ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა კიეველებთან თამაშის შემდეგ რამდენიმე კითხვას უპასუხა
ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ კიევის "არსენალთან" მატჩის შემდეგ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

უკრაინის დედაქალაქში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და მასში კიდევ ერთმა ქართველმა, მასპინძელთა რიგებში ალექსანდრე კობახიძემ ითამაშა. რაც შეეხება ლუგანსკელთა ქართველ ლეგიონერს, ჯაბამ მოედანი 76-ე წუთზე დატოვა.

- დღეს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. "არსენალი" ძლიერი გუნდია, რომელიც ევროთასებისთვის იბრძვის, მაგრამ ჩვენთან შეხვედრაში მათ პრაქტიკულად სახიფათო მომენტიც არ შეუქმნიათ.

არ გაგვიმართლა - გოლი რიკოშეტის შედეგად გავუშვით. ეს რომ არა, კიევიდან სამი ქულის წამოღება შეგვეძლო.

- ჩანდა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ საკუთარ კარს მიეჯაჭვეთ…

- მთავარი მწვრთნელი მთელი მატჩის მანძილზე გვეძახდა, რომ საკუთარ კარს არ მივჯაჭვულიყავით. ჩვენ ეს გვესმოდა, მაგრამ ბოლოსკენ ცოტა დავიღალეთ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით.

- დღეს მარცხენა ფლანგელის პოზიციაზე თამაშობდი...

- ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო სიტუაციაა. ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მწვრთნელი ეტყვის. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. დიახ, ეს ახალი პოზიცია იყო, მაგრამ თავი კომფორტულად ვიგრძენი.

- "არსენალთან" მატჩი შენთვის მიმდინარე წელს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. ღელავდი?

- ყველაფერი ნორმალურად იყო და არ ვღელავდი. საფეხბურთო მოედანზე პირველად ხომ არ გავსულვარ?! (იღიმის).

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა