16 მარტს რაპიდში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-7 ტური გაზიანთეფში ჩვენებურებისთვის უიღბლოდ დაიწყო
16 მარტს რაპიდში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-7 ტური გაზიანთეფში ჩვენებურებისთვის უიღბლოდ დაიწყო: ნანა ძაგნიძე გუშინწინდელი 6 ტურის შემდეგ 5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებდა, ბელა ხოტენაშვილი კი 4,5 ქულით გათამაშების ცხრილის მე-4 საფეხურზე იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, დღის სასტარტო შეხვედრები საქართველოს ნაკრების წევრებმა რუსებთან დათმეს: ძაგნიძემ შავი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან წააგო, ხოტენაშვილს კი ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ აჯობა.

საერთოდაც, ბელამ გუშინდელ 5 ტურში მხოლოდ ქულის აღება შეძლო და საბოლოოდ 5,5 ქულით 23-ე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ძაგნიძეს, იგი მომდევნო ორ ტურში ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს - ანასტასია ბოდნარუკსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას დაუზავდა, მე-10 ტურში წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ანა მუზიჩუკი (სლოვენია) დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში ტატიანა კოსინცევასთან მარცხი იწვნია და 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, აი, ტატიანამ კი 11 შესაძლებლიდან 9 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.

ალექსანდრა კოსტენიუკმა და ელიზაბეტ პეტცმა (გერმანია) 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს და, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო გაინაწილეს.

რაპიდში, ძაგნიძის გარდა, რვა ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა. 7. ნინო ბაციაშვილი (7), 14. ნინო ხურციძე (6,5), 16. სოფიო გვეტაძე (6), 20. ნაზი პაიკიძე (6), 22. სოფიო გურამიშვილი (5,5), 23. ბელა ხოტენაშვილი (5,5), 26. მერი არაბიძე (5), 33. ლელა ჯავახიშვილი (5).

სწრაფ ჭადრაკში შეჯიბრების დამთავრების შემდეგ საპრიზო ფონდი (10.000 ევრო) ასე გადანაწილდა: ტ. კოსინცევა-2000, კოსტენიუკ-პეტცი 1250-1250, ძაგნიძე, კატერინა ლაგნო, ა. მუზიჩუკი, ბაციაშვილი, ანტოანეტა სტეფანოვა, გუნინა 650-650, პაიკიძე-125, ხურციძე-75 ევრო.

17 მარტს მოჭადრაკეები კვლავ მიუსხდებიან 64-უჯრიან დაფებს და ბლიცებში (საპრიზო ფონდი 10.000 ევრო) ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს გამოავლენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე