"ოკჟეტპესის" ქართველი ყაზახური გაზეთის შეფასებამ ხუმრობის ხაისათზე მოიყვანა
გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი კოკშეტაუს "ოკჟეტპესში" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე ჩაირიცხა.

25 წლის თავდამსხმელმა ყაზახეთში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ოკჟეტპესი" ქვეყნის პრემიერლიგის პირველ ტურში შინ "აკჟაიიკთან" 0:3 დამარცხდა.

ქართველმა თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. ყაზახური ინტერნეტგაზეთ "სპორტს.კზ"-ს ცნობით, ჩაგელიშვილი აქტიური იყო, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი გააფუჭა.

ამ ცნობამ ჩაგელიშვილი ხუმრობის ხასიათზე მოიყვანა:

"არა, რა მომენტები? ხეირიანი არაფერი გაგვიკეთებია და ერთი სახიფათო შეტევაც ვერ განვახორციელეთ.

ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე თოვლი იდო და მეორე მოედანზე გვათამაშეს, სადაც უხარისხო საფარი იყო. თამაში გაგვიჭირდა და ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ.

მეორე ტაიმში თავდამსხმელი ბურთზე წაიქცა და მოგონილი პენალტი დაგვიდეს; მერე ორი კურიოზული ბურთი გავუშვით: ჯერ მცველს აებლანდა ბურთი ფეხებში, მესამე გოლზე კი ჩვენმა მეკარემ ბურთი სტუმართა თავდამსხმელს მიაწოდა და 0:3 წავაგეთ.

მოკლედ, გარედან რომ გეყურებინათ, "კომედი შოუ" გეგონებოდათ. რამდენი წელია ვთამაშობ, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახე. ეტყობა, ამის დაწერა შერცხვათ და ჩემი მომენტები მოიგონეს.

რაც ვნახე, კარგი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ მეკარე და დაცვა "საოცრებებს" ჩადიან. მეორე თამაში ალმატიში გვაქვს და მატარებლით 27 საათიანი მგზავრობა გვიწევდა, მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და მწვრთნელმა კოკშეტაუში დამტოვა.

საერთოდ კი, გუნდს შევეგუე, ნორმალური ბიჭები არიან და გუნდშიც ნორმალური სიტუაციაა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
სასაცილოა, ბევრი ვიცინე. წარმატებებს გისურვებთ ბატონო დავით.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა