14 მარტს აზერბაიჯანში ქვეყნის თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა
ჩვენი არ იყოს, აზერბაიჯანის ჩემპიონატიც ორ ეტაპად ტარდება და იქაც ორი ტურნირი მიმდინარეობს: საუკეთესო ექვსი გუნდი ჩემპიონობისა თუ ევროტურნირების საგზურებისათვის იბრძვის, ქვედა ექვსეული კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის.

თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანში პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები არავისთვის "წაურთმევიათ", ანუ, "ჩვეულებრივ პირველობას" ატარებენ.

თუმცა, გარკვეული "მსგავსება" მეზობლებს მაინც გაგვაჩნია: ჩვენი არ იყოს, აზერბაიჯანის გუნდებსაც ერთობ შემჭიდროებული გრაფიკით უწევთ ასპარეზობა.

განსაკუთრებით კი ეს ზედა ექვსეულის გუნდებს ეხებათ და ამის ნათელ მაგალითად, იქაური ყველაზე "ქართული გუნდის", ბაქოს "ინტერის" კალენდარიც მოწმობს: კახა ცხადაძის შეგირდებს 3 მარტიდან 1 აპრილამდე 8 ოფიციალური მატჩის ჩატარება უწევთ!

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩები ამ უქმეებზე ჩატარდება, 14 მარტს კი ამ ქვეყნის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ჩვენც, რაღა თქმა უნდა, იმ შეხვედრებზე გავამახვილებთ ყურადღებას, სადაც ქართველები მონაწილეობდნენ.

დედაქალაქურ "დერბიში" მოედანზე 90 წუთი გაატარა ნუგზარ კვირტიამ, თუმცა მისი გუნდი ("აზალი") 1:3 დამარცხდა "ბაქისთან". სტუმრად, ფრედ (2:2) ითამაშა "ყარაბაღმა", თუმცა გიორგი ადამიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ყველაზე დიდ ინტერესს კი "ინტერი"-"ხაზარის" დაპირისპირება იწვევდა და შეხვედრამაც ინტერესი გაამართლა. "ტრილერი შაფაზე", - აი, ასეთი სათაურებით იყო "აჭრელებული" 14 მარტს აზერბაიჯანული ვებგვერდები და ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ.

"შაფას" სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში "ინტერმა" გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაზარმა" ორი ბურთის გატანა მოახერხა და ანგარიშშიც დაწინაურდა. ამის შემდეგ, ბაქოელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სამი ფეხბურთელი შეცვალა, თავისი გუნდის ტაქტიკური სქემაც გადააწყო და შეხვედრის ბოლო 12 წუთში მასპინძლებს ეს აქტიურობა დაუფასდათ კიდეც (გოლები გაიტანეს ბულგარელმა ენიო კრასტოვჩევმა და ლატვიელმა გირტს კარლსონსმა).

"ინტერის" შემადგენლობაში, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი და ვალერი აბრამიძე; რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირს ამ მატჩში მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები 28 მარტს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? - "ლივერპული" თასიდან "კრისტალ პალასმა" გამოაგდო
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე