ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რეალ 04 დაკომპლექტდა!

რეალ 04 დაკომპლექტდა!

როცა გადაწყდა, რომ კლაას იან ჰუნტელაარი კარიერას "შალკეში" გააგრძელებდა, ეს კი 31 აგვისტოს, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს მოხდა, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებმა ფელიქს მაგათის მიერ გაჩარხულ ძვირადღირებულ გარიგებას ცოტა პესიმისტურად შეხედეს.

როცა გადაწყდა, რომ კლაას იან ჰუნტელაარი კარიერას "შალკეში" გააგრძელებდა, ეს კი 31 აგვისტოს, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს მოხდა, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებმა ფელიქს მაგათის მიერ გაჩარხულ ძვირადღირებულ გარიგებას ცოტა პესიმისტურად შეხედეს. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან 27 წლის ჰუნტელაარი ბოლო დროს ვეღარ ბრწყინავდა ისე, როგორც თავის დროზე ამსტერდამის "აიაქსში". ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა იმედები ვერც "რეალში" გაამართლა და არც "მილანში" ივარგა ისე, როგორც მისგან ელოდებოდნენ და ითხოვდნენ. სამაგიეროდ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ ტურში ჰუნტელაარმა ჰოლანდიის ნაკრების მაისურით ხუთი გოლი გაიტანა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "შალკეს" ფანების პესიმიზმი ოპტიმიზმისკენ შეტრიალებულიყო.

სანაკრებო მატჩების შემდეგ, ჰუნტელაარი გელზენკირხენში ჩავიდა, გუშინ ის გელზენკირხენულმა კლუბმა ოფიციალურად წარადგინა - პარასკევს კი "შალკეში" ჰუნტელაარის ოფიციალური დებიუტი შედგება. ბუნდესლიგის მესამე ტურში გელზენკირხენელები ჰოფენჰაიმში ითამაშებენ და უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ ჰუნტელაარი "ხუმარების" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და თავდასხმაში თავის ყოფილ თანაგუნდელ რაულს შეუწყვილდება.

"რაული და მე ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდთ," - განაცხადა ჰოლანდიელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფელიქს მაგათმა კი დასძინა: "დარწმუნებული ვარ, რომ ჰუნტელაარს ბუნდესლიგასთან ადაპტაცია არ გაუჭირდება და პირველივე მატჩში ძალიან კარგად იასპარეზებს. ზოგადად, ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები ახალ გარემოს მარტივად ეგუებიან ხოლმე და მათი ახალ კლუბში ინტეგრირება ძალიან იშვიათად ჭირს. ჰუნტელაარმა იცის, როგორ უნდა გაიტანოს გოლები მეტოქის კარში. ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა."

"დესპოტი ფელიქსის" გეგმები ნათელია: ჰუნტელაარი "შალკეს" ცენტრფორვარდი იქნება და მუდმივად ითამაშებს, რითაც ჰოლანდიელი თავდამსხმელი ძალიან ბედნიერია.

"მილანში" უმეტესად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მათამაშებდნენ, რაც ძალიან არ მომწონდა. ჩემი ადგილი ცენტრფორვარდის პოზიციაზეა, ფლანგზე თამაშის პერსპექტივა არ მხიბლავს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფელიქს მაგათი ჩემს შესაძლებლობებს სწორად აფასებს და უნდა, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მათამაშოს, - თქვა ჰუნტელაარმა და იქვე დასძინა, - ჩემი მიზანი "შალკესთან" ერთად სერიოზული წარმატებების მიღწევაა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ამ გუნდს გერმანიის ჩემპიონობა არ უზეიმია და ჩემი მიზანია, "შალკესთან" ერთად ჩემპიონი გავხდე. აქ ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი".

"შალკემ" სეზონი ორი მარცხით დაიწყო და შესაბამისად, ჰუნტელაარიც ხვდება, რომ პირველივე სეზონში გერმანიის ჩემპიონობა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გელზენკირხენელები თამაშს გამოასწორებენ როგორც მინიმუმ, ამავე სეზონში გაიბრძოლებენ პირველობისთვის.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაგათს ჰკითხეს, ჰუნტელაარისგან დაახლოებით რამდენ გოლს ელით და ითხოვთო. "რიცხვი აუცილებლად ორნიშნა უნდა იყოს, რაც ჰუნტელაარის ნომერსაც ეტყობა," - თქვა ფელიქსმა. ჰოლანდიელი გოლეადორი "შალკეში" 25-ე ნომერი იქნება. პრესკონფერენციაზე მაგათმა ისიც თქვა, რომ ჰუნტელაარის ყიდვამდე ლუკას პოდოლსკის შეძენაზე ფიქრობდა, მაგრამ მერე არჩევანი ჰოლანდიელზე შეაჩერა. ფელიქსმა იქვე აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ, ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეო - ჰუნტელაარმა სან მარინოს ჰეთ-თრიკი შეუსრულა (5:0 ჰოლანდიის სასარგებლოდ), ფინეთს კი დუბლი (3:1).
მოკლედ, ახლა ჯერი მაგათზე და მის შეგირდებზეა - "შალკეს" ასეთი ძვირადღირებული შემადგენლობა არსებობის ისტორიაში პირველად ჰყავს და შესაბამისად, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული "შალკე" ყველაზე წარმატებული "შალკე" უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ მაგათმა ზაფხულში 14 ახალი ფეხბურთელი შეიძინა და 37 მილიონი ევრო დახარჯა. 14 ახალწვეულიდან 4 მადრიდის "რეალის" ყოფილი მოთამაშეა: ჰუნტელაარის, რაულისა და კრისტოფ მეტცელდერის გარდა, 24 წლის ხოსე მანუელ ხურადოც სამეფო გუნდში თამაშობდა (2003-დან 2006 წლამდე).

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა