"ზესტაფონი"-ტორპედო" გადაიდო და ყველაზე დიდ ინტერესს "დილასა" და "მეტალურგის" მატჩი იწვევს
როგორც ვივარაუდეთ, მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გადაიდო და ამის გამო ყველაზე დიდ ინტერესს "დილასა" და "მეტალურგის" დაპირისპირება იწვევს.

თუმცა საინტერესო ამბებს სხვა შეხვედრებშიც უნდა ველოდოთ, როგორც პლეი ოფში, ასევე პლეი აუტში. ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

იმერული დერბი მარტის ბოლოს

"ზესტაფონი" "ტორპედოს", სავარაუდოდ, 29 მარტს უმასპინძლებს. "იმერული დერბის" გადადების მიზეზს შეგახსენებთ - ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დიდი თოვლი დევს. არც მასპინძლის შეცვლა გამოდიოდა, რადგან "ტორპედოს" სტადიონზეც დაახლოებით ამგვარი მდგომარეობაა, ასეთი მასშტაბური მატჩის სხვა რეგიონში ჩატარება კი, უბრალოდ, აბსურდი იქნებოდა.

ასე რომ, შეხვედრის გადადება შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა.

ისღა დაგვრჩენია, რომ 16 მარტს არსებულ კლიმატურ-ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას შევეგუოთ და ამასთანავე, იმ კლუბების მდგომარეობაშიც შევიდეთ, რომელთაც დიდთოვლობამ საწვრთნელი პროცესიც შეუფერხა და მატჩების გადადებით კალაპოტიდანაც ამოაგდო. ეს პრობლემა კი, ფაქტობრივად, ყველა უმაღლესლიგელს შეეხო.

"ზესტაფონი"-"ტორპედოზე" უფრო ვრცლად მაშინ ვისაუბროთ, ამ მატჩის დღე რომ მოახლოვდება, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეზობლებს ერთმანეთისთვის დასამტკიცებელი კვლავ ბევრი აქვთ. გასახსენებელიც მრავლადაა - თუნდაც მიმდინარე ჩემპიონატში ერთმანეთის მოედანზე მოგებული მატჩები და "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულებული დრამატული სათასო მეოთხედფინალი რად ღირს.

ტურის მატჩი შეუფერებელ ადგილზე

ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა იმისთვის არსებობს, რომ იქ მხოლოდ ამ გუნდმა იცხოვროს და ივარჯიშოს, თუმცა "ბასა" ამ სეზონში უკვე არაერთხელ იქცა უმაღლესი ლიგის შეხვედრების მასპინძლად.

ახლა კი იქ სულაც განსაკუთრებული სტატუსის მქონე მატჩი ჩატარდება, რამაც ერთხელ მაინც უნდა დააფიქროს ის ხალხი, ვისაც უმაღლეს ლიგაში კლუბების გაზრდის სურვილი აქვს და დიდი ალბათობით, ამ სურვილს სისრულეში მოიყვანს.

ჩემპიონატის მატჩის "ბასაზე" დანიშვნის მიზეზი ამჯერად საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაა, რომელიც 17 მარტს "მიხეილ მესხზე" უნდა გაიმართოს. ვაკის სარბიელს "დილასთვის" ამჯერად არ ეცლება. ასეთი დონის სარაგბო შეხვედრა "მიხეილ მესხზეც" უნდა გაიმართოს და თუ საჭიროა, ეროვნულ სტადიონზეც (რაც მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა), მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რომ წმინდა საფეხბურო მიზეზები უმაღლესი ლიგის კლუბებს კიდევ არაერთხელ აიძულებს უმაღლესი ლიგისთვის შეუფერებელ ადგილებზე თამაშს?

რაც შეეხება "დილასა" და "მეტალურგის" ამოცანებს, რუსთაველებს ჯერ ჩემპიონის შანსიც არ დაუკარგავთ და მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ; გორელები კი, ვფიქრობთ, მხოლოდ თასის მოგებაზე არ ფიქრობენ - უმაღლეს ლიგაში წარმატებული სერია თუ განაგრძეს, სულ მალე მედლებისთვის ბრძოლის რეალური ამბიციაც გაუჩნდებათ.

დინამოს სარევანშო განწყობა

მარტვილის სტადიონზე იმხელა თოვლი დევს, რომ იქ თამაში უახლოეს პერიოდში გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, "დინამოსა" და "მერანის" ურთიერთშეთანხმებით, სამეგრელოში დანიშნული შეხვედრა თბილისში გაიმართება. "დინამოს" მეორე ეტაპის პირველ ტურში "დილასთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ თოვლმა ეს მატჩიც გადადო და შესაბამისად, გიორგი დევდარიანის გუნდი 16 მარტს მეორე ეტაპზე პირველად ითამაშებს.

პირველი ეტაპის დასკვნითი ოთხი ტური "დინამომ" უდანაკარგოდ განვლო და ვნახოთ, როგორ შეხვდებიან დედაქალაქელები გადამწყვეტ რაუნდს.

"მერანმა" კი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრით მთავარი ამოცანა გადაწყვიტა და როგორც მარტვილელთა ბოლო შეხვედრები გვაფიქრებინებს, მათ ამ სეზონში ამაზე მეტი ამბიცია ვერ ექნებათ.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი ამ გუნდებს შორის გაიმართა. შეგახსენებთ, მარტვილში "დინამო" დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ "მერანმა" თბილისელებს ორი გოლი გაუტანა და მალხაზ ჟვანიამ და მისმა ფეხბურთელებმა საკუთარ ქომაგებს დიდი ზეიმი მოუწყვეს. დინამოელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ალექს გარსიასთვის კი საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა...

"კოლხეთისა" და "ბაიას" დაპირისპირებაზე სხვა დროს უფრო მეტს ვისაუბრებდით, მაგრამ ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა დღეს, ფაქტობრივად, ვეღარაფერს წყვეტს.

ქვედალიგელთა შანსი

"გურია" ერთადერთი პირველლიგელია, რომელიც პლეი აუტის სასტარტო ტურში არ დამარცხებულა და თუ დღეს შინ "გაგრას" სძლია, სატურნირო ცხრილში პოზიციებს საგრძნობლად გაიმყარებს.

ბუნებრივია, ანალოგიური სურვილი აქვს "გაგრასაც" და პლეი აუტში მოთამაშე ნებისმიერ გუნდსაც.

ქვედა რვიანის ცენტრალურ მატჩად კი "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკი" უნდა მივიჩნიოთ. ეს გუნდები მცხეთაში სულ ახლახანს, 22 თებერვალს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და უგოლოდ გაიყარნენ. ის შეხვედრა რომელიმე მათგანს რომ მოეგო, დიდი ალბათობით, პლეი ოფის საგზურსაც შეწვდებოდა...

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. II ტური

პლეი ოფი

16 მარტი. 15:00. ფოთი. ფაზისი.

კოლხეთი-ბაია

16 მარტი. 15:00. თბილისი. ნაკრების ბაზა ბასა.

დილა-მეტალურგი

16 მარტი. 18:00. თბილისი. დინამო არენა.

დინამო-მერანი

ზესტაფონი-ტორპედო (გადაიდო)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 15 10 3 2 28-12 33

2.მეტალურგი 15 8 2 5 22-19 26

3.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

4.დინამო 14 7 2 5 27-20 23

5.ბაია 15 4 4 7 11-19 16

6.დილა 14 4 3 7 16-17 15

7.მერანი 14 4 1 9 12-22 13

8.კოლხეთი 15 2 6 7 8-20 12

პლეი აუტი

16 მარტი. 15:00. ოზურგეთი. ცენტრალური.

მერცხალი-ჩიხურა

16 მარტი. 15:00. ბათუმი. ადელი.

ბათუმი-სიონი

16 მარტი. 15:00. ლანჩხუთი. ევ.შევარდნაძე.

გურია-გაგრა

16 მარტი. 15:00. მცხეთა. მცხეთა-პარკი.

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.სიონი 1 1 0 0 3-1 3

2.გაგრა 1 1 0 0 2-0 3

3.ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 2-0 3

4.სპარტაკი 1 0 1 0 2-2 1

5.გურია 1 0 1 0 2-2 1

6.ჩიხურა 1 0 0 1 1-3 0

7.ბათუმი 1 0 0 1 0-2 0

8.მერცხალი 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა