მიზნობრივი პროგრამა ევრო 2012-ის მომზადებისთვის საერთო ჯამში 14.6 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს
უკრაინამ 4 წლის განმავლობაში ევრო 2012-ისთვის მოსამზადებლად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 42 მილიარდი გრივნა (5.2 მილიარდ დოლარამდე) დახარჯა.

ასეთი მონაცემები წარადგინა 13 მარტს ნაციონალურმა სააგენტომ, რომელიც უკრაინაში ევრო 2012-ისთვის მომზადების საკითხებს განაგებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში 2008-11 წლებში სახელმწიფოს მიერ 41 მილიარდ 752 მილიონი გრივნა იყო გამოყოფილი.

ინვესტიციების საერთო თანხამ კი, რომელიც სტადიონებისა და აეროპორტების მომზადებისთვის იყო განკუთვნილი, 20 მილიარდი გრივნა (2.5 მილიარდ დოლარამდე) შეადგინა.

სტადიონების აშენებასა და რეკონსტრუქციას 7.194 მილიარდი გრივნა (900 მილიონ დოლარამდე) მოხმარდა.

საწვრთნელი ბაზების აშენებაზე, რეკონსტრუქციასა და სრულყოფაზე 344.49 მილიონი გრივნა (43 მილიონ დოლარამდე) დაიხარჯა.

აეროპორტების განვითარებისთვის სახელმწიფომ 10.5 მილიარდი გრივნა (1.3 მილიარდ დოლარამდე) გამოყო.

საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა საავტომობილო გზების მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტზე - 18.3 მილიარდი გრივნა (2.3 მილიარდ დოლარამდე).

მიზნობრივი პროგრამა ევროპის ჩემპიონატის მომზადების დაფინანსებისთვის 117 მილიარდ გრივნას (14.6 მილიარდ დოლარამდე) ითვალისწინებს, რომელშიც არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ინვესტორების თანხებიც შედის.

2011 წელს ჩემპიონატის მომზადებისთვის 54,5 მილიარდი გრივნა დაიხარჯა, 2010 წელს - 24.3 მილიარდი, 2009 წელს - 9.5 მილიარდი, 2008 წელს - 10.1 მილიარდი.

შეგახსენებთ, რომ ერთი დოლარი რვა გრივნას ტოლფასია.

ამ დროისთვის უკრაინა ევრო 2012-ისთვის მომზადებას ასრულებს, რომელიც 8 ივნისიდან 1 ივლისამდე უკრაინა-პოლონეთში ჩატარდება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა