ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის წინ და შემდეგ მუშტების ქნევა ბრიტანელ მძიმეწონიანს ძვირად დაუჯდა
ძვირად დაუჯდა ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის წინ და შემდეგ მუშტების ქნევა ბრიტანელ მძიმეწონიან დერეკ ჩისორას.

ცნობილი და ხმაურიანი სკანდალების გამო ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭომ გაურკვეველი ვადით ჩამოართვა საკრივო ლიცენზია ბრიტანელ მოკრივეს. ასე რომ, ჩისორა ვერ შეძლებს მთავარი საკრივო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ბრძოლებში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლის წინ, ჩისორამ ტრადიციულ აწონვის ცერემონიაზე სილა გააწნა უკრაინელ ჩემპიონს. უშუალოდ ბრძოლის დაწყებამდე დერეკმა რინგზე პირში დაგუბებული წყალი სახეში შეასხა ვლადიმერ კლიჩკოს, ხოლო ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხელჩართული ბრძოლა გაუმართა თანამემამულე დევიდ ჰეის.

ამერიკელი მოკრივე ელოი პერესი კოკაინის მიღებაში გამოიჭირეს. მან ვერ გაიარა დოპინგტესტი საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, რომელშიც 25 თებერვალს თანამემამულე ედრიენ ბროუნერს ეჩხუბა. პერესმა ეს შეხვედრა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

დოპინგტესტი მისურის შტატის ათლეტური კომისიის სპეციალისტებმა ჩაატარეს. შედეგები 13 მარტს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც პრომოუტერულმა ჯგუფმა The Garcia Boxing Management Team-მა გაწყვიტა კონტრაქტი ამერიკელ მოკრივესთან.

25 წლის პერესი 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიულ რინგზე მან 27 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 23 (7 - ნოკაუტით), ერთხელ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა. ერთი ჩხუბის შედეგი გაუქმებულად გამოცხადდა.

ბროუნერისა და პერესის ბრძოლაში თამაშდებოდა 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს საჩემპიონო ქამარი, რომლის მფლობელი ბროუნერი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა