დავით მუჯირმა თბილისის "დინამოში" რომ დაიწყო ვარჯიში, უკვე გაცნობეთ. ახლა კი...

დაბრუნდება 12 წლის შემდეგ. ციმაკურიძე?

დავით მუჯირმა თბილისის "დინამოში" რომ დაიწყო ვარჯიში, უკვე გაცნობეთ. ახლა კი თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 12 წლის შემდეგ, მუჯირი ისევ "დინამოში" ითამაშებს. ახალი ფეხბურთელი უკვე კლუბის განაცხადშია შეყვანილი და უახლოეს მატჩში მონაწილეობის უფლებაც აქვს. შესაძლოა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, მუჯირის ხელახალი დებიუტი 11 სექტემბერს ფოთის "კოლხეთთან" მატჩშიც კი შედგეს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ მუჯირსა და "დინამოს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2011 წლის იანვარში ამოიწურება. თუმცა, როგორც კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძემ გვითხრა, ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლოა გახანგრძლივდეს კიდეც.

კარიერის განმავლობაში, დათო თითქმის მუდმივად 20 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. თუმცა ამჯერად სხვა ნომრის არჩევა მოუწევს, რადგან "დინამოში" 20 ნომრით ბრაზილიელი რობერტინიო ასპარეზობს. დავით მუჯირმა კი 14-ნომრიანი მაისურა აირჩია.

"დინამოში" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელია, 26 წლის მცველი გიორგი ციმაკურიძე. უკრაინაში, კერძოდ კი ალჩევსკის "სტალში", დონეცკის "შახტარის" დუბლებში, "ილიჩევეცსა" და ლუგანსკის "ზარიაში" ასპარეზობის შემდეგ, ციმაკურიძე ჯერ სლოვაკურ "ჟილინაში", ბოლოს კი აზიას მიაშურა და ბანგკოკის (ტაილანდი) "ტოტ კატში" ასპარეზობდა. ციმაკურიძე "დინამოში" ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს. მისი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ფოტო: www.fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა