ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაო დაისაკუთრეს
ღმერთი სამობითააო, ამაზეა ნათქვამი - ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენებმა 9 მარტს მესამე ფინალი იჭიდავეს და როგორც იქნა, საწადელიც აგვიხდა, ოქროს მედალი ქართველმაც მოიპოვა.

ეს სტეფანწმინდელმა დავით მარსაგიშვილმა (84) შეძლო, რომელიც წესით, კონტინენტის ორგზის ჩემპიონიც უნდა იყოს - მან შარშანაც იჭიდავა ევროპულ ფინალში და ის-ის იყო, ლეიბის მსაჯი გამარჯვებულად აცხადებდა, როცა ზემდგომთ მისი გადაწყვეტილება შეცვალეს და ოქრო რუსთა ყაბარდოელ ფალავან ანზორ ურიშევს არგუნეს.

ურიშევი ახლაც ჭიდაობდა და მის განმეორებით ფინალს მარსაგიშვილთან თანაბრად დიდი ინტერესით ველოდით ჭიდაობის ქართველი ქომაგიც და რუსიც. იქაურ საჭიდაო ფორუმებზე პირდაპირაც იკითხეს - ვინ უფრო ძლიერია, ურიშევი თუ მარსაგიშვილიო. ვფიქრობ, ამ ჩემპიონატმა ეს კითხვა მოხსნა!

საერთოდ, რუსებს ამ წონაში ჩავარდნა აქვთ, რაც ოლიმპიადაზე მარსაგიშვილის საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო ზრდის. რუსები კი არა, ჩვენებურმა ფინალში ახლაც ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ განევს იმდენად იოლად მოუგო, დითირამბები რუსმა კომენტატორებმაც უხვად უძღვნეს.

ამდენად, ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით ჩავამთავრეთ - 1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ბესიკ გოჩაშვილი (55) და დავით ხუციშვილი (74) გახდნენ, ბრინაჯოს მედალოსნები - მალხაზ ზარქუა (60) და დავით მოძმანაშვილი (120).

ოქროს ბიჭი

ბოლო წლებში მარსაგიშვილის პროგრესი აშკარაა, თუმცა ყველაზე მეტად თებერვალში კიევში, საერთაშორისო ტურნირზე გაგვაოცა - იქ ნათლად ჩანდა მწვრთნელის ხელი; იგრძნობოდა, რომ ეს ბიჭი ჭიდაობდა წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით, მკაცრად იცავდა მწვრთნელთა მითითებებს და მეტოქის ხარვეზებს კი არ ელოდებოდა, აიძულებდა მას, შეცდომა დაეშვა და ქულაზე გადაჰყოლოდა. მარსაგიშვილის მყარი საევროპო ამბიციები სრულად კიევში გამოჩნდა.

მან ახლაც ძლიერად იჭიდავა და ხუთი შეხვედრიდან უმეტესობაში მინიმუმ, ერთი პერიოდი მაინც მოიგო ქულებით წმინდად. მაკედონიელი დეიან ბოგდანოვი და ესპანელი ბორის ანდონოვი მისი დონის ფალავნები არ არიან და არც მარსაგიშვილმა გვანერვიულა, ორივეს ძირითად დროში მოუთავა ხელი - პირველს 4:0 მოუგო, მეორეს - 7:0.

რუმინელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სტეფან გეორგიტა იმათზე ძლიერია, მაგრამ არა მარსაგიშვილის შემჩერებელი - ისევ ორ პერიოდში მოგება ჩვენებურის სასარგებლოდ, ამჯერად - 9:1. მარსაგიშვილი კარგად იცნობს თურქ სერდარ ბოკესაც, რომელიც ადრეც ბევრჯერ დაუმარცხებია და ახლაც უპრობლემოდ სძლია ნახევარფინალში - 6:0; 3:0.

ამასობაში განევმა ურიშევი გააგდო და ნანატრი ფინალი ჩაშალა, თუმცა ნაკლებ სანახაობას არც ქართულ-ბულგარული პაექრობა გვიქადდა. კაცმა რომ თქვას, ბრძოლა არც ყოფილა, მარსაგიშვილმა იმდენად იოლად, უპრობლემოდ გაიმარჯვა. მას არ მოუწყვია ქულების ფოიერვერკი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დუნე, უშინაარსო ჭიდაობაში იმარჯვა - პირიქით, ორივე ქულა მშვენიერი ბრძოლაში მოიპოვა. რაც მთავარია, ის ახლაც ბოლომდე გაჰყვა მწვრთნელთა დასახულ გეგმას, ეჭიდავა ახლოდან, რითაც ინიციატივა მყარად იგდო ხელთ.

ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა, რასაც ტექნიკაც მიახმარა. ჯერ იყო და პირველივე წამებზე მარდად გამოჰკრა გარესარმა და განევი ბეწვზე გადაურჩა აყირავებას, რუსმა კომენტატორმა კი ამ ფანდისას კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართველთა განთქმული ტექნიკა და ჩვენი ეროვნული ჭიდაობა. ამ ეპიზოდიდან მალევე მარსაგიშვილმა მოძრაობაზე დაიჭირა მეტოქე, მოხერხებულად მოატყუა - საყრდენი გამოეცალა და ფეხში უპრობლემოდ შევიდა. ქულაზეც კარგად გადაიყვანა, მაგრამ ვერ დაატრიალა.

საერთოდ, ეს ფანდი მას ამჯერად არ გამოუვიდა - იქნებ არც რისკავდა, რადგან ყველაფრიდან ჩანდა, რომ მეტოქეზე მაღლა იდგა და მოგება არ იყო საეჭვო, თუმცა ჭიდაობის ამ უმნიშვნელოვანეს ფანდს სათანადოდ თუ დაამუშავებს, კიდევ უფრო დასცემს შიშის ზარს კონკურენტებს.

მეორე პერიოდი თავდაცვის კლასიკური ნიმუში იყო, როცა განევმა ფეხში შესვლა სცადა და ერთი შეხედვით, გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მარსაგიშვილიც მაგრად დახვდა, დაუხურა შეტევა და განევი თვითონ აღმოჩნდა ლეიბზე ჩამჯდარი, ჩვენებურმა კი მყარად ჩაბღუჯა ფეხებით. დაახლოებით ერთი წუთი ასე გაატარეს ლეიბზე მსხდომებმა, ერთმანეთის ფეხების ჯაჯგურში, თუმცა ეს მარსაგიშვილისთვის მომგებიანი პოზიცია უფრო იყო, რაკიღა ზევიდან მოექცა.

განევს სხვა გზა არ ჰქონდა, თავი უნდა გაეთავისუფლებინა და ამ მცდელობაში ქართველმა იქით გადაიყვანა ქულაზე. ამასობაში დროც იწურებოდა და მარსაგიშვილი დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

ახლა მის წინ ახალი სარბიელია - ოლიმპიადა. მწვრთნელებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები უკვე მიიიღეს მასზეც, მის სავარაუდო მეტოქეებზეც და თამაშებისთვის სათანადოდ მომზადების გარდა არაფერი დარჩენიათ. უპრიანი იქნება, მარსაგიშვილი საგანგებოდ ამუშაონ აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ჩემპიონ შარიფ შარიფოვის წინააღმდეგ. ცხადია, ამ წონაში სხვებიც არიან, შარიფოვზე არანაკლებ ძლიერებიც, რომლებსაც ახლა არ უასპარეზიათ, მაგრამ მარსაგიშვილი თავის ყველაზე უხერხულ მეტოქედ აზერბაიჯანელს მიიჩნევს.

84 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო), 2. მიხაილ განევი (ბულგარეთი), 3. ანზორ ურიშევი (რუსეთი), სტეფან გეორგიტა (რუმინეთი).

კვარცხლბეკი. ქალები.

63 კგ. 1. იულია ოსტაპჩუკი (უკრაინა), 2. ნატალია სმირნოვა (რუსეთი), 3. მონიკა ევა მიჰალიკი (პოლონეთი), ელიფ იალე იესილირმაკი (თურქეთი).

72 კგ. 1. მაია გუნვორ ერლანდსენი (ნორვგია), 2. კატერინა ბურმისტროვა (უკრაინა), 3. ნატალია ვორობიოვა (რუსეთი), მაიდერ უნდა გონსალეს დე აუდიკანა (ესპანეთი).

ბელგრადის ბერძნულ-რომაული დღეები

10 მარტს ევროპის ჩემპიონატში ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან, რომელშიც ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), რევაზ ლაშხი (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120).

10 მარტს 55, 60, 96 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ. 60-დან უმჩატეს წონაში ჩამონაცვლებული ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ხარაბაძე საკმაოდ ძნელ ჯგუფში მოხვდა - პირველივე შეხვედრას ბელარუსთა ოს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის პრიზიორ ელბეკ ტოჟიევთან მართავს. ეს ბიჭი შარშან გამოაჩინეს ბელარუსებმა და ორივე მედალი ერთ სეზონში მოიპოვა.

ბადის ამავე ნახევარში არიან სომეხი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომან ამოიანი და აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ელჩინ ალიევი, ოღონდ ისინი პირველივე შეხვედრას ერთმანეთში გამართავენ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონს, ოღონდ 55-ში ირაკლი ჭოჭუას მეოთხედფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს - თავიდან ბრიტანელ კრისტოფერ ბოსონს ხვდება. ძლიერი მეტოქე არც მასთან წარმატების შემთხვევაში ელოდება - ასევე ქვედა წონიდან წლეულს ამონაცვლებული საშუალო დონის ესტონელი ანარ ზეინალოვი ან ბერძენი ვლადიმიროს მატიასი. აი, მეოთხედფინალში კი ტიტულოვანი და ძლიერთა ამ ოთხეულიდან რომელიმე ელოდება - რუსი ასლან აბდულინი, თურქი სონერ სუცუ, ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ივო ანგელოვი ან რუმინელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ეუსებიო დიაკონუ. ბადის ამავე ნახევარში არიან მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ფინელი, სომეხი და პოლონელი ფალავნებიც, ხოლო ბადის მეორე მხარეს არათუ ვინმე სერიოზული მოჭიდავე, არც ერთი ძლიერი საჭიდაო ქვეყნის წარმომადგენელი არაა.

ვფიქრობთ, ჩვენებიდან ყველაზე მეტად ევროპის პრიზიორ სოსო ჯაბიძეს არ გაუმართლა - პირველივე შეხვედრას ბელარუსთა მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ ტიმოფეი დზეინიჩენკასთან გამართავს, მას თუ მოუგო, მომდევნოში რუსთა მსოფლიოს პრიზიორ რუსტამ ტოტროვს ან ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის ვერცხლის მედალოსან შვედ ჯიმი ლიდბერგს შეხვდება.

ბელარუსი ბოლო ორ სეზონში ჩინებულად ჭიდაობს - 2010-ში ევროპაზე და მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვა, შარშან კი ევროპის ჩემპიონი გახდა. უსამართლობა, თორემ მას ეს ტიტული წინა წელსაც უნდა მოეპოვვებინა, მაგრამ მსაჯებმა რუს ოლიმპიურ ჩემპიონ ასლანბეკ ხუშტოვს მოაგებინეს.

ძლიერ ჯგუფშია ფერსელიძეც - თავიდან ლატვიელ იგორს კოსტინსს კი ხვდება, მაგრამ მასთან მოგების შემთხვევაში სომეხთა რუსი ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი ალექსანდრ პატრიკეევი ან თურქი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რიზა კაიალააპი შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
გილოცავთ ყველას!!!ისე მარსაგიშვილის დაჯილდოვებაზე რა ჰიმნს უკრავდნენ?
moxeve
გილოცავ დათო და სრულიად საქართველოს ვულოცავ .იმედია ოლიმპიადიდანაც ოქროს მედლით დაგვიბრუნდები
შაკო
პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი შავლეგოს იმისთვის რომ ერკვევა იმაში რომ ავტორი ერკვევა ჭიდაობაში, მეორე რიგში დიდ მადლობას ვუხდი ისევ შავლეგოს იმისთვის რომ უხარია ქართველების წარმატება.
giorgi
გილოცავ, გილოცავ და გისურვებ შემდგომ წარმატებებს. ეგ სიკეთე მაინც მივიღოთ ხალხმა ამ გაძაღლებულ ცხოვრებაში...
2D
როდინდელი ჰიმნი დაუკრეს ?! :/
შავლეგო
პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ბ-ნ ირაკლის, რადგან აშკარაა, რომ ის საკმარისად ერკვევა ჭიდაობის ნიუანსებში და სპორტსმენებს (მათ შორის, კავკასიელ სპორტსმენებს) კარგად იცნობს. ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ასეთი კომპეტენტური და, რაც მთავარია, საინტერესოდ (ვიტყოდი, გემრიელად), წაკითხვადი სტატიების კითხვა. აქედან გამომდინარე, ავტორს წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება მარსაგიშვილის დიდ წარმატებას, ეს, უბრალოდ ვიტყვი, - ძალიან მაგარია და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას. სასიამოვნოა ასევე სხვა ჩვენებურების წარმატება სარბიელზე, რომ ისინი ჭიდაობის სამყაროში ქართულ ნიშას იცავენ და უფრთხილდებიან.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ