ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნუკრი რევიშვილი: მეკარისთვის ნდობა ორმაგად მნიშვნელოვანია

ნუკრი რევიშვილი: მეკარისთვის ნდობა ორმაგად მნიშვნელოვანია

საქართველოს ნაკრებისა და "კრანსოდარის" მეკარე დევიდ დე ხეას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს
საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის პრემიერლიგის "კრანსოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილის ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ქართველმა გოლკიპერმა ინტერვიუში, რომელიც გროზნოს "ტერეკთან" შეხვედრამდე ჩაიწერა, თავისი ბავშვობის წლები გაიხსენა, მახაჭყალის "ანჟის" დატოვების მიზეზებსა და მისთვის მისაბაძ მეკარეებზე ისაუბრა.

- ნუკრი, გაიხსენე, როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში...

- საქართველოს ქალაქ ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთი პატარაობიდანვე შემიყვარდა, თუმცა მშობლებს ჩემი გატაცება დიდად არ მოსწონდათ. მათაც ისევე, როგორც ალბათ ყველა დედას და მამას, სურდათ, რომ მათ შვილს მთელი გულისყური, პირველ რიგში, სწავლისთვის დაეთმო.

სამაგიეროდ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი პაპაჩემი იყო და როდესაც 8 წელი შემისრულდა, მან ჩამკიდა ხელი და საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა. ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ კვირაზე მეტ ხანს არაფერი იცოდნენ...

ჩემი პირველი მწვრთნელი თემურ ნოდირაძე იყო, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარაა. ის კარგი ადამიანი და ბრწყინვალე სპეციალისტი იყო. სხვათა შორის, ის წვრთნიდა მალხაზ ასათიანსაც.

- კარში საკუთარი სურვილით ჩადექი?

- დიახ, თავიდანვე მეკარეობა მინდოდა. რადგან სიმაღლეც მიწყობდა ხელს, მწვრთნელმა ჩემი სურვილი გაითვალისწინა. ასე რომ, პირველივე დღიდან ამ ამპლუაში ვთამაშობ.

- ამის შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერია?

- უკვე 15 წლისა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ გუნდში ამიყვანეს. წელიწადნახევრის განმავლობაში უფროსებთან ერთად ვვარჯიშობდი, 16 წლისამ კი უკვე საქართველოს ჩემპოინატში თამაში დავიწყე.

- ცნობილია, რომ იმ პერიოდში საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაგასახელეს...

- მაშინ 18 წლის ვიყავი. ის სეზონი ჩემთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. "ტორპედოს" ძირითადში მუდმივად ვთამაშობდი, ეროვნულ გუნდშიც მიმიწვიეს, შემდეგ კი ყაზანის "რუბინში" გადავედი.

- რატომ მაინც და მაინც "რუბინში"?

- როგორც ჩანს, "რუბინი" მაკვირდებოდა - ქუთაისის "ტორპედო" მაშინ უეფას თასზე გამოდიოდა და ნაკრებშიც რამდენიმე თამაში ჩატარებული მქონდა. ამასთან, ჩემ მენეჯერ მამუკა ჯუღელს კარგი კავშირები ჰქონდა ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევთან. შედეგად კი გადავბარგდი რუსეთში და "რუბინთან" კონტრაქტი გავაფორმე.

- ერთის მხრივ, "რუბინთან" ერთად რუსეთის ორგზის ჩემპოინი გახდი, მეორეს მხრივ კი, თამაში იშვიათად გიწევდა..

- 18 წლის ბიჭისთვის რუსეთის პრემიერლიგის ერთერთ წამყვან კლუბში კონკურენციის დაძლევა ურთულესი იყო, მაგრამ ყურბან ბერდიევი მაინც მენდობოდა და მთავარ გუნდშიც საკმაოდ სწრაფად შედგა ჩემი დებიუტი.

რამდენიმე მატჩში არცთუ ცუდად გავისარჯე, თუმცა სტაბილურობა მაკლდა. ეს კი მეკარისთვის - ერთერთი უმთავრესი ღირსებაა.

საერთო ჯამში, ჩემი ბრალია, რომ ის შანსი ვერ გამოვიყენე, რომელიც მომეცა. შემდეგ უკვე ძირითადში დამკვიდრება გაჭირდა - გამოჯანმრთელდა სერგეი რიჟიკოვი, რომლიც ყაზანში ნომერ პირველ მეკარედ დამსახურებულად ითვლებოდა.

ყველა შემთხვევაში, ძალიან მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც ყურბან ბერდიევმა და მწვრთნელმა ვიტალი კაფანოვმა ჩემ მიმართ გამოიჩინეს, იმ წლებში ყაზანში შეუფასებელი გამოცდილება მივიღე და ალბათ სწორედ იქ ვიქეცი მეკარედ.

- მახაჩყალის ანჟიში" შენი გადაბარგება თამაშის სურვილმა განაპირობა?

- ნადვილად! "რუბინში" ყველაფერი მომწონდა, მაგრამ სათადარიგოთა შორის ჯდომას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. "ანჟიში" კი ძირითად მეკარედ მიწვევდნენ.

- როდესაც "ანჟიში" გადადიოდი, ეს კლუბი ბიუჯეტით ვერ დაიკვეხნიდა. დღეს მახაჩყალურ კლუბში მოხვედრას მსოფლიოს ლამის ყველა ფეხბურთელი ესწრაფვის, შენ კი გუნდის დატოვება გადაწყვიტე...

- (ეღიმება) ყველა იქ ესწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ვარსკლავები ხვდებიან... იქ ყოფნას მართლაც არაფერი სჯობს, თუკი ძირითადში თამაშობ.

მაგრამ რადგან რუსეთში ლეგიონერების ლიმიტის გამკაცრებას აპირებდნენ და ის, ვინც რუსეთის ნაკრებში არ თამაშობს, უცხოელად ჩაითვლებოდა, "ანჟის" პირველ მეკარედ დარჩენის არავითარი შანსი მრჩებოდა. თანაც, კლუბმა რუსეთის ნაკრების მეკარე - ვლადიმირ გაბულოვი შეიძინა.

სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტე "კრანსოდარში" გადავსულიყავი და რა დასამალია, ამ ნაბიჯს არც ვნანობ.

ვიმეორებ, ახლა ჩემთვის უმთავრესი მუმდივად თამაში და გუნდისთვის სარგებლის მოტანაა. ნდობისთვის მადლობა "კრანსოდარის" მთავარ მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინსა და მეკარეთა მწვრთნელ ალექსანდრ ვოლკოვს. მათ ძალიან კარგად მომამზადეს როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად.

თუკი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს, მეკარისთვის ის ორმაგად მნიშვნელოვანია. ყველაფერთან ერთად, მე საქართველოს ნაკრების მეკარე ვარ და კლუბში სერიოზული სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. სხვაგვარად ეროვნულ გუნდში ადგილს დავკარგავ.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა "კრასნოდარის" მაისურით ჩატარებულ პირველ შეხვერაზე?

- "როსტოვთან" მატჩი მთელი გუნდისთვის და მათ შორის ჩემთვისაც რთული გამოვიდა. თანაც, მე ახალ გუნდში დებიუტი მქონდა და ძალიან მინდოდა, გულშემატკივრების თვალწინ კარგად გავსარჯულიყავი.

თამაშისთვის საკადრისად განვეწყეთ და მინდა თანაგუნდელებს მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ნაკლები სამუშაო მქონოდა. მეც ვცდილობდი, არ დამეღალატებინა ისინი. საბედნიეროდ, გოლი არ გავუშვი.

წლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ კარს "მშრალად" შეინახავ.

- ბავშვობაში ვინ იყო შენთვის მისაბაძი მეკარე და ვის მიიჩნევ დღეს უძლიერესად?

- სანამ თამაშობდა, ედვინ ვან დერ სარი იყო ჩემთვის მისაბაძი. მოქმედი გოლკიპერებიდან სხვებზე მაღლა იკერ კასილიასს დავაყენებ. პერსპექტიულ მეკარეებში კი დევიდ დე ხეას გამოვარჩევ, რომელსაც ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს.

- "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და ამჟამინდელი მეკარე დაასახელე. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარიც ხომ არ ხარ?

- არა, ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე მილანის "ინტერს" ვქომაგობ. "ინტერის" გულშემატკივრობა მაშინ დავიწყე, როდესაც ამ გუნდის ღირსებას რონალდო და პალიუკა იცავდნენ. სწორედ მაშინ მოიგეს მათ უეფას თასი და ჩემი გულიც...

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის