ჩვენებურმა "ზობ აჰანთან" შეუცვლელად ითამაშა და 22 ქულას 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა
ნიკა ცქიტიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად დატოვა მოედანი დამარცხებულმა.

ირანის რეგულარული ჩემპიონატის დაუმარცხებლად გამლევმა "მაჰრამმა" სეზონის პირველი წაგება საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე ირანულ გუნდთან იწვნია.

თეირანელებმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასზე ისპაჰანში "ზობ აჰანთან" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი დამატებით დროში - 88:91 დათმეს.

ცქიტიშვილის გუნდმა სერიის პირველი მატჩი შინ 100:86 მოიგო. ასე რომ, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე 45 წუთი დაჰყო. ნიკა მაჰრამელთაგან საუკეთესო იყო. სერიის წინა მატჩის მსგავსად, ცქიტიშვილმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ნიკამ 13-იდან 8 ორქულიანი და 4-იდან 2 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.

სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 19 მარტს თეირანში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე