"სკოტების" თავკაცმა ენდი რობინსონმა ორი კვირის წინათ, "ლე ბლოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა
შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის მე-4 ტურის მატჩს სტუმრად გამართავს დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან.

"სკოტების" თავკაცმა ენდი რობინსონმა ორი კვირის წინათ, "ლე ბლოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.

შუამარბმა შონ ლამონტმა ფრანგებთან შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. ამიტომ მის ადგილს გუნდში ნიკ დე ლუკა დაიკავებს. ამასთან ერთად, რობინსონმა სამი ცვლილება განახორციელა სათადარიგოთა შორის. ევან მურეი, რუარიდ ჯექსონი და მაქს ევანსი, შესაბამისად, ედ კალმენს, დანკან ვეიერსა და ნიკ დე ლუკას შეცვლიან.

"საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას ბევრი კარგი კომბინაცია გამოგვივიდა, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ ხაზის გაჭრისას, რათა ირლანდიის ნაკრების დამარცხება შევძლოთ.

თუ მოვახერხებთ და ბოჭვისას თავდაუზოგავად გავირჯებით, დაცვაში მეტოქეს გასაქანს არ მივცემთ. მაშინ ირლანდიის ძალიან კარგი გუნდის დამარცხება შესაძლებელი იქნება.

მოხარული ვარ, რომ რუარიდ ჯექსონმა მსოფლიოს თასზე მიღებული ტრავმა მოიშუშა და ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იბრუნებს. დიდი იმედი გვაქვს, ასევე, რომ გუნდში დაბრუნებული მაქს ევანსი და ევან მურეი ნაყოფიერად გაირჯებიან" - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. ლი ჯონზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. გრეიგ ლაიდლოუ, 9. მაიკ ბლერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ჯეფ კროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ჯონ ბარკლი, 7. როს რენი, 8. დავიდ დენტონი.

16. სკოტ ლაუსონი, 17. ევან მურეი, 18. ალისტერ კელოკი, 19. რიჩი ვერნონი, 20. კრის კაზიტერი, 21. რუარიდ ჯექსონი, 22. მაქს ევანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა