დიდი ალბათობაა იმისა, რომ "ორლანდოს" სუპერცენტრი მიმდინარე სეზონს "მეჯიქში" დაასრულებს
ორი საათი და 47 წუთი გრძელდებოდა მატჩი, რომელშიც "ლეიკერსმა" ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა მოიგო.

სტუმრად "მემფისის" დამარცხება ყოველთვის რთულია, თან მასპინძლებს მოტივაცია ძალიან დიდი ჰქონდათ - დასავლეთის ცხრილში "გრიზლისის" ჩამორჩენა "ლეიკერსთან" სწორედ ერთ მოგებას შეადგენდა. თუმცა "მემფისის" მდგომარეობას ის ამძიმებდა, რომ ტრავმირებული რუდი გეის გარეშე უწევდა თამაში.

რა თქმა უნდა, ამ მატჩს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა ძმები გასოლების დაპირისპირება. წელს პაუ თავისი უმცროსი ძმის ჩრდილში მოექცა, თუნდაც იმიტომ, რომ "ოლ სტარზე" მემფისელი გასოლი წავიდა. მაგრამ ამჯერად უფროსი გასოლის ჯერი იყო. მან მრისხანე დუეტი შეადგინა ენდრიუ ბინუმთან და ამ უკანასკნელმა 37 ქულით სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

მაგრამ ამ დუეტის მონდომება ფუჭი იქნებოდა, ჩვეულ სტილში რომ არ ემოქმედა კობი ბრაიანტს. "ლეიკერსმა" ოვერტაიმამდე სწორედ "შავი მამბას" წყალობით მიაღწია (ბოლო მეოთხედის წინ "მემფისი" 11 ქულას იგებდა) - კობიმ მეორე ტაიმში 22 ქულა დააგროვა, აქედან 11 ბოლო 12-წუთეულზე მოდის.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ბრაიანტმა ააცილა პოტენციურად გამარჯვების მომტანი ტყორცნა; პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე წამით ადრე, კვლავ არაზუსტი იყო.

და მაინც, ბოლო სიტყვა იმ საღამოს "ლეიკერსის" ლიდერმა და მისმა თანაგუნდელებმა თქვეს. მეორე ოვერტაიმის ბოლო 40 წამში ბრაიანტმა და ბინუმმა მშვიდად გამოიყენეს ოთხი საჯარიმო და უპირატესობა ხუთ ქულამდე აიყვანეს, ხოლო კონლის, მაიოსა და უმცროსი გასოლის სამქულიანები უშედეგო აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, დასრულდა "საპნის ოპერა" სახელწოდებით - "დუაიტ ჰოვარდის ტრეიდი". დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "ორლანდოს" სუპერცენტრი "მეჯიქში" დაასრულებს მიმდინარე სეზონს. ამის შესახებ თავად "სუპერმენმა" თქვა - "ორლანდოს" ჩემპიონობის შანსი აქვს და სხვაგან რატომ უნდა წავიდეო.

გუშინ ორლანდოელი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გუნდისთვის ჰოვარდი. "მაიამის" დამარცხებაში დუაიტის დაახლოებით 80-პროცენტიანი წილია.

ჰოვარდმა "ჰიტის" ყველა ცენტრისა და მძიმე ფორვარდის მოხსნებზე მეტი გააკეთა (მას და რაიან ანდერსონს ერთად კი უფრო მეტი მოხსნა ჰქონდათ, ვიდრე მთელ "მაიამის"), თანაც ფარქვეშ დომინირებით მან მთავარი იარაღის გამოყენების საშუალება მოუსპო ფლორიდელებს - სწრაფი კონტრშეტევები.

მთელი "მაიამი" "სუპერმენის" ნეიტრალიზაციას ცდილობდა, დუაიტი კი ან თვითონ აგდებდა, ან თავისუფალ პარტნიორებს ამარაგებდა გადაცემებით. ჰოვარდს საჯარიმოების პროცენტი უკეთესი რომ ჰქონოდა (18-იდან 6 ჩააგდო), არანაირი ოვერტაიმი არ იქნებოდა. შეიძლებოდა დამატებითი დრო არ ყოფილიყო სხვა მიზეზითაც - უეიდმა თანაბარი ანგარიშისას ბოლო წამზე ისროლა და თითქოს ჩავარდნილი ბურთი კალათიდან ამოვარდა.

ოვერტაიმში კი ჰოვარდმა და ნელსონმა გამოიჩინეს თავი. პირველის ანგარიშზე ორქულიანი და ორიდან ორი გამოყენებული ჯარიმა მოდის, ნელსონმა კი ორი ლამაზი გარღვევა განახორციელა, რის შემდეგაც 55 წამით ადრე ანგარიში 102:96 გახდა.

"დალას მავერიქსი" ვალდებული იყო, საკუთარ მოედანზე დაემარცხებინა ლიგის ყველაზე უარესი გუნდი; მით უმეტეს, რომ ჩემპიონს ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა, ბოლო ცხრა მატჩში კი შვიდჯერ დამარცხდა. ტექსასელებმა საბოლოოდ შეძლეს გამარჯვება, თუმცა უფრო ღირსშესანიშნავი მომენტი იყო ის, რომ დიადმა გამთამაშებელმა ჯეისონ კიდმა NBA-ში თავისი 1300-ე მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის ლიდერია მოქმედ კალათბურთელებს შორის და მე-11 ლიგის ისტორიაში. კიდი 10 დღის შემდეგ 39 წლის გახდება.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში ცოცხალ ლეგენდას ქულა არ დაუგროვებია, მეოთხე მეოთხედი კი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატარა - მის ნაცვლად ფრანგი როდრიგ ბობუა თამაშობდა. სხვათა შორის, ეს კარგად გააკეთა - 28 წუთში 19 ქულა და 4 შედეგიანი პასი.

კლივლენდი-ტორონტო 88:96

22:21, 24:33, 19:21, 23:21

კ: ჯეიმისონი (20), გი (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), სეშენსი (16+6 პასი), ირვინგი (14+7 მოხსნა+7 პასი).

ტ: ბეილესი (20+7 პასი), ბარნიანი (19+8 მოხსნა), ბარბოზა (17), ა. ჯონსონი (10+9 მოხსნა).

ორლანდო-მაიამი 104:98 (ო)

30:27, 15:29, 27:17, 22:21, 10:4

ო: ნელსონი (25), ჰოვარდი (24+25 მოხსნა+3 ჩაჭრა), რედიკი (17), ანდერსონი (16+12 მოხსნა).

მ: უეიდი (28+6 მოხსნა+5 პასი), ბოში (23+8 მოხსნა), ჯეიმსი (19+11 მოხსნა+8 პასი), ჩელმერსი (10).

მემფისი-ლეიკერსი 111:116 (2ო)

29:21, 23:30, 28:20, 17:26, 6:6, 8:13

მ: სპეიტსი (25+7 მოხსნა+5 პასი), მ. გასოლი (20+11 მოხსნა), ალენი (18+3 ჩაჭრა), მაიო (14+6 მოხსნა), პონდექსტერი (12), კონლი (10+11 პასი).

ლ: ბინუმი (37+16 მოხსნა), ბრაიანტი (34+9 მოხსნა+5 პასი), პ. გასოლი (14+8 პასი+5 მოხსნა).

დენვერი-ატლანტა 118:117 (ო)

30:26, 34:29, 18:25, 23:25, 13:12

დ: ნენე (22+6 მოხსნა+5 პასი), ლოუსონი (21+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გალინარი (19), ჰარინგტონი (19+8 მოხსნა), ბრიუერი (12).

ა: ჯ. ჯონსონი (34), სმიტი (33+13 მოხსნა+7 პასი), ჰაინრიხი (22), უილიამსი (10+3 ჩაჭრა), ფაჩულია (6+13 მოხსნა).

ინდიანა-პორტლენდი 92:75

19:15, 29:23, 27:14 , 17:23

ი: ამუნდსონი (21+8 მოხსნა), გრეინჯერი (11+6 მოხსნა), ჯორჯი (11+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰილი (11), უესტი (10+10 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (17+5 მოხსნა), სმიტი (10).

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 103:104

22:23, 31:30, 20:24, 30:27

ო: დურანტი (28+12 მოხსნა), უესტბრუკი (19), ჰარდენი (16+7 პასი), იბაკა (12+8 მოხსნა), მოჰამედი (10+6 მოხსნა).

ჰ: პარსონსი (21+7 მოხსნა+6 პასი), ლი (21), სკოლა (18+5 მოხსნა), დრაგიჩი (12+7 პასი+6 მოხსნა), პატერსონი (12), ბადინგერი (10).

დალასი-ვაშინგტონი 107:98

27:26, 33:25, 23:24, 24:23

დ: ნოვიცკი (27), ტერი (24), ბობუა (19+6 მოხსნა), კარტერი (14+5 მოხსნა), მერიონი (10+13 მოხსნა).

ვ: ბუკერი (20+12 მოხსნა), უოლი (18+10 პასი+3 ჩაჭრა), იანგი (15), კროუფორდი (15+5 მოხსნა), მაკგი (12+5 მოხსნა+3 დაფარება), ბლეტჩი (11).

საკრამენტო-გ. სტეიტი 89:115

24:29, 25:25, 24:30, 16:31

ს: კაზინსი (19+12 მოხსნა), ევანსი (16), ტომასი (15), გარსია (11).

გ-ს: ლი (17+8 მოხსნა), რობინსონი (17), რაში (17+8 მოხსნა), ჯენკინსი (15), რაიტი (14+10 მოხსნა), ტომპსონი (14+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა