ჰეინსმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:04 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "გრან კანარიამ", რომლის ღირსებასაც ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი იცავს, "ბარსელონას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ორ ოვერტაიმიან მატჩში 93:90 დაამარცხა.

ჰეინსმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:04 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.

მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ დააგროვა, ბარსელონელთაგან კი საუკეთესონი ხიან კარლოს ნავარო და ერაზემ ლორბეკი იყვნენ, შესაბამისად, 21 და 20 ქულით. "გრან კანარია" 9 მოგებითა და 15 მარცხით მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება "გრან კანარიას" ყოფილ კალათბურთელს, ასევე ქართული პასპორტის მქონე ტორინ გრინს, იგი თურქულ "თოფაშში" შესანიშნავად ათამაშდა. იგი თურქული გუნდის სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

გასულ ტურში ბურსელები ჰაჩტეპის უნივერსიტეტის გუნდთან 71:79 დამარცხდნენ, გრინმა კი 36 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

ტორინმა 5-დან 2 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "თოფაში" 11-11 მოგებითა და ამდენივე მარცხით თურქულ სუპერლიგაში მერვე ადგილზეა.

gbf.ge

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე