საფრანგეთის ნაკრები 17 მარტს ექვსი ერის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად ითამაშებს კარდიფში უელსის ეროვნულ გუნდთან
საფრანგეთის ნაკრები 17 მარტს ექვსი ერის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად ითამაშებს კარდიფში უელსის ეროვნულ გუნდთან. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში დიდ სლემს შეასრულებენ. ფრანგებს კი პირველი ადგილის დაკავების შანსი აღარ აქვს.

სწორედ ამიტომ, "ლე ბლოს" მთავარი მწვრთნელი ფილიპ სენტ-ანდრემ თამამად გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება. ინგლისის ნაკრებთან წაგების შემდეგ, მან გუნდში ექვსი ცვლილება განახორციელა. ფრანგთა თავკაცმა ისევ უხმო ეროვნულ გუნდში ბასკური "ბიარიცის" ქართული წარმოშობის ცხრა ნომერს დიმიტრი იაშვილს.

ყველასთვის გასაოცრად მოულოდნელი იყო ნაკრებში "კლერმონის" 19 წლის ფულბეკის ჟან-მარსელინ ბუტინის გამოძახება. სენტ-ანდრემ ეროვნულ გუნდში დააბრუნა ასევე "ტულონის" გარემარბი ალექსის პალისონი, "ტულუზის" შუამარბი ფლორინ ფრიცი, "კლერმონის" მეორეხაზელი ჟულიენ პიერი და "მონპელიეს" მესამეხაზელი ფულენსე უოდრაოგო.

ამრიგად, უელსის ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებენ, ლინელ ნალე, ჟულიენ დიუპიუი, მაქსიმ მერმოსი, ჟულიენ მალზიო და ვენსან კლერი.

რაგბის ფრანგ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინგლისთან მატჩი ბოლო იყო მეორეხაზელის ლიონელ ნალეს კარიერაში. გავრცელებული ინფორმაციით, ტრვმები აწუხებთ და შესაძლოა ვერ ითამაშონ მესამეხაზელებმა, ჟულიენ ბონერმა, ტიერი დუსოტუარმა და იმანოლ არინორდოკმა.

"გაოცებული ვარ, არ მჯერა. ეჭვი მეპარებიდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებიც კი არ მიმიწვევდნენ და უეცრად ეროვნულ გუნდში დამიძახეს.

სწაფად უნდა ჩავალაგო ნივთები და აეროპორტში გავიქცე. მეშინია ეს სიზმარი არ გამოდგეს" - თქვა საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტმა ჟან-მარსელინ ბუტინმა.

საფრანგეთის ნაკრები

შერკინება: დავიდ ატუბი, ვენსან დებატი, ნიკოლა მასი, ჟან ბატისტ პუ, ვილიამ სერვა, დიმირი სჟარჟევსკი, იოან მაესტრი, პასკალ პაპე, ჟულიენ პიერი, ჟულიენ ბონერი, ტიერი დუსოტუარი, იმანოლ არინორდოკი, ფულენსე უოდრაოგო, ლუი პიკამოლი.

უკანა ხაზი: მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი, ლიონელ ბუქსი, ფრანსუა ტრინ დუკი, ჟან ბუტინი, ვესლი ფოფანა, ფლირინ ფრიცი, ალექსის პალისონი, კლემან პუატრენო, ორელიან რუჟერი.

ექვსი ერი

V ტური

იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია.

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 8 ქულა, 2. ინგლისი - 6, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა