ტურნირის მესამე დღეს დავით ხუციშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაოს კი დავით მოძმანაშვილი დაეუფლა

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეც მეორის მსგავსი აღმოჩნდა - ჩვენი მონაგარი კვლავაც თითო ვერცხლი და ბრინჯაოა, ოქროს კი ვერც ამჯერად შევწვდით.

ბესარიონ გოჩაშვილის (55) გუშინწინდელი შედეგი დავით ხუციშვილმა (74) გაიმეორა და ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი მალხაზ ზარქუას (60) დარად მძიმეწონიანი დავით მოძმანაშვილი დაეუფლა.

გუშინდელი წყვილებიდან არა უბრალოდ მედლებს, ოქროსაც ველოდით. ხუციშვილს საუკეთესო შანსიც მიეცა, მოძმანაშვილმა კი ამის შესაძლებლობა პირველივე წრეში არცთუ ძლიერ მეტოქესთან როგორ გაფლანგა, გვიკვირს. თუმცა ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრის შემდეგ აშკარად ვერ იყო ჯანმრთელად - მუცელზე ხელს იდებდა და ფაქტია, რაღაცას იტკიებდა. შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყო მისი წაგების მიზეზი.

ხუციშვილმა ფინალამდე ბევრად უფრო ძნელი გზა გაიარა, ვიდრე - რუსთა აფხაზმა დენის ცარგუშმა. ხუციშვილმა პირველ წრეში ორ პერიოდში იოლად, 1:0; 1:0 დაამარცხა ძველი მეტოქე, თურქი სონერ დემირტასი, ვისაც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში უშრობდა სისხლს.

გერმანელი აიდინ ერგუნი მისთვის კიდევ უფრო დაბალი ღობე იყო და ჯამში 8:0 მოუგო, მესამე წრეში კი ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე, ბულგარელი ოლიმპიური პრიზიორი კირილ ტერზიევი დაჯაბნა - 1:0; 2:0.

ნახევარფინალშიც ანგარიშგასაწევი მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელთა ოსი ალექსანდრ გოსტიევი, თუმცა ჩვენებურის უპირატესობა აშკარა იყო - პირველ პერიოდში მისი ბურთულა ამოვიდა და მეტოქის 1-ქულიანზე დაგდება არ გასჭირვებია, მეორეში კი ასევე ერთი ქულა წრიდან გაყვანისთვის მიიღო.

ფინალურ შეხვედრას ცარგუშთან არა მხოლოდ სპორტული დატვირთვა ჰქონდა. პირველ პერიოდში მეტოქეებმა არაფერი დაუთმეს ერთმანეთს და საქმე ბურთულამდე მივიდა, სადაც ცარგუშს გაუმართლა და შანსიც გამოიყენა.

მეორე ხუციშვილმა დასანანი შეცდომით დაიწყო, რაშიც დიდი როლი მისმა ერთმა ცუდმა თვისებამ ითამაშა - რატომღაც ამ ბიჭს ჭიდაობისას თავის მაღლა აწევა არ ეხერხება, რითაც მეტოქეს სოლიდურ უპირატესობას უთმობს. ამჯერადაც ასე იყო და ერთ მომენტში, ჯაჯგურისას, როცა ერთმანეთი გაიქნიეს, ცარგუშმა მოასწრო და ფეხში შეუვარდა.

ამ დროს ხუციშვილი არ უყურებდა მეტოქეს. ვფიქრობთ, თავი რომ არ ჰქონოდა ჩაქინდრული, მოწინააღმდეგეს ისე იოლად არ შეუშვებდა. იქ კი ცარგუშმა არა მხოლოდ ერთქულიანზე გადაიყვანა, კომპლექსში ტრიალიც მიაყოლა - 3:0 მის სასარგებლოდ. ალბათ, შეხვედრაც აქ დამთავრდა.

ხუციშვილმა კი სცადა მდგომარეობის გამოსწორება, ერთი-ორჯერ შეუტია კიდეც, მაგრამ არაფერი სახეირო. პირიქით - ერთ ეპიზოდში მეტოქემ კონტრილეთზე დაიჭირა და მეოთხე ქულაც აართვა. ჩვენებურის კიდევ ერთი ნაკლი არააგრესიული ჭიდაობა იყო. შარშან ამ მხრივ თითქოს გამოასწორა მდგომარეობა - სწრაფად, მაღალ ტემპში ჭიდაობდა, მაგრამ ამჯერად ეს კოზირი ვერ ვიხილეთ. თუმცა წლეულს შედეგი მაინც გააუმჯობესა - შარშან ევროპაზე მესამე იყო.

მოძმანაშვილი პირველივე წრეში მომავალ ფინალისტთან, უნგრელ დანიელ ლიგეტისთან დამარცხდა. ძირითად დროში მეტოქეებმა თითო პერიოდი მოიგეს ერთნაირი ანგარიშით - 1:0, დამატებითი კი ცოტა უცნაურად წარიმართა და უნგრელმა 8:7 იმარჯვა.

ლიგეტის ჯგუფში ისეთი არავინ ჰყავდა, ფინალში ვერ გასულიყო და კიდეც გავიდა, რითაც ჩვენებურს სანუგეშოში გადასვლის უფლება მისცა. იქ ჯერ ესპანელ ხოსე ვასკეს კუბას ორივე პერიოდი სუფად, 6:0; 6:0 მოუგო, დამამშვიდებლის ფინალში კი ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი გაანადგურა - 2:0; 7:0. როცა მეტოქეს ფეხში შეუვარდებოდა, ჩვენებურს უბრალოდ კი არ გადაჰყავდა ქულაზე, კარგად შეისწორებდა ხელში და ტომარასავით დააბერტყებდა ძირს.

ერთი სიტყვით, რამდენიმე თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე და მით უფრო დასანანია ლიგეტთან წაგება.

ახლა ბელგრადში "თავისუფალთა" ერთადერთი წონა დარჩა გასათამაშებელი - 84 და ჩვენი მთელი საჩემპიონო იმედები მას უკავშირდება, კონკრეტულად კი დავით მარსაგიშვილს. თვალი არ ეცეს და, პირველი სამი წრე მან უპრობლემოდ უნდა გაიაროს - თავიდან მაკედონიელ დეიან ბოგდანოვს ხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ესპანელ ბორის ანდონოვსა და იტალიელ ანდრეა სორბელოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ ორი წრის გავლით მეოთხედფინალში გავა და ძლიერი არც იქ შეხვდება არავინ - იქ გამსვლელი ფალავანი სერბი დრაგუტინ დუკიჩის, ბერძენი ტიმოფეი ქსენიდისის, რუმინელ ევროპის პრიზიორ სტეფან გეორგიტას და სლოვაკ რენე მატეიოვის პაექრობაში გაირკვევა. ბადის ამავე მხარეს არიან, ანუ ნახევარფინალში სხვებთან ერთად შეიძლება შეხვდნენ აზერბაიჯანელთა დაღესტნელი ილია კამიკოევი ან თურქი სერდარ ბოკე, მაგრამ მათთან ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს.

კვარცხლბეკი. ვაჟები

74 კგ. 1. დენის ცარგუში (რუსეთი), 2. დავით ხუციშვილი (საქართველო), 3. გაბორ ჰატოში (უნგრეთი), ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი).

120 კგ. 1. ტაჰა აკგული (თურქეთი), 2. დანიელ ლიგეტი (უნგრეთი), 3. დავით მოძმანაშვილი (საქართველო), ნიკ მატუჰინი (გერმანია).

ქალები

55 კგ. 1. ნატალია სინიშინი (უკრაინა), 2. სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი), 3. მარია გუროვა (რუსეთი), ანა მარია პავალი (რუმინეთი).

67 კგ. 1. ანა კატარინა იოჰანსონი (შვედეთი), 2. ალა ჩერკასოვა (უკრაინა), 3. ნადია სემენცოვა (აზერბაიჯანი), ჯანან მანოლოვა (ბულგარეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
მარსაგა ევროპის ჩემპიონიააააააააააააააააააააააააააააააააააააა
soso
მოძმანაშვილმა ლიგეტი კი ათრია მარა სერიოზული მიკერძოება იყოო ახლობელი ესწრებოდა ქართველების ჭიდაობებს რასაც ქვია წაართვესო მოზმანაშვილს მოგებაო ,
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა