გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ თასის ნახევარფინალში უხერხული მეტოქე ერგო
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრა" გორის "დილას" დაუწყვილდა.

გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე მიიჩნევს, რომ ნახევარფინალში უხერხული მეტოქე შეხვდა და იოლ გასეირნებას არ ელის.

- გულახდილად რომ ვთქვათ, ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე შეგხვდათ...

- კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით. "გაგრა" საქართველოს თასის მფლობელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ჩემპიონატში ორი კვირის წინ ვითამაშეთ და მაშინაც გამოჩნდა, რა სერიოზული მეტოქეა. დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და საკმაოდ გვანერვიულეს კიდეც.

- თუმცა თქვენს წყვილში ფავორიტი მაინც "დილაა"...

- დამიჯერეთ, თასის ნახევარფინალში ძლიერი და სუსტი მეტოქე არ არსებობს. ასე თუ ვიმსჯელებთ, შარშან "გაგრას" თასი არ უნდა აეღო, რადგან პირველ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ ფინალამდე უმაღლესი ლიგის გუნდებს მოუგო, თასი კი ქუთაისის "ტორპედოს" წაართვა. ახლა კი ნახევარფინალშია გასული და დარწმუნებული ვარ, უმძიმესი მატჩები გველის.

- ეს ზოგადად. კონკრეტულად მეტოქეს როგორ დაახასიათებდით?

- "გაგრა" მებრძოლი, მოძრავი, მოტივირებული და ჯანმრთელი კოლექტივია. გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "გაგრა" თითქმის მთლიანად ახალგაზრდა და სახელს მოწყურებული ბიჭებით არის დაკომპლექტებული. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ნახევარფინალში თამაში კიდევ უფრო ძნელია, რადგან მატჩებს მეტი, ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი ეყოლება და თავის გამოჩენის განსაკუთრებული მოტივაცია უჩნდებათ.

- ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ შეთამაშების პრობლემას ნელ-ნელა აგვარებთ...

- დრო ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. "გაგრასთან" მატჩიდან "მეტალურგამდე" ერთი კვირაც არ იყო გასული და გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ უფრო შევთამაშდებით და გავძლიერდებით.

- დაბოლოს, სად უმასპინძლებთ "გაგრას"?

- გორში სტადიონის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და აპრილის ბოლოს, ან მაისისთვის დასრულდება. ამის გამო, ალბათ, "გაგრას" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვუმასპინძლებთ, მაგრამ ჯერ ზუსტ პასუხს მაინც ვერ გაგცემთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა