ბაკურიანელი მფრინავი მოთხილამურეები ერთმანეთს ეცილებოდნენ პირველობას 40-მეტრიან ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში
თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მაინც, არის სპორტის სახეობები, სადაც ამა თუ იმ სპორტსმენის სიცოცხლე ასპარეზობის დროს შეწყდა. ასეთ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება 16 წლის ბაკურიანელი მიშიკო მიქაბერიძე, რომლის სიცოცხლე ზუსტად 30 წლის უკან, 1982 წლის 3 სექტემბერს კიროვსკის ხელოვნურსაფარიან ტრამპლინზე დასრულდა.

ასპარეზობისას დაღუპული სპორტსმენის სახელის უკვდავსაყოფად უკვე მეორედ (პირველად შარშან ჩატარდა) ბაკურიანელი მფრინავი მოთხილამურეები ერთმანეთს ეცილებოდნენ პირველობას 40-მეტრიან ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში.

...ხან ქარი, ხან თოვა, ხანაც ღრუბლებიდან მზე გამოიხედავდა ხოლმე. საკმაოდაც ციოდა, მაგრამ შეჯიბრებაზე მოსული მაყურებელი "მართვეების" ცქერით ტკბებოდა. ფედერაციის წარმომადგენლები გური გოგოლაძე და ნიკოლოზ შატბერაშვილი, მწვრთნელები: გელა სოტიშვილი, იბრაჰიმ გობოზოვი და გიორგი დიაკონაშვილი გულდასმით აკვირდებოდნენ მოხტუნავეების გამოსვლებს და კმაყოფილებით უზიარებდნენ ერთმანეთს საერთო შთაბეჭდილებას - წინსვლა არის!

უმცროს ასაკში პირველობა არავის დაუთმო გიორგი შუბითიძემ - 248,9 ქულა (46 და 47 მ), მეორე იყო ივანე ბასილაშვილი - 243,0 (45,5; 47), მესამეზე კი ვაჟა კოზანაშვილი გავიდა - 210 (ნახტომები ორივეჯერ 33მ).

უფროს ასაკში ადგილები ასე განაწილდა: 1. დავით მინასიანი - 274,3 ქულა (55 და 51 მ), 2. სერგი ჯიკაევი - 230 (44,5; 43), 3. არტურ სარქისიანი - 196,4 ( ორივეჯერ 38 მ). მიშიკო მიქაბერიძის მემორიალის სპეციალური პრიზი გიორგი შუბითიძეს გადაეცა.

ტრამპლინის გვერდით სპეციალურად ბორცვზე ძალები მოსინჯეს და-ძმამ 8 წლის ესმა და 7 წლის ალან გობოზოვებმა. ესმა პირველი გოგონაა, რომელსაც სურვილი აქვს, მფრინავი მოთხილამურე გამოვიდეს და ამ ვაჟკაცურ სახეობაში ტოლი არავის დაუდოს.

მიშიკო მიქაბერიძის მემორიალი იმ ყოფილ მფრინავ მოთხილამურეთა მოსაგონარიც იყო, რომლებიც ოდესღაც ბაკურიანის მედიდურ ტრამპლინებზე ხტებოდნენ: ბეჟან ქუმარიტაშვილი (დამსახურებული მწვრთნელი), დათო ბაკაევი, გივი და მალხაზ მიქაბერიძეები, ზაზა კურტანიძე, გოჩა გავვა, დათო დიაკონაშვილი... იმ დღეს მათი სახელებიც გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სოფიკო ხეთაგაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა