"დორტმუნდმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი არ მალავს, რომ ახალი პირობებით იმედგაცრუებულია
რობერტ ლევანდოვსკის დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ BVB-ს ხელმძღვანელები თავს მშვიდად ვერ გრძნობენ, რადგან პოლონელი თავდამსხმელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისთვის ახლავე ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ.

ეს ლოგიკურია, რადგან ლევანდოვსკის გადაბირების სურვილი უკვე არაერთმა გუნდმა გამოთქვა - მათ შორის მიუნხენიც "ბაიერნმაც". მართალია, პოლონელმა თქვა, დორტმუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რეკორდმაისტერი არ მაინტერესებსო, მაგრამ "ბორუსიას" ბოსები სერიოზულად დაშინდნენ.

გაირკვა, რომ "დორტმუნდმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი არ მალავს, რომ ახალი პირობებით იმედგაცრუებულია. მან პოლონურ პრესას განუცხადა, რომ დორტმუნდის შეფებისგან მიღებული წინადადება ფეხბურთელისთვის შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, რობერტი ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ "დორტმუნდში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი და დორტმუნდელთა წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. თავდამსხმელის მრჩეველი ამბობს, თუ "ბორუსია" ჩვენთვის უპირველესი პარტნიორია და რობერტი კლუბის გამოცვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ ასეთ პირობებს ნამდვილად არ დავთანხმდებით, სხვამხრივ კი ახალი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად არ გვეჩქარებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა