ქართველმა შარანს ენის ბარიერის გამო ვერ გააგებინა, რომ შესაცვლელი არ იყო
უკრაინულ "კარპატიში" ზამთარში გადაბარგებულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა ახალ გუნდში თავის საუკეთესო მატჩი, უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში, სიმფეროპოლის "ტავრიასთან" ჩაატარა, მაგრამ რად გინდა - ლვოველებმა ორბურთიანი უპირატესობა დარჩენილ ოციოდე წუთში ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ყოფილ ფეხბურთელს, ბუბამ ძალიან კარგად ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი "კარპატის" მეორე გოლში ასისტენტადაც მოგვევლინა, მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, ერთობ კურიოზული და თან, დასანანია.

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათი რჩებოდა, როდესაც დაუშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანზე ექიმების გამოსვლა გახდა საჭირო. ლვოველთა თავკაცმა ვლადიმირ შარანმაც, დარწმუნებულმა, რომ ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო თამაშს ვეღარ გააგრძელებდა, შეცვლა განახორციელა.

სწორედ დაუშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ მოხდა "სასწაული" და "ტავრიამ" დარჩენილ დროში ერთიმეორის მიყოლებით გაიტანა გოლები და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

ფაქტია, "კარპატი" ქართველი ნახევარმცველის გამოკლებამ დააზარალა, მაგრამ უცნაური ისაა, რომ იმ ეპიზოდში ჩვენებურს თამაშის გაგრძელება შესძლებია და მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ფეხბურთელმა თავისი მდგომარეობის შესახებ ენის არცოდნის გამო ვერ გააგებინა.

ვლადიმირ შარანმა მატჩის შემდეგაც დაიჩივლა:

- ასეთ მატჩზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში ყველანაირად დაჯაბნა მეტოქე და "ტავრიას" კართან არაერთი მომენტი შექმნა. განსაკუთრებით მეორე გატანილმა გოლმა გაგვახარა, მაგრამ იმის გამო, რომ დაუშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა.

არადა, სანამ მურთაზი მოედანზე გვყავდა, ყველაფერი ბრწყინვალედ იყო და როგორც კი შევცვალე, დავიღუპეთ.

თურმე დაუშვილს თამაშის გაგრძელება შეეძლო. არადა, მე სხვანაირად მითხრეს.

- აბა, ვინ გითხრათ, რომ დაუშვილს თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო?

- პრობლემა ისაა, რომ მურთაზს ენა აქვს სასწავლი. ჩვენთან ბევრმა მოთამაშემ არ იცის უკრაინული. ერთი მატყობინებდა, შეუძლია თამაშიო, მეორე - არაო... არადა, რომ არა ტრავმა, საყრდენს იმ დროს არაფრით შევცვლიდი.

ეს გაუგებრობა დაუშვილის ბრალი არაა. ამაში ყველა დამნაშავეა, მათ შორის - მეც.

pedagogi
ეგ იმის ბრალია სკოლაში სათანადოდ რომ ვერ შემაფასე.წარმატებებს გისურბვებ.
paata
ზესტა არ დაგუპულა კარპატს რა დაემარტა მგონი ესენი კაიპობენ
mimino
მურთაზა ბუჯო! მთელი რუსეთი რუსულად ლპარაკობს და შენ 100სიტყვა როგორ ვერ ისწავლე?სად აპირებდი იდეაში კარიერის გაგრძელებას-გერმანია,ინგლისში?-ინგლისურს,გერმანულს-სხლავ ალბათ!საწყენია-კაცი ფეხბურთს თამაშობ და მწვრთნელის ენა ვერ გაიგო?ზესტაფონში რუსულის მასწავლებელი დაილია?
morieli
მურთაზას გარეშე თუ დაიღუპეთ მაგარი გუნდი გყოლიათ
maTe
ამ ახალმა თაობამ რუსულად "იდი ნახ...ის" მეტი არაფერი იციან.:)
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა