"ევროპის 2020-ის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოსთან ერთად კარგი იდეაა და მას მხარს ვუჭერ"
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ყაზბეგ ტუაევმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, თავისი წინა გამონათქვამი უარყო და ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა.

"საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევროპის 2020-ის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საკითხი კარგად ვერ გავიგე. მეგონა, ქვეყნების ჩემპიონატების ერთობლივად ჩატარებაზე იყო საუბარი. ევროპის 2020-ის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოსთან ერთად კარგი იდეაა და მას მხარს ვუჭერ", - თქვა ტუაევმა.

ტუაევმა ასევე განაცხადა, საქართველოს შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლია.

"აზრადაც არ მომსვლია რომელიმე ქვეყნის შეურაცხყოფა. მე გავიგე, რომ აზერბაიჯანი და საქართველოს მიერ ქვეყნის ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე იყო საუბარი. თუ თქვენ ევრო 2020-ს გულისხმობთ, მაშინ პირიქით, დიდი სიამოვნებით ვუჭერ ამას მხარს. ვინმეზე სუსტები ვართ თუ რა?

ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. ჩვენ ძლიერი პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაცია გვყავს. ჩვენს ქვეყანაში ყველა აუცილებელი პირობაა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ამის წინააღმდეგ წასვლა არ მიფიქრია. ვინ ვარ მე, რომ სახელმწიფოების დონეზე გადაწყვეტილ საკითხში ჩავერიო?

საქართველოს პატივს ვცემ. საქართველოში ორი ძმა მყავს, დეიდაჩემიც იქ ცხოვრობდა. ამ ქვეყანაში ბევრი ნათესავი მყავს, რომლების ფეხბურთს თამაშობენ. ამის შემდეგ საქართველოზე ცუდს როგორ ვიტყვი? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და არასწორად გავიგე. გაუგებრობისთვის ბოდიშს ვიხდი".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტუაევმა განაცხადა:

"რა ქვეყანაა საქართველო, მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს რომ ვუმასპინძლოთ? ჩვენ ეს მარტო, მათი დახმარების გარეშეც შეგვიძლია. საამისოდ გაგვაჩნია შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე. აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო სუსტი და ღარიბია. ისინი ცდილობენ, მოგვიცუცქდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება" (სტატია იხილეთ ვრცლად).

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა