"ზესტაფონი" სფფ-ს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ერთობლივად მუშაობას თხოვს
მიმდინარე სეზონის მსვლელობისას დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ ამისგან ძალიან დავიღალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თემას ჯერ ვერ შევეშვებით, რადგან თეთრი ნალექი საქართველოში კვლავაც მოდის და ეროვნული ტურის გასული ტურის მატჩებიც გადადო.

არც ის არის გამორიცხული, მეტეოროლოგიური პირობების გამო კალენდარი უახლოეს პერიოდშიც დაირღვეს, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, უდიდესი პრობლემა, სახელად თოვლი, აუცილებლად უნდა იქცეს განსჯის თემად.

საპოვნელია გამოსავალიც. როგორმე მომავალ ზამთარს უფრო მომზადებულები უნდა შევხვდეთ და კლიმატური პრობლემების გამო ამდენი შეხვედრა აღარ უნდა გადაიდოს.

"ლელო" ამ თემას ახლო მომავალში კიდევ მიუბრუნდება და პრობლემის მოგვარების გზებზე კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს, დღეს კი "ზესტაფონის" პოზიციას წარმოგიდგენთ, რომელიც კლუბის პრესსამსახურის უფროსმა, სერგო ფუტკარაძემ ჩამოაყალიბა:

"ფაქტია, რომ გასულმა ზამთარმა ქართულ ფეხბურთს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. კლუბებმა მოსამზადებელი ეტაპის სრულყოფილად გასავლელად დიდი თანხა დახარჯეს, ამდენმა გადადებულმა მატჩმა კი უმაღლესლიგელები კალაპოტიდან ამოაგდო და ამხელა ხარჯი და შრომა ნაწილობრივ წყალში ჩაიყარა.

ეს მხოლოდ "ზესტაფონის" სატკივარი არ არის, დიდთოვლობამ ზემოთ ნახსენები პრობლემები ყველა ქართულ კლუბს შეუქმნა.

აშკარაა, რომ ქართული საფეხბურთო ოჯახი მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვოთ, გაგვიწიოს რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება მომავალში მაინც ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა.

ვიცით, რომ არსებობს სპეციალური საშუალებები - თუნდაც მოედნის გადასაფარებელი, რისი საშუალებითაც დიდთოვლობას ეფექტურად ებრძვიან ჩრდილოეთის ქვეყნები, სფფ-ს კი ვთხოვთ, საკუთარი კონტაქტების საშუალებით თოვლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ჩვენ ამ საშუალებებს დიდი სიამოვნებით შევიძენთ და იმაზეც თანახმა ვართ, რომ ამ მოთხოვნამ ნორმატიული აქტის სახე მიიღოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ინიციატივას სხვა კლუბებიც გაიზიარებენ.

აქვე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
ბოლო ბოლო გუშინდელი თამაში ზესტაფონის და ტორბედოსი ჩატარდა თუ გადაიდო?გუშუნ საფეხბურთო გადაცემაში დილა ობოლაძემ აჩვენა გოლები სამით ნული მოიგო ზესტაფონმაო და მომენტებიც აჩვენეს,სხვა მოედანზე იყო სიმარტლე თუ იცით ვინმემ დაწერეთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა