მსოფლიოს ჩემპიონატს ახალი გამარჯვებული ეყოლება. სერბეთის ნაკრებმა შარშანდელი ევრობასკეტის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატს ახალი გამარჯვებული ეყოლება. სერბეთის ნაკრებმა შარშანდელი ევრობასკეტის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველ მეოთხედფინალში სერბების დამრიგებელმა დუშან ივკოვიჩმა თავიდანვე გააკვირვა ყველა: სასტარტო ხუთეულში არ დააყენა ნენად კრსტიჩი და მის ნაცვლად ბრძოლაში კოსტა პეროვიჩი შეუშვა. გამოცდილი სპეციალისტის სვლამ გაამართლა. ივკოვიჩის შეგირდებმა სტარტიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში ველიჩკოვიჩმა სამქულიანით გახსნა. ხუან კარლოს ნავარომ იგივეთი უპასუხა - 3:3. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი სამქულიანი იმავე ველიჩკოვიჩისგან და ბიელიცას სოლო (საშუალო მანძილიდან პერსონალურით ჩაგდებული ორქულიანი და ორი სამქულიანი 20 წამის განმავლობაში). ესპანეთმა ამას მარკ გასოლის ფარქვეშიდან ჩაგდებული ორი ბურითით უპასუხა.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთითა და 35 წამით ადრე სერბებმა ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს - 23:13. ამასთან, ისინი შეტევაში ლამაზად, დაცვაში კი აგრესიულად თამაშობდნენ. მოკლედ, სერბეთის ცქერა ერთი სიამოვნება იყო. ესპანეთს კი თამაში არ გამოსდიოდა. კიდევ კარგი, ჩემპიონს ნავარო ჰყავდა, თორემ პირენეელთა საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდოდა. საწყის მეოთხედში ბარსელონელმა მცველმა 13 ქულა ჩააგდო და ესპანეთმა პირველი 10 წუთი მხოლოდ 4 ქულით წააგო.

მეორე მეოთხედში პეროვიჩს, ბიელიცასა და ველიჩკოვიჩს ერთი წამიც არ უთამაშიათ. ივკოვიჩმა ხშირ როტაციას მიმართა, რასაც ესპანეთმა მჭიდრო პრესინგით უპასუხა და საკმაოდ წარმატებითაც: სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. სერბეთი მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ შეურიგდა და კომფორტული უპირატესობის აღდგენას შეუდგა. მალე სხვაობა ისევ რვა ქულამდე ავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გარბახოსამ (ორჯერ) და მუმბრუმ სამქულიანებით გამოიჩინეს თავი.

დიდი შესვენების შემდეგ ესპანეთმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი: 8:0 დაქცევა და ანგარიში გათანაბრდა. ამასთან, მესამე პერსონალური მიიღო ტეოდოშიჩმა. მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთითა და 23 წამით ადრე გარბახოსამ წინ გაიყვანა ესპანეთი - 55:54. ამის შემდეგ ისეთი თამაში წავიდა, რომელმაც არგენტინისა და ბრაზილიის მატჩი მოგვაგონა, ოღონდ აქ უფრო მეტი შეცდომა იყო.

მეოთხე მეოთხედის პირველი წუთისთვის სერბებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ხუთი პერსონალურის გამო მარკოვიჩი დაკარგეს. იქვე მეოთხე პერსონალური მიიღო ტეოდოშიჩმა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ოთხი პერსონალური ჰქონდა რიკი რუბიოსაც, მაგრამ ამან მხოლოდ სარგებლობა მოუტანა ესპანეთს, რადგან "ბარსელონას" ვუნდერკინდმა თამაში ჩააგდო და პლეიმეიკერის როლს ლიული გაცილებით უკეთ ასრულებდა.

საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ფერნანდესმა გარღვევით შეამცირა სხვაობა - 84:86. ივკოვიჩმა ტაიმაუტი აიღო და მოედანზე ველიჩკოვიჩი შეუშვა, რომელმაც ურთულესი სამქულიანი ჩააგდო. ნავარომ და გასოლმა სტატუს-ქვო აღადგინეს - 89:89. სერბებს ბოლო შეტევისთვის 25 წამი ჰქონდათ და სწორედ ეს იერიში გახდა ამ მატჩის კულმინაცია. ტეოდოშიჩმა თითქოს ყველაფერი ლოგიკის საწინააღმდეგოდ გააკეთა. მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთი 22 წამი ატარა და ბოლოს 9 მეტრიდან ისროლა - ზუსტად! ესპანეთს სამი წამი დარჩა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ სროლაც ვერ მოასწრო და ბედნიერმა სერბებმა გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს.

"გვინდოდა ისეთი დასასრული აგვეცილებინა თავიდან, რომელშიც ჯარიმების სროლამდე მივიდოდა საქმე, რადგან ფერნანდესი და ნავარო თითქმის უშეცდომოდ ისვრიან. ბოლო ტაიმაუტის დროს ბიჭებს ვთხოვე სასროლად ტეოდოშიჩი გაეყვანათ. ვხვდებოდი, რომ სკარიოლო თავის მოთამაშეებს უჯარიმოდ თამაშს მოსთხოვდა. მილოშს რომ აეცილებინა, ოვერტაიმი იქნებოდა, მაგრამ მან ჩააგდო და ახლა ჩვენ ნახევარფინალში ვითამაშებთ", - განაცხადა ბედნიერმა ივკოვიჩმა.

"ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, კარგი კალათბურთი აჩვენეს, მაგრამ ბოლ

ოს არ გაგვიმართლა. მეტოქის ბოლო შეტევაში ჩემი მოთამაშეების მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია, უბრალოდ ტეოდოშიჩმა ფენომენალურად ითამაშა. ეს იყო ბრწყინვალე ტყორცნა, რომელმაც სერბეთი ნახევარფინალში გაიყვანა", - ასეთი იყო ესპანელთა დამრიგებლის სერჯო სკარიოლოს კომენტარი.

სერბეთი-ესპანეთი 92:89

27:23, 22:18, 18:23, 25:25

სერბეთი: ველიჩკოვიჩი (17+5 მოხსნა+3 პასი), კეშელი (17), სავანოვიჩი (15+5 მოხსნა), ბიელიცა (14), კრსტიჩი (13+9 მოხსნა), ტეოდოშიჩი (12+8 პასი+5 მოხსნა), ტეპიჩი (2), პეროვიჩი (2), რაშიჩი, პაუნიჩი, მარკოვიჩი.

ესპანეთი: ნავარო (27+5 პასი), გარბახოსა (18+6 მოხსნა), ფერნანდესი (15+5 მოხსნა), მ. გასოლი (13+5 მოხსნა), ვასკესი (4+4 მოხსნა), ლიული (4+3 პასი), მუმბრუ (3), რუბიო (3+3 პასი+3 მოხსნა), რეიესი (2+3 მოხსნა), ლოპესი, სან-ემეტერიო.

პირველი მეოთხედფინალის შემდეგ თურქეთისა და სლოვენიის შეხვედრის დაწვრილებით აღწერა არ ღირს. ბრწყინვალე თამაშისა და საკუთარი გულშემატკივრების წყალობით თურქეთი სასტიკად გაუსწორდა სლოვენიას და ნახევარფინალში სერბეთზე გავიდა.

სლოვენიას მხოლოდ პირველი სამი წუთი მიჰყავდა ანგარიში, მაგრამ 9:10-დან მოყოლებული, მომდევნო 7 წუთი მასპინძლებმა 18:4 მოიგეს და ამის შემდეგ დაიწყო სლოვენიელთა რბევა. მეორე მეოთხედის მეხუთე წუთისთვის სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა, მესამე მეოთხედის მესამე წუთისთვის უპირატესობა 24 ქულა იყო, მეოთხედის ბოლო წუთისთვის - 28 ქულა... გაგრძელება არ ღირს.

თურქეთი-სლოვენია 95:68

27:14, 23:17, 21:12, 24:25

თურქეთი: ილიასოვა (19+5 მოხსნა), გიულერი (12), თურქოგლუ (10+4 მოხსნა+7 პასი), თუნჩერი (10), ონანი (10), აშიქი (9+5 მოხსნა), სავაში (8), ერდენი (6+5 მოხსნა), არსლანი (5+5 პასი), გიონლუმი (4), აქიოლი (2), ერმისი.

სლოვენია: ბეჩიროვიჩი (16+6 პასი), ნახბარი (16), ბრეჟეცი (10+5 მოხსნა), სლოკარი (10), ლაკოვიჩი (8), დრაგიჩი (5), ჟუპანი (3), ვიდმარი, იაგოდნიკი, რიზვიჩი, ს. უდრიხი.

9 სექტემბერი

აშშ-რუსეთი

ლიტვა-არგენტინა

ფოტო:

BASKET - ტეოდოშიჩის გამარჯვების ტყორცნა

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!