საქართველოში ფუტსალი ან ფედერაციამ უნდა დააფინანსოს, ან სახელმწიფომ
ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ირაკლი ქავთარაძე შეასრულებს. ის გახლდათ საქართველოს მინიფეხბურთის პირველი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ამ სახეობაში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული, საქართველოში ფუტსალის ერთ-ერთი პიონერი, აგრეთვე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

- დროებით იქნებით პრეზიდენტი თუ შემდეგაც აპირებთ კანდიდატურის წამოყენებას?

- რაც თავი მახსოვს, სულ ფუტსალში ვარ და სახეობის თანადგომა მსურს. მაგრამ ახლა სურვილის მიხედვით ვერ ვიხელმძღვანელებ. საქმე ისაა, რომ რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, ფუტსალში კი უამრავი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი. ამ ყველაფერს დრო უნდა, მე კი ორივე სფეროს ვერ გავწვდები.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ესაა: ფუტსალში რომ მოხვიდე, ფინანსები უნდა გქონდეს. იმიტომ გადადგა კახა დევდარიანი, სახლიდან გამოსაზიდი აღარაფერი დარჩა და თავად ემხრობოდა ფულიანი პრეზიდენტის მოსვლას. სამწუხაროდ, დღეს ფუტსალში ფულს არავინ დებს...

- თუ ფულის დაბანდება არავის სურს, სახეობას რა ეშველება?

- ფუტსალი უნდა დააფინანსოს ან ფედერაციამ, ან სახელმწიფომ, გუნდებს არსებობისთვის ელემენტარული პირობები მაინც რომ შეუქმნან. ეს არის მკაცრი რეალობა.

ღონიერი სპონსორები კლასიკური ფეხბურთის გუნდებსაც არ ჰყავთ, ჯიბის ფულით კი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდი ვერ ჩამოყალიბდება. გუნდებს ორგანიზებულ ჩემპიონატსა და თასზე მონაწილეობა უნდა შევთავაზოთ.

მიმაჩნია, რომ ფუტსალის განვითარება სახელმწიფოსთვის პატარა მოვლენა არ იქნება. ეს სახეობა ქვეყანას სჭირდება და ამიტომ უნდა დააფინანსოს კიდეც. მისი განვითარება დიდ ფეხბურთსაც წაადგება.

- სპონსორების კატასტროფული სიმწირის პირობებში ის, რაც ფუტსალის ყრილობაზე მოხდა, გიზო ფხოველიშვილს ხომ არ აიძულებს, "ალგოს" დაფინანსებაზე უარი თქვას?

- არა, რატომ? კარგია, რომ აფინანსებს. ჩვენი სურვილია, მომავალშიც ფუტსალში დარჩეს.

- ნაკრების გეგმებზე რას გვეტყვით?

- ნაკრები სასწრაფოდ არის მისახედი, სერიოზული დაფინანსება სჭირდება.

- ჩემპიონატის გახსნის მატჩს "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან ერთად უყურებდით. მალე ჩემპიონატში ფუტსალის "ზესტაფონსაც" ხომ არ ვიხილავთ?

- ამ თემაზე ფედერაციას აქვს თავისი მოსაზრება, რომ კარგი იქნება, უმაღლესი ლიგის ბინადრებმა გუნდი ფუტსალის ჩემპიონატისთვისაც მოამზადონ. ცხადია, ასეთი ბრძანების გაცემის უფლება არავის აქვს, მაგრამ ეს იქნება მიმართვა, გნებავთ, თხოვნა დაარქვით.

ცხადია, მხარს ყველა ვერ აგვიბამს, მაგრამ 3-4 გუნდიც რომ დაგვემატოს, ესეც დიდი მიღწევა იქნება. თავად დაფიქრდით, ფუტსალშიც რომ გაჩნდება "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი", ეს ჩემპიონატს პრესტიჟს შესძენს.

- თავად ხართ "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი. ფუტსალის გუნდს რუსთავში არ ჩამოაყალიბებთ?

- პრობლემა არ უნდა იყოს. ამ სახეობის დასახმარებლად საკმარისი რესურსი ყველა გუნდს აქვს. მოთამაშეეები და მწვრთნელები აუცილებლად გამოჩნდებიან, ფუტსალის კლუბს კი არც დიდი თანხა სჭირდება და არც დიდი ხელფასები. თამაშს მოწყურებული ახალგაზრდა ბიჭებით სერიოზული კლუბის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

მთავარია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ და სერიოზული ძვრები აუცილებლად მოხდება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა