თანამედროვე ევროპულ სტადიონებზე ასეთი თოვლი თამაშის გადადების მიზეზი არ ხდება
სხვა მატჩების მსგავსად, 12 მარტს "დინამო"-"დილაც" 15 საათზე რომ დაწყებულიყო, ავად თუ კარგად, მისი ჩატარება ალბათ, მაინც მოხერხდებოდა, 18 საათისთვის კი თბილისში უკვე ბარაქიანად თოვდა და ეროვნული სტადიონის ბალახის საფარიც ბოლომდე დაიფარა.

ეს შეხვედრა საღამოსთვის იმიტომ დაინიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი იყო დაგეგმილი.

როგორც "დინამოს" უსაფრთხოების ოფიცრის, გია ისიანისგან შევიტყვეთ, კლუბების წარმომადგენლებმა, მსაჯებმა და მატჩის დელეგატმა მოედანი პირველად შეხვედრის დაწყებამდე საათნახევრით ადრე შეამოწმეს. არბიტრმა მასპინძლებს თამაშის ჩასატარებლად ყველა შესაძლო ღონისძიების გატარება მოსთხოვა.

მატჩის ორგანიზატორებმა ნიჩბებით გადაწმინდეს ხაზები და მოედნის გაწმენდასაც შეეცადნენ, მაგრამ ძლიერი თოვის გამო ეს შეუძლებელი იყო.

ამის შემდეგ მოედანზე გუნდები მოსათელად გავიდნენ. სტადიონის დირექციამ ხილვადობის შესამოწმებლად განათება ჩართო. "დინამომ" ფერადი ბურთები მოიმარაგა, მაგრამ თოვლის სიმაღლემ კიდევ მოიმატა და 6-ის ნახევარზე მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

სამწუხაროდ, "დინამო-არენას" მოედნის გათბობის სისტემა არ აქვს და კარგი იქნება, სტადიონის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მომავალი ზამთრისთვის მაინც თუ იზრუნებს. თანამედროვე ევროპულ სტადიონებზე ამ ოდენობის თოვლი თამაშის გადადების მიზეზი არ ხდება.

ის გულშემატკივრები, რომლებმაც 12 მარტს "დინამო"-"დილაზე" ბილეთი შეიძინეს, ფინანსურად არ დაზარალდებიან - ამაზე "დინამო" იზრუნებს.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. I ტური

პლეი ოფი

დინამო-დილა (გადაიდო)

ტორპედო-მერანი (გადაიდო)

მეტალურგი-ბაია 4-0 (იხილეთ ვრცლად)

კოლხეთი-ზესტაფონი 0-4

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 15 10 3 2 28-12 33

2.მეტალურგი 15 8 2 5 22-19 26

3.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

4.დინამო 14 7 2 5 27-20 23

5.ბაია 15 4 4 7 11-19 16

6.დილა 14 4 3 7 16-17 15

7.მერანი 14 4 1 9 12-22 13

8.კოლხეთი 15 2 6 7 8-20 12

II ტური

16 მარტი. პარასკევი

კოლხეთი-ბაია

დილა-მეტალურგი

მერანი-დინამო

ზესტაფონი-ტორპედო

პლეი აუტი

გაგრა-ბათუმი 2-0 (იხილეთ ვრცლად)

ვიტ ჯორჯია-მერცხალი 2-0 (იხილეთ ვრცლად)

სიონი-ჩიხურა 3-1 (იხილეთ ვრცლად)

სპარტაკი-გურია 2-2 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.სიონი 1 1 0 0 3-1 3

2.გაგრა 1 1 0 0 2-0 3

3.ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 2-0 3

4.სპარტაკი 1 0 1 0 2-2 1

5.გურია 1 0 1 0 2-2 1

6.ჩიხურა 1 0 0 1 1-3 0

7.ბათუმი 1 0 0 1 0-2 0

8.მერცხალი 1 0 0 1 0-2 0

II ტური

16 მარტი. პარასკევი

მერცხალი-ჩიხურა

დინამო (ბთ)-სიონი

გურია-გაგრა

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა