როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებს შორის მსოფლიოს თასის ტრიუმფატორი ამერიკელი ლინდსი ვონი გახდა
როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებს შორის მსოფლიოს თასის ტრიუმფატორი გახდა ამერიკელი ლინდსი ვონი. ის დიდი უპირატესობით უსწრებდა თავის კონკურენტებს და მისი რიგით მეოთხე ტიტული დროის საკითხი იყო.

საბოლოოდ, ამერიკელმა "ბროლის დიდი გლობუსი" შვედეთის კურორტ არეში მოიპოვა, თანაც იმ დისციპლინის მოგებით, რომელიც არ ითვლება მის საყვარელ სახეობად. გუშინ, ბევრისთვის მოულოდნელად, ვონმა არავის დაუთმო პირველობა გიგანტურ სლალომში. კარიერაში მან 52-ე ეტაპი მოიგო და მხოლოდ მეორედ იმარჯვა ამ დისციპლინაში.

ლინდსიმ მოიგო პირველი ცდა და შემდეგ იოლად შეინარჩუნა უპირატესობა. საბოლოოდ, მან 48 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს. მესამეზე გავიდა ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი.

ვონი გენერალურ კლასიფიკაციაში 448 ქულით უგებს უახლოეს მდევარს, სლოვენიელ ტინა მაზეს და მიუღწეველია დარჩენილ ეტაპებზე. ლინდსიმ მსოფლიოს თასი ზედიზედ სამჯერ 2008-10 წლებში მოიგო. შარშან მას ეს ტიტული გერმანელმა მარია რიშმა ჩამოართვა (ამერიკელმა სამი ქულით წააგო სეზონი) და ახლა, ლინდსიმ დაიბრუნა ლიდერობა თანამედროვე სამთო-სათხილამურო სპორტში.

მსოფლიოს თასის მეოთხედ მოგებით, ვონმა გაუსწრო ხორვატ იანიცა კოსტელიჩს, შვეიცარიელ ფრენი შნაიდერსა და ავსტრიელ პეტრა კრონენბერგს, რომლებსაც კარიერაში სამ-სამი მოგება აქვთ. ლინდსის მხოლოდ ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი უსწრებს, რომელსაც ექვსი ტიტული დაუგროვდა 70-იან წლებში.

სხვათა შორის ვონს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. მას ახლა 1808 ქულა აქვს, სეზონის დასრულებამდე კი კიდევ ხუთი სტარტია დარჩენილი. ასე რომ, ამერიკელს შანსი აქვს 2000-ქულიან ზღვარს გადაცდეს, რაც ქალებს შორის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამ მხრივ, მოქმედი რეკორდსმენი კოსტელიჩია, რომელმაც 2005-06 წლების სეზონი 1970 ქულით დაასრულა.

ვონი ეტაპებზე მოგებათა რიცხვით მესამეა. მასზე წინ არიან მოზერ-პრიოლი (62) და შნაიდერი (55).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე