ქალთა ტურნირის მერვედფინალური მატჩებიდან, პირველ რიგში, აღვნიშნავთ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ვიქტორია აზარენკას ზედიზედ მე-20 გამარჯვებას
ქალთა ტურნირის მერვედფინალური მატჩებიდან, პირველ რიგში, აღვნიშნავთ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ვიქტორია აზარენკას ზედიზედ მე-20 გამარჯვებას (ბელარუსს ამ სეზონში წაგება არ აქვს).

ვიკა იოლად გაუსწორდა იულია გორგესს - 6:3, 6:1. სტარტზე გერმანელს ასე თუ ისე გამოსდიოდა კარგი შეტევები, მაგრამ შემდეგ აზარენკამ გასაღები მოუძებნა მეტოქის თამაშს. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტი იულიამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი დათმო.

აზარენკას მეტოქე პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა იქნება, რომელსაც რთული მატჩი ელოდა 22 წლის ამერიკელ ჯეიმი ჰემპტონთან. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა ელენა იანკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას და ამჯერადაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს. მან მოიგო მეორე სეტი, მაგრამ მესამეში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საინტერესოა, რომ რადვანსკას ამ სეზონში მხოლოდ აზარენკასთან აქვს წაგებული - ბელარუსმა პოლონელს სიდნეიში, ავსტრალიის ღიასა და დოჰაში მოუგო. სხვათა შორის უკვე გარკვეულია, რომ ორშაბათიდან რადვანსკა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქმედმა ჩემპიონმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ანა ივანოვიჩთან წააგო. შეხვედრის სტარტზე სერბმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა ორივეჯერ შეძლო საპასუხო ბრეიკის გაკეთება.

გარდამტეხი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი - ანამ ის 0:40-დან გადაარჩინა, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ მისცა დანიელს. საბოლოოდ, სერბმა 70 წუთში გაიმარჯვა - 6:3, 6:2 და რევანში აიღო სეზონში კაროლინთან ორი წაგების გამო.

ვოზნიაცკი რეიტინგში 860 ქულას დაკარგავს და მეოთხედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდება - რადვანსკას გარდა, მას სამანტა სტოსურიც გაუსწრებს.

პრობლემები არ ჰქონია მარია შარაპოვას. რუსების პირველ ნომერს თავიდან ოდნავ გაუჭირდა და ორჯერ მისცა საკუთარი მოწოდება რობერტა ვინჩის. თუმცა მარიამ მალე დაალაგა თამაში მოწოდებაზე და მატჩზე სრული კონტროლი დააწესა. საბოლოოდ, შარაპოვამ მხოლოდ საათი დახარჯა მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად - 6:2, 6:1.

მეოთხედფინალში მარიების დერბი შედგება - შარაპოვას მეტოქედ სეხნია მარია კირილენკო ერგო. ეს უკანასკნელი 6:1, 5:1-ს უგებდა თანამემამულე ნადია პეტროვას, მაგრამ მკვეთრად უკლო თამაშს და ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო! მაგრამ მესამე სეტის დასაწყისში მარიამ ისევ შეიქმნა კომფორტული უპირატესობა და მართალია, ერთხელ საკუთარი გეიმი წააგო, საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა - 6:1, 5:7, 6:2.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 5 536 664 დოლარი

1/8 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:3, 4:6, 3:0 უარი; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-იულია გორგესი (გერ) 6:3, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 18)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 32) 6:3, 3:6, 7:6(4); მარია შარაპოვა (რუს, 2)-რობერტა ვინჩი (იტა, 21) 6:2, 6:1; ნა ლი (ჩინ, 8)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:1, 6:0; მარია კირილენკო (რუს, 20)-ნადია პეტროვა (რუს, 30) 6:1, 5:7, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 23) 6:1, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 6:3, 6:2.

1/4 ფინალი

აზარენკა (1)-ა. რადვანსკა (5); კერბერი (18)-ნა ლი (8); ბარტოლი (7)-ივანოვიჩი (15); კირილენკო (20)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა