"ბორჯღალოსნების" ფიზმომზადების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა შალვა სუთიაშვილი ერთი საათი კრივშიც ავარჯიშა
14 მარტს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნები" სამი დღეა შაბათს, 17 მარტს, რუსეთის ეროვნულ გუნდთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

წვრთნა ტრადიციული მოთელვით დაიწყო. მასში არ მონაწილეობდა ტრავმირებული გარემარბი გიორგი შკინინი (არმია). მის ნაცვლად მილტონ ჰეიგმა "ლელოს" ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი იხმო. რუმინეთთან მატჩში ფეხი დაიშავა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელიც, მოგვიანებით, ფიზმომზადების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ტონი ბარჯესმა თითქმის ერთი საათი კრივში ავარჯიშა.

14 მარტს პირველად ჩაერთო წვრთნის პროცესში საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე. თუმცა მუდამ ცდილობდა ფიზიკური კონტაქტისთვის თავი აერიდებინა.

მოთელვის შემდეგ, რომელიც სათადარიგო მოედანზე გაიმართა, მილტონ ჰეიგმა გუნდი რაკში თამაშში ავარჯიშა. მიზანი რაკის სწრაფად გასუფთავება და ბურთის დროულად ხაზზე გატანა იყო.

მერე "ბორჯღალოსნებმა", რომლებსაც წინა მატჩისგან განსხვავებით, დავით ხინჩაგიშვილი და ლევან დათუნაშვილი დაემატნენ, ბალახის მოედანზე გადაინაცვლეს და სხვადასხვა სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის ორგანიზებას ცდილობდნენ. იერიშის მიმართულების ხშირი ცვლა, სწრაფი გადაწყობა და შეტევის რამდენიმე ეშელონის ჩამოყალიბება, ბურთის ხაზზე ბოლომდე ჩატანა.

აი, ის კომპონენტები, რომლის დახვეწას გუნდმა ვარჯიშის მეტი ნაწილი მოანდომა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეპიზოდებში ჩვენს გუნდს ყველა ელემენტი შესანიშნავად გამოსდიოდა, იმდენად, რომ თვითონაც რამდენჯერმე ტაშით გამოხატეს აღფრთოვანება.

ვარჯიშის მსვლელობის მიხედვით ძნელი სათქმელია, რომელ თხუთმეტეულს ანიჭებს უპირატესობას მილტონ ჰეიგი. ის პირობითად ძირითად შემადგენლობას ხშირად ცვლიდა.

ვფიქრობთ, რუსეთთან მატჩისთვის შემადგენლობა ასეთი იქნება:

15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):

"რუსებთან მატჩს ყოველთვის ყველა განსაკუთრებულად ელოდება. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. აღსანიშნავია, რომ რუსებთან თბილისში 2007 წლის შემდეგ აღარ გვითამაშია. ეს შეხვედრას კიდევ მეტ დამატებით ელფერს სძენს.

არ მინდა ამ თამაშს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს. გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებთ, რათა საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავახაროთ."

მერაბ კვირიკაშვილი:

"რუსებთან მატჩი ყოველთვის საინტერესოა, როგორც ქომაგებისთვის, ისე ჩვენთვისაც. ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ, რაც ვფიქრობ, გამარჯვების და ჩვენი გულშემატკივრების გახარების საწინდარი იქნება".

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთთან თხუთმეტჯერ უთამაშიათ. აქედან 13 მატჩში "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც რუსებმა შორეულ 1993 წელს გაიმარჯვეს.

"ბორჯღალოსნებმა" საიმისოდ, რომ ერთა თასის მოპოვების შანსი შეინარჩუნონ, რუსეთის ნაკრებს მინიმუმ ოთხი ლელო უნდა გაუტანონ, რისთვისაც ერთ პრემიალურ ქულას მიიღებენ.

ამ დროს ჩვენი კონკურენტები, ესპანეთისა და რუმინეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მადრიდში ხვდებიან. ამ მატჩში ნებისმიერის გამარჯვება გვაძლევს ხელს, ოღონ ისე, რომ ოთხი ლელო ვერ უნდა გაიტანოს.

შეგახსენებთ, რომ თამაში საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის შაბათს, 15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).

#15: ბექა წიკლაური (გდინია).

რუსეთის ნაკრები:

შერკინება: დენის ანტონოვი, ვლადიმირ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, არტიომ ფატახოვი, ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, ვიქტორ გრესევი, კირილ კოპეშკინი, კირილ კულემინი, პაველ კვერნაძე, სტანისლავ სელსკი, ანტონ სინიცინი, მაქსიმ სტურცა, ევენი ტიტოვი, ინოკენტი ზიკოვი, ალექსეი ვოლკოვი.

უკანა ხაზი: მიხაილ ბაბაევი, პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, გერმან გოდლიუკი, ალექსანდრ იანუშკინი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ შაკიროვი, სერგეი ტრიშინი.

რუმინეთი-ესპანეთი

რუმინეთის ნაკრები:

შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადონი, მიჰაი მაკოვეი (სამიცე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), ფლავიუს დობრე, ადრიან იონი (ორივე-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (კასტლსარასინი).

უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, იონუც ნიაჩსუ (სამივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ესპანეთის ნაკრები:

ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლაიონზი, სერხიო გერერო (სამივე-სანტაბოიანა), ხოსე კარლოსი (ვიგო), ჯო ჰატჩინსონი, ჯონათან ფიპსი (ორივე-ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩეპერი, მატიო ვისენსანგი (ორივე-ტიროსი), სებასტიან რუე, ხაიმე ნავა (ორივე-სენტ ეტიენი), მატიო პელუკონი (ოში), სერხი ობენალი (კლერმონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), იონ ინსაუსტი (სენ ჟან და ლუზი), მანუელ გარსია (კასტრი), ანტონი პრადალი, ადრიენ აიესტარანი (ორივე-პერიგო), მატიო როსა (ორიაკი), დავიდ ბარერა (მონ დე მარსანი), სესარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი 2012

ა თ მ ფ წ ბ ქ

1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10

2.საქართველო 3 2 0 1 +24 10

3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10

4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9

5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6

6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 8 7 0 1 +157 32

2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26

3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20

4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20

5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20

6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი V ტური

17 მარტი

საქართველო-რუსეთი

ესპანეთი-რუმინეთი

უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazi
ბოლობოლო რუმინეთში მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია ჩატარდა თუ არა და რა ითქვა,რატომ არაფერი იყერება ამის შესახებ?
mate
ვერ გავიგე ერთა თასის ათვლის სისტემა.. ორი წლის ჯამით არ ვლინდება გამარჯვებული?
karlsoni
რაგბის კავშირის საიტზე გაფართოებულ შემადგენლობაში არ წერია ყიასაშვილი, არც თქვენ მიერ დაწერილ გაფართოებულში და ძირიტადში როოგ ხვდება?:))) ისე, მართლა გამიხარდება ეს ბიჭი თუ ათამაშეს:)
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა
მიდის თუ არა ნაკრებიდან - რონალდომ კომენტარი გააკეთა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს
"საძაგელი ქალი ხართ... იცოდეთ, ამას არასდროს დავუშვებ!" - მბაპემ მის მიმართ პარაგვაელი სენატორის რასისტულ განცხადებას უპასუხა
ორი გარიგება მეკარის პოზიციაზე ერთ დღეში - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ცვლილებებია
ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა