურის შემდეგ ნინო ხურციძემ და ნაზი პაიკიძემ 4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი
გაზიანთეფში მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურში ნანა ძაგნიძემ, ფაქტობრივად, მოგებული პარტია უხეში შეცდომის გამო წააგო რუს დარია ჩაროჩკინასთან.

7 მარტს მე-6 ტურში თანაგუნდელის მარცხისთვის ჯავრი ნინო ხურციძემ იყარა - ჩაროჩკინას 29-ე სვლაზე გააჩერებინა საათი, თავად ძაგნიძემ კი მე-20 სვლაზე მოუმთავრა საქმე აზერბაიჯანელ ქალთა ლიდერ ზეინაბ მამედიაროვას (იგი სახელოვანი დიდოსტატის - შაჰრიარ მამედიაროვის დაა).

წარმატებით ითამაშა სოფიო გურამიშვილმაც, რომელმაც რუმინელი მიხაელა სანდუ დაამარცხა. ქართველთა დანარჩენი შეხვედრების შედეგები ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0,5:0,5, ნაზი პაიკიძე - ინა ივახინოვა (რუსეთი) 1:0, მარტა მიხნა (გერმანია) - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) - სოფიო გვეტაძე 1:0, ბეთულ ილდიზი (თურქეთი) - ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, მერი არაბიძე - სალომე მელია 0:1, მირანდა მიქაძე - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0:1.

საინტერესოდ წარიმართა ლიდერთა ორთაბრძოლებიც: მარი სებაგი (საფრანგეთი) - ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი) 0,5:0,5, ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0,5:0,5, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) 1:0, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) 1:0.

ექვსი ტურის შემდეგ 5,5 ქულით ჰოანგ თრანგი დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ ვალენტინა გუნინას, ქრისტინა-ადელა ფოიშორს, მარი სებაგსა და ვიქტორია ჩმილიტეს. ხოლო ნინო ხურციძემ, ნაზი პაიკიძემ, კატერინა ლაგნომ, ანა მუზიჩუკმა და ტატიანა კოსინცევამ 4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი.

ჩვენებურთა მონაგარი: სოფიკო გურამიშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია - 4-4; ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი - 3,5-3,5; მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე - 3-3; მირანდა მიქაძე - 2,5 ქულა.

8 მარტს მოჭადრაკეები ისვენებენ. ხვალ მე-7 ტურში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გუნინა-ჰოანგი, ფოიშორი-ჩმილიტე, ა. მუზიჩუკი-სებაგი, ხურციძე-ლაგნო, ტ. კოსინცევა-პაიკიძე, გაპონენკო-სტეფანოვა, დანიელიანი (სომხეთი)-გურამიშვილი, მელია-ჯავახიშვილი, ჰოროვსკა (პოლონეთი)-ძაგნიძე, ხოტენაშვილი-ჩაროჩკინა, ბაციაშვილი-ვიდენოვა (ბულგარეთი), ხარმუნოვა (რუსეთი)-არაბიძე, გვეტაძე-ჰაირაპეტიანი (სომხეთი), მიქაძე-სეპსი (შვეიცარია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის