რეშტაში ხაზარის თასის მე-10 გათამაშებაში ქართველმა მოჭადრაკემ 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულას მოუყარა თავი და მე-2 ადგილი დაიკავა
საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე (2451) კვახჭირელია. ჭადრაკის თამაში ქუთაისში ისწავლა და საქართველოს პირველობებზე თანატოლთა შორის არაერთხელ ისახელა თავი.

შარშან ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალშიც გავიდა. ჭაბუკობისას, აღნაგობით სახელოვან ბობი ფიშერთან მსგავსების გამო, მეგობრები "კვახჭირელ ფიშერს" ეძახდნენ.

გიგამ ბოლო ერთი წელიწადია, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას მოუხშირა და არცთუ იშვიათად წარმატებასაც აღწევს. აი, ახლაც რვა თანამემამულესთან ერთად ირანულ რეშტაში ხაზარის თასის მე-10 გათამაშებაში მონაწილეობდა.

ბოლო ტურამდე იგი საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა: გუშინ შავი ფიგურებით თბილისელი საერთაშორისო ოსტატი შოთა აზალაძე დაამარცხა, თერთმეტი შესაძლებლობიდან 8,5 ქულას მოუყარა თავი და მე-2 ადგილი დაიკავა.

მთავარი პრიზი მასპინძელმა პოუია იდანიმ (2448) მოიპოვა - მანაც შავი ფიგურებით ტურნირის რეიტინგფავორიტ სერგეი ტივიაკოვს (ჰოლანდია, 2677) სძლია და 9 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

აზერბაიჯანელი მისრათდინ ისკანდაროვი და რუსი ოლეგ კორნეევი დაზავდნენ, ხოლო ირანელმა ჰამედ მუსავიანმა საქართველოს ნაკრების წევრ ლევან ფანცულაიას აჯობა და 8 ქულით კორნეევთან და ისკანდაროვთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილები გაინაწილა.

დანარჩენ ქართველთა შეხვედრები ასე დამთავრდა: დავით ბენიძე - ჯავად სეიდ ალავი 1:0, მოჰსენ შარბაფი - ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5, პურია იდანი - ვალერიან გაფრინდაშვილი 0,5:0,5, გაიოზ ნიგალიძე - სუზანქარი 0,5:0,5, აკაკი შალამბერიძე - სუბხანი 1:0, აფშინ მოჰადდამიანი - დავით ლომსაძე 1:0.

ქართველთა საბოლოო მონაგარი: 2. გიგა ყუფარაძე (8,5), 6. შოთა აზალაძე (7,5), 9. დავით ბენიძე (7,5), 13. ვალერიან გაფრინდაშვილი (7), 19. ლუკა პაიჭაძე (7), 22. ლევან ფანცულაია (6,5), 29. გაიოზ ნიგალიძე (6,5), 31. აკაკი შალამბერიძე (6,5), 78. დავით ლომსაძე (4,5).

კარი გაიჯახუნა

ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ გუშინ ხოშიმინში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ტურში ვიეტნამელი ფიდეს ოსტატი ჰოანგ ჩან ჰუანი დაამარცხა.

ეს გამარჯვება უფრო კარის გაჯახუნებას ჰგავდა, რადგან ჩვენებურს 5,5 ქულამ ასპარეზობის 93 მონაწილეს შორის მხოლოდ 28-ე ადგილი მოუტანა.

მთავარი პრიზი 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით ჩინელმა დიდოსტატმა ნი ჰუამ დაიმსახურა. 7,5 ქულით მეორე ადგილზე მასპინძელი ლე ქუანგ ლიემი გავიდა. ქულით ნაკლები ხუთმა მონაწილემ მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი ვიეტნამელ ნუგენ სონს ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა