ჟოზე მოურინიო: მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით. იყოს თუნდაც "ბარსელონა"!

16 მარტს ნიონში ჩემპიონთა ლიგისა (14:45-დან) და ევროპის ლიგის (16:00) მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრები გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შვიდი ქვეყნის რვა კლუბი გავიდა, რომლებიც დღეს დაწყვილდებიან. წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და მიუნხენში გასამართი ფინალის ელჩი, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი პაულ ბრაიტნერი გაუძღვებიან.

მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონა" ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს და "ლევერკუზენთან" ორმატჩიანი დუელის 10:2-ზე მოგებით ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია; აპოელ-მა ისტორია დაწერა და პირველი კვიპროსული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს; ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის მფლობელი "მილანი", ევროპული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი "რეალი", გერმანიის რეკორდმაისტერი "ბაიერნი", ინგლისური "ჩელსი", ფრანგული "მარსელი" და პორტუგალიური "ბენფიკა" - ისინი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში განთესვები არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს. გამორიცხული არც ისაა, რომ მეოთხედფინალში "რეალი" და "ბარსელონა" დაწყვილდნენ.

მეოთხედფინალის მატჩები 27/28 მარტს და 3/4 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალის შეხვედრები კი 17/18 და 24/25 აპრილს შედგება. ფინალი 19 მაისს, მიუნხენის "ალიანს არენაზეა" დაგეგმილი.

"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით მეოთხედფინალში. ამბობენ, "რეალზე" ძლიერი გუნდებიც არსებობენო, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს და მზად ვარ, ნებისმიერს შევხვდეთ.

ლონდონის "ჩელსი" ძალიან მიყვარს და თუ გადავეყრებით, ეს ჩემთვის განსაკუთრებული ამბავი იქნება. მიხარია, რომ "ჩელსი" მეოთხედფინალში გავიდა და ვისურვებდი, რომ ამ გუნდს ფინალში შევხვდეთ", - ეს "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს სიტყვებია.

რაც შეეხება ევროპის ლიგას: შეზღუდვები და განთესვები აღარც ამ ტურნირზეა და ნებისმიერი შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს. მეოთხედფინალი: 29 მარტი, 5 აპრილი; ნახევარფინალი: 19 აპრილი, 26 აპრილი; ფინალი: 9 მაისს, ბუქარესტში.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტები

მილანი (იტალია)

ბოლო 1/4 ფინალი: 2006/07 (ორი მატჩის ჯამში 4:2 ბაიერნთან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 11-ჯერ გავიდა, 3-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 3 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 15:11

საუკეთესო ბომბარდირი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (5 გოლი)

აპოელ (კვიპროსი)

ბოლო 1/4 ფინალი: არასდროს ყოფილა

მეოთხედფინალების ბალანსი: 0

ამ სეზონში: 3 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 7:7

საუკეთესო ბომბარდირი: გუსტავო მანდუკა (3)

ჩელსი (ინგლისი)

ბოლო 1/4 ფინალი: 2010/11 (1:3 მანჩესტერ იუნაიტედთან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 5-ჯერ გავიდა, 2-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 18:8

საუკეთესო ბომბარდირი: დიდიე დროგბა (4)

ბარსელონა (ესპანეთი)

ბოლო 1/4 ფინალი: 2010/11 (6:1 შახტართან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 11-ჯერ გავიდა, 2-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 7 მოგება, 1 ფრე, ბურთების შეფარდება: 30:6

საუკეთესო ბომბარდირი: ლიონელ მესი (12)

ბაიერნი (გერმანია)

ბოლო 1/4 ფინალი: 2009/10 (4:4 მანჩესტერ იუნაიტედთან, გავიდან სტუმრად გატანილი გოლის წყალობით)

მეოთხედფინალების ბალანსი: 12-ჯერ გავიდა, 10-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 18:7

საუკეთესო ბომბარდირი: მარიო გომესი (10)

მარსელი (საფრანგეთი)

ბოლო 1/4 ფინალი: 1990/91 (2:1 მილანთან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 2-ჯერ გავიდა

ამ სეზონში: 4 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, ბურთების შეფარდება: 9:6

საუკეთესო ბომბარდირი: ანდრე აიუ (4)

რეალი (ესპანეთი)

ბოლო 1/4 ფინალი: 2010/11 (5:0 ტოტენჰემთან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 22-ჯერ გავიდა, 6-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 7 მოგება, 1 ფრე, ბურთების შეფარდება: 24:4

საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანო რონალდო (6)

ბენფიკა (პორტუგალია)

ბოლო 1/4 ფინალი: 2005/06 (0:2 ბარსელონასთან)

მეოთხედფინალების ბალანსი: 8-ჯერ გავიდა, 7-ჯერ გავარდა

ამ სეზონში: 4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბურთების შეფარდება: 12:7

საუკეთესო ბომბარდირი: ოსკარ კარდოსო (4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის