ფორტ უოლტონ ბიჩის ტურნირი ქართული კვარტეტისთვის წარუმატებელი გამოდგა
ფორტ უოლტონ ბიჩის ტურნირის (25 ათასი დოლარი) ერთეულთა თანრიგი უკიდურესად წარუმატებელი გამოდგა ქართული კვარტეტისთვის.

ორი მათგანი, სოფიო ქვაცაბაია (365) და ეკა გორგოძე (420) ძირითად ბადეში ვერ გავიდა, ორიც - მე-8 ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი (186) და სოფიო შაფათავა (263) - პირველივე წრეში დამარცხდა.

შაფათავას მასზე დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელმა, ხორვატმა ტერეზა მდრეზამ მოუგო - 6:0, 6:1. ჩახნაშვილი კი რუს ელენა ბოვინასთან დამარცხდა - 4:6, 6:1, 1:6.

წყვილთა ბადეში ორი ქართული დუეტი შეიქმნა. გორგოძემ და შაფათავამ უმალ წააგეს მე-3 ნომრად განთესილ ამერიკელებთან (ლიტვაკი, შნაკი) - 2:6, 4:6, ხოლო ჩახნაშვილმა და ქვაცაბაიამ "იღბლიანი დამარცხებული" ამერიკელები (ჯორდა, ტერნერი) გამოთიშეს ასპარეზობიდან - 6:0, 6:2.

მეოთხედფინალში მათი მეტოქეები ბრიტანელი ნაომო ბროდი და ისრაელის წარმომადგენელი იულია გლუშკო იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა