32 წლის ხორვატმა ჩოგბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
32 წლის ხორვატმა ჩოგბურთელმა ივან ლუბიჩიჩმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. გუშინ მან განაცხადა, რომ ბოლო ტურნირი, რომელშიც ის მიიღებს მონაწილეობას, აპრილში მონტე კარლოს მასტერსი იქნება, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოაცხადებს პროფესიული სპორტიდან წასვლის შესახებ.

"ნებისმიერ პროფესიონალ სპორტსმენს უჭირს კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, - განაცხადა ივან ლუბიჩიჩმა. - ახლა ჩემი ცხოვრების მომავალ ეტაპზე ვფიქრობ. ჩოგბურთმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მინდა მომავალშიც იყოს ის ჩემი ცხოვრების ნაწილი და რაღაც წვლილი შევიტანო მის განვითარებაში".

14-წლიანი კარიერის განმავლობაში ლუბიჩიჩმა ATP-ის ათი ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში. მისი მთავარი წარმატება იყო 2010 წელს ინდიან უელსის მასტერსის მოგება, სადაც ფინალში ენდი როდიკი დაამარცხა, ფინალამდე კი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს სძლია. გარდა ამისა, ლუბიჩიჩი ხორვატიის ნაკრებს 2005 წელს დევისის თასის მოგებაში დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა