2011 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდა "ფერარის" წევრი ფერნანდო ალონსო, რომელმაც 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა
ფრანგმა ჟურნალისტებმა საინტერესო ინფორმაციას მიაკვლიეს - მათ გაიგეს და გამოაქვეყნეს ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები. როგორც ირკვევა, გამომუშავებულ თანხაში შედის ხელფასი, პრემიები, საპრიზო თანხები და სპონსორებისგან შემოსავალი.

2011 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდა "ფერარის" წევრი ფერნანდო ალონსო, რომელმაც შარშან 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელი პილოტი უკვე მესამე წელია ყველა თავის კოლეგაზე მეტს იღებს.

მეორე ადგილი უკავია ფორმულა 1-ის ვეტერანს, "მერსედესის" პილოტს მიხაელ შუმახერს - 2011 წელს მან თავისი საბანკო ანგარიში 31 მილიონი ევროთი შეავსო. შემოსავლის ოდენობით მესამეა ლუის ჰემილტონი "მაკლარენიდან" - 29.7 მილიონი ევრო.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 24 წლის სებასტიან ფეტელი ჯერჯერობით ვერ გავიდა ხელფასის სათანადო დონეზე. თავის მეორე საჩემპიონო წელს "რედ ბულის" პილოტმა 18.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. თუმცა 2010 წელთან შედარებით პროგრესი სახეზეა - იმ სეზონში მისი შემოსავალი მხოლოდ 2 მილიონი ევრო იყო.

აღვნიშნავთ, რომ იმ 27 პილოტიდან, რომლებიც 2011 წელს ტრასაზე ვიხილეთ, ხელფასს მხოლოდ 18 იღებს. დანარჩენი ცხრა ავტომრბოლი ფორმულა 1-ში გამოსვლისთვის არაფერს იღებს; პირიქით, საკუთარი სპონსორების დახმარებით, აქეთ უხდიან ფულს გუნდებს "დიდ ცირკში" გამოსვლის სანაცვლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა