აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში, სადაც ჩემპოინობისთვის ქართველების "ინტერიც" იბრძვის, პირველი ეტაპი დასრულდა
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები ექვს-ექვსად დაიყვნენ, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები მეორე ეტაპზე სრულად გადაჰყვათ.

კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" შინ "რავანს" 1:0 სძლია. ამ მატჩში ბაქოელთა ღირსება 90 წუთის განმავლობაში დაიცვეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა, ბაჩანა ცხადაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

აზალ-მა "სუმგაითს" უმასპინძლა და ჰოკეის ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. ნუგზარ კვირტია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

"თურანმა", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე გოგობერიშვილი იცავს, შინ ლენქორანის "ხაზართან" 0:1 წააგო. გოგობერიშვილი მოედანზე თავიდან ბოლომდე იყო.

გიორგი ადამიას "ყარაბახმა" ზაქათალის "სიმურგი" მიიღო და 1:0 სძლია. ადამია ძირითადში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

"ინტერი" და "ყარაბახი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ქართველთა დანარჩენი გუნდები კი ქვედა ექვსეულში მოხვდნენ. "ინტერი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "ნეფთჩის" 5 ქულით ჩამორჩება, "ყარაბახი" კი მეოთხეზეა და "ნეფთჩიმდე" 8 ქულა აშორებს.

აზალ-ს პრემიერლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს, "თურანი" კი უკანასკნელ ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ფინეთის ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე კი ირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა. მისმა "ინტერმა" სტუმრად "მარიეჰამნი" 3:0 გაანადგურა, სირბილაძემ კი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, 58-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე ბურთი გაიტანა.

მოლდავის ნაციონალ "ა" დივიზიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ქართველი პლეიმეიკერის, ლევან კორღალიძის კიშინიოვის "ნისტრუმ".

9 მარტს მისმა გუნდმა გასვლაზე "ცსკა-რაპიდთან" 2:1 გაიმარჯვა. თავისიანთა წარმატებას სათავე სწორედ კორღალიძემ დაუდო - 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მე-2 წუთზე მეტოქეს ბურთი აართვა და ანგარიში გახსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა