თეიმურაზ ჯუღელი ბარუტოსთან დამარცხდა, ლევან გორგაძემ კი სეკივაკე ამინიშიკისთან დათმო
საშინელი მიწისძვრის ზუსტად ერთი წლისთავზე, რომელმაც 20 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის სუპერტურნირი (ჰარუ ბაშო) დაიწყო.

ამ ბაშოს დიდი იმედებით ვხვდებით. ჩვენი ორი სუმოისტი საკმაოდ მაღალი რანგისაა - თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კომუსუბია, ხოლო ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - მე-3 მაეგაშირა. სამწუხაროდ, მათი სტარტი მარცხიანი გამოდგა.

გაგამარუს დებიუტი კომუსუბის რანგში იმპერატორის თასის მფლობელ ბარუტოსთან შედგა. ესტონელმა გოლიათმა ქართველი კოლეგა მარჯვენა ხელით შესრულებული ილეთით (უვატენაგე) დასცა.

ლევან გორგაძე სეკივაკე ამინიშიკის ხვდებოდა. ჩვენებურს და "მატადორს" ორჯერ მოუწია რკენა - პირველი ორთაბრძოლა ისე დასრულდა, მსაჯები გაოგნებულნი დარჩნენ, ორივე სუმოისტი ერთდროულად დავარდა დოჰიოზე. განმეორებით რკენაში კი იაპონელმა სუკუინაგეს ილეთით მოიგო.

თუმცა კარგი ცნობაც გვაქვს ოსაკადან - ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი), რომელიც ბაშოს დაწყების წინა დღეს 31 წლის გახდა, იოლად გაუმკლავდა იოშიაზუმას ძურიოს დივიზიონში.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოაძანი (ცუკიოტოში), ბარუტო-გაგამარუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (უვატენაგე), ტოჩინოვაკა-კისენოსატო (ოშიტაოში), კოტოოშუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), კაკურიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ამინიშიკი-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), არანი-ტოიონოშიმა (იორიკირი), ჰომაშო-ვაკაკოიუ (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა (ოშიდაში).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰომაშო-მიოგირიუ, გაგამარუ-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ტოჩინოვაკა, კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ, ბარუტო-იოშიკაძე, ამინიშიკი-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-კაკურიუ, არანი-შოჰოზანი, ტოიონოშიმა-გოეიდო. ძურიო: კოკაი-საგაცუკასა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე