გრაცის "შტურმის" ქართველ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შანსი ეძლევა
გიორგი ფოფხაძე ავსტრიულ კლუბში, გრაცის "შტურმში" შარშან ზაფხულს "ზესტაფონიდან" გადავიდა. მაშინ ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნებდნენ.

ამ ტრანსფერიდან ოთხ თვეში "ჯვაროსნების" კაპიტანმა კახა კალაძემ ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა და გიორგის, რომელიც ასევე მარცხენა მცველია, იმედი გაუძლიერდა. ის ამ დროისთვის ხომ ავსტრიელთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. თუმცა, თემურ ქეცბაიამ 29 თებერვალს ალბანეთთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში არ მიიწვია.

ამაზე ფოფხაძე ნაწყენი დარჩა, რაც "ლელოსთან" მცირე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა:

"უყურადღებობა მწყინს, მაგრამ უფრო მოტივირებული ვხდები. რომ არ მწყინდეს, ეს უფრო ცუდი იქნებოდა. "შტურმი" სწორედ იმიტომ ავარჩიე, ვიფიქრე, აქ თავის გამოჩენის მეტი შანსი მექნებოდა და საქართველოს ნაკრებში გამომიძახებდნენ, თუმცა იმედი ჯერაც არ გადამიწურავს" (იხილეთ სრულად).

როგორც ჩანს, გიორგის მოთმინება დაუფასდა: შევიტყვეთ, რომ ქეცბაია ფოფხაძით დაინტერესდა, 15 მარტს პირადად დაუკავშირდა, "შტურმის" თამაშების გრაფიკი შეიტყო და გადაწყვიტა, რომ მომავალ შაბათს, 24 მარტს ვენაში "აუსტრიასთან" მატჩში დააკვირდება.

25 წლის გიორგი ფოფხაძემ კარიერა 2004 წელს "თბილისში" დაიწყო. 2006 წლის დასაწყისში მისით საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდა და პირეოსელთა დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ ბერძნულ კლუბში დიდხანს აღარ გაჩერდა. 2006 წლის ზაფხულში დანიურ "ვიბორგში" ჩაირიცხდა, სადაც მალე მოიპოვა ფანების სიყვარული და მათ კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

2006-2008 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა, ეროვნულ გუნდში დებიუტი კი 2006 წელს ჰქონდა და სულ მისი ფორმა 7-ჯერ მოირგო.

აღსანიშნავია, რომ გიორგის საბერძნეთის მოქალაქეობას სთავაზობდნენ და საქართველოს ნაკრებში მისი გამოძახებით ბერძნები იმედგაცრუებულები დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე