"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშების დაწყებამდე სამ თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა. შეჯიბრება, რომელიც 2013 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.

"ალაფისთვის", ისევე, როგორც შარშან, თბილისში რვა ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში შარშანდელივით B ჯგუფში იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

A ჯგუფში კი ტონგის, ჩილეს, რუსეთისა და აშშ-ის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში მომავალ წელს გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, შოტლანდიელი თავკაცის იან სმიტის ხელმძღვანელობით, ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის იანვრის დასაწყისიდან ემზადება. სადღეისოდ გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 42 მორაგბეა, რომელთაგან ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 გაემგზავრება.

"რაგბი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტის სათამაშო სახეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ამ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა სწორედ ამ ქვეყანას ერგო.

გვიხარია, რომ შეჯიბრება სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება, ვინაიდან ქვეყნის ამ რეგიონში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და დარწმუნებულნი ვართ, რომ უამრავი ქომაგი მოვა მატჩებზე თავის ფავორიტი გუნდის მხარდასაჭერად.

შარშან ანალოგიურ ტურნირს ბრწყინვალედ უმასპინძლა საქართველოს დედაქალაქმა თბილისმა. იმედი მაქვს, რომ ამერიკელები ყველა ღონეს იხმარენ საიმისოდ, რომ შეჯიბრების საორგანიზაციო საკითხები და მატჩების სპორტული დონე შარშანდელზე კიდევ უფრო უკეთესი გახდეს". - თქვა IRB პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

საქართველოს ნაკრები, U-20

თორნიკე ჯიბლაძე, ზაზა ნავროზაშვილი, გიორგი ლომთაძე, დავით ხიდეშელი, ვაჟა თაგაური, არჩილ ბეჟიაშვილი, სანდრო ქოიავა, ლაშა ლომიძე, ელგუჯა სურგულაძე, საბა ბერაძე, გურამ შენგელია, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი შარაშიძე, ვაჟა ხუციშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბიწაძე, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, თამაზ მჭედლიძე, გიგა გაგოშვილი, ბახვა კობახიძე, გიორგი მჭედლიშვილი, თორნიკე კიკნაძე, გიორგი მარტიაშვილი, გოდერძი ჭინჭარაული, ლაშა სირაძე, საბა ნიკოლავა, ზურა ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ზიბზიბაძე, მერაბ შარიქაძე, ნიკო ჯინჭველაშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, მინდია ელგუჯაური, გაგა ბაზაძე, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, იოსებ კიკვაძე, შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი.

A ჯგუფი: ტონგა, ჩილე, რუსეთი, აშშ.

B ჯგუფი: იაპონია, საქართველოს, კანადა, ზიმბაბვე.

18 ივნისი

იაპონია-ზიმბაბვე, ჩილე-რუსეთი, საქართველო-კანადა, აშშ-ტონგა.

22 ივნისი

საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა, ტონგა-რუსეთი, აშშ-ჩილე.

26 ივნისი

კანადა-ზიმბაბვე, საქართველო-იაპონია, ტონგა-ჩილე, აშშ-რუსეთი.

30 ივნისი

ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა