10 მარტს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში პნევმატური იარაღიდან სროლაში საქართველოს პირველობა იწყება
10 მარტს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში საქართველოს პირველობა იწყება პნევმატური იარაღიდან სროლაში, რომელიც ორშაბათს დამთავრდება.

ჩემპიონატში 40 მსროლელი იასპარეზებს, თუმცა გეოგრაფია უცვლელი რჩება - საასპარეზოდ კვლავაც მხოლოდ თბილისელი და ქუთაისელი ჩუბინები გამოვლენ.

ასპარეზობა ახალგაზრდების ტურნირით დაიწყება, 11 მარტს კი ერთად ისვრიან ქალები, გოგოები და ბიჭები. პირველობა ორშაბათს დასრულდება ვაჟთა შეჯიბრებით.

ეს ტურნირი კარგი გაკვეთილი იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განებივრებულნი არ არიან შეჯიბრებებით. ეს შესარჩევი ეტაპიც იქნება ზაფხულში გერმანულ ზულში საერთაშორისო ტურნირზე წამსვლელთა გამოსავლენად. არადა, მართლაც საინტერესოა, აჩვენებენ თუ არა ნინო ფანჩულიძე და მარიამ ბლუაშვილი თავიანთ საუკეთესო შედეგებს, რომლებმაც რამდენჯერმე გადააცილეს 370-იან მიჯნას.

ამავდროულად, საქართველოს ჩემპიონატი ნინო სალუქვაძის სპორტული კარიერის 30 წლისთავს ემთხვევა, თუმცა კაცმა არ იცის, ეს მიღწევა კიდევ სადამდე გაგრძელდება - სალუქვაძე ლონდონის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს და რამდენიმე ოლიმპიური ციკლის მომთავრება კიდევ თავისუფლად შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ლონდონი მისთვის მეშვიდე ოლიმპიადა იქნება, რითაც ქართველთა შორის აბსოლუტური რეკორდსმენია. ჯერჯერობით ასევე პირველია ტყვიის სროლაში საერთაშორისო მასშტაბითაც პისტოლეტით მსროლელთა შორის, თუმცა ამ მიღწევის გამეორების შანსს ბერძენი აგატა კასუომი და სერბი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩიც ინარჩუნებენ. ოღონდ სანამ ისინი ამ უფლებას მოიპოვებენ, მანამ სალუქვაძე სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო არენაზეც პირველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა