მამაკაცთა მეოთხედფინალური ეტაპის პირველმა მატჩმა ლოგიკური შედეგები დააფიქსირა. ვერც გაელ მონფილსმა და ვერც რობინ სიოდერლინგმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს.

მამაკაცთა მეოთხედფინალური ეტაპის პირველმა მატჩმა ლოგიკური შედეგები დააფიქსირა. ვერც გაელ მონფილსმა და ვერც რობინ სიოდერლინგმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს.

არადა, მონფილსმა შესანიშნავად დაიწყო ჯოკოვიჩთან მატჩი. ფრანგი სერბს ზუსტი და აქტიური თამაშით ჯობდა და ბრეიკით დაწინაურებაც მოახერხა. თუმცა შემდეგ გაელის თამაშში რაღაც მოიშალა. ამაში შეიძლება ძლიერი ქარიც (გუშინდელი მატჩების დროს, ქარის სიჩქარე საათში 60 კილომეტრს აღწევდა) იყო დამნაშავე, რადგან ბევრი დარტყმა, რომელიც ფრანგმა ჩაიფიქრა, სწორედ ამის გამო ვერ აღწევდა მიზანს. ამან მონფილსი ძალიან აანერვიულა, თუმცა მან მაინც მოახერხა ტაი-ბრეიკამდე მისვლა, მაგრამ იქ მხოლოდ ორი ქულა აიღო. ამის შემდეგ მხოლოდ ჯოკოვიჩი თამაშობდა, გაელი კი მომენტებში თუ გაიბრწყინებდა. მეორე და მესამე სეტებში ნოვაკმა ექვსჯერ აიღო მონფილსის მოწოდება, თავად ერთი ბრეიკი დაუთმო მეტოქეს და ორსაათნახევარში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. ეს არის ჯოკოვიჩის ზედიზედ მეოთხე ნახევარფინალი აშშ-ის ღია პირველობაზე.

წინა სამ შემთხვევაში სერბი "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე როჯერ ფედერერთან მარცხდებოდა - ერთხელ ფინალში და ორჯერ ნახევარფინალში. ნოვაკმა ვერც ამჯერად აიცილა თავიდან შვეიცარიელთან შეხვედრა. როჯერმა სიოდერლინგთან მატჩი დაგვანახა, რომ კვლავაც ბრწყინვალე ფორმაშია და ისევ შეუძლია თავისი საფირმო თამაშის ჩვენება.

ფედერერმა სულ რაღაც ორი საათი მოანდომა შვედთან როლან გაროსზე წაგებული მატჩისთვის რევანშის აღებას. პირველი ორი სეტი ერთნაირი სცენარით წარიმართა. თავიდან ბრძოლა მიდიოდა: შვედმა პირველ სეტში ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მეორეში საპასუხო ბრეიკი გააკეთა, მაგრამ პარტიების ბოლოს როჯერი თამაშს უმატებდა, მეტოქის მოწოდებას იღებდა და სეტი გამარჯვებამდე მიჰყავდა. მესამე პარტიაში კი სიოდერლინგს მოგების რეალური შანსი გაუჩნდა - 4:3-ზე ბრეიკი გააკეთა და 5:3 დაწინაურდა. მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო სეტზე ვერ ჩააწოდა, რის შემდეგაც ფედერერმა იოლად აიღო სამი გეიმი და თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა. როჯერი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ნახევარფინალში და ერთი ნაბიჯი აკლია ამერიკის ღიას ზედიზედ მეშვიდე ფინალამდე.

ფედერერი და ჯოკოვიჩი 15-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და შვეიცარიელს ორჯერ მეტი მატჩი აქვს მოგებული - 10:5. მათი ბოლო მატჩი გასულ თვეს, ტორონტოს მასტერსზე ჩატარდა და როჯერმა სამ სეტში გაიმარჯვა - 6:1, 3:6, 7:5.

განსაკუთრებული ბრძოლა არც ქალების დარჩენილ ორ მეოთხედფინალში ყოფილა. რუსმა ვერა ზვონარევამა და დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ორ-ორი სეტი იკმარეს ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად.

ზვონარევასა და ესტონელი კაია კანეპის მატჩი უამრავი უნებილიე შეცდომით აღინიშნა. მარტო ბალტიისპირელმა მოახერხა 60 შეცდომის დაშვება. კანეპის არც მეტოქე ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ პირველ ორ გეიმში მეტოქეებს 12 უნებლიე შეცდომა და მხოლოდ ერთი აქტიურად მოგებული ქულა ჰქონდათ. ამ შემთხვევაშიც მსგავსი უკლასო თამაში ძლიერ ქარს დაბრალდა.

ზვონარევა კარიერაში მესამედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. 2009 წელს ავსტრალიის ღიაზე თანამემამულე დინარა საფინასთან წააგო, წელს უიმბლდონზე კი ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას სძლია, მაგრამ ფინალში სერენა უილიამსთან წააგო.

ამჯერად რუსს პირველ ნომრად განთესილი კაროლინ ვოზნიაცკის წინააღმეგობის დაძლევა მოუწევს. დანიელისთვის დომინიკა ციბულკოვასთან მატჩში ქარი პრობლემა არ ყოფილა. კაროლინმა მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რითაც დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა სეზონის მეორე ნახევარს. სკანდინავიელმა ზედიზედ მე-13 გამარჯვებას მიაღწია - შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღიამდე ვოზნიაცკიმ ორი კვირის განმავლობაში ორი ტურნირი მოიგო (მონრეალსა და ნიუ ჰევენში).

პირველი სეტი კაროლინმა ძალიან იოლად მოიგო - 1:1-ის (მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს) შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და პარტია 6:2 დასრულდა. მეორე სეტი უფრო დაძაბული გამოვიდა. გოგონებმა ისევ გაცვალეს ბრეიკები, ამასობაში, ციბულკოვა ქარს შეეჩვია და უფრო აქტიურად ათამაშდა, თუმცა ვოზნიაცკი თავს კარგად იცავდა. ისე ჩანდა, რომ სეტი ტაი-ბრეიკზე დასრულდებოდა, მაგრამ 5:5-ზე კაროლინმა ბრეიკის აღება შეძლო და თითქმის ისეთივე ანგარიშით გაიმარჯვა, რომლითაც მისმა მომავალმა მეტოქემ ვერა ზვონარევამ.

კაცები

1/4 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 6:4, 6:4, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-გაელ მონფილსი (საფ, 17) 7:6(2), 6:1, 6:2.

ქალები

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:2, 7:5; ვერა ზვონარევა (რუს, 7)-კაია კანეპი (ესტ, 31) 6:3, 7:5.

1/2 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ზვონარევა (7); ვ. უილიამსი (3)-კლაისტერსი (2).

სეზონი შემცირდება?

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტი ადამ ჰელფანტი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია უახლოეს ხანში მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. კერძოდ, სეზონებს შორის არდადეგები ხუთიდან შვიდ ან რვა კვირამდე გაიზრდება. ცვლილების მიღების შემთხვევაში, ახალი წესი 2012 წლიდან ამოქმედდება.

ჰელფანტმა ეს განცხადება ნიუ იორკში გააკეთა, სადაც ამერიკის ღია პირველობა მიმდინარეობს. "სერიოზული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ 2012 და 2013 წლების სეზონების შორის ჩოგბურთელებს უფრო მეტი დასვენების საშუალება მივცეთ. მოთამაშეები უფრო კარგად მოემზადებიან ახალი სეზონისთვის და ტრავმებს აიცილებენ თავიდან. ჩვენ უკვე დიდი ხანია განვიხილავთ ამ პრობლემას და ჯერჯერობით პროგრესს ვერ მივაღწიეთ. თუმცა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საკითხის წლის ბოლოსთვის მოგვარება", - ამბობს APT Tour-ის ხელმძღვანელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბერში, წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს მიიღებენ.

გარდა ამისა, ჰელფანტმა განაცხადა, რომ ამერიკულ ჩოგბურთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებულ ტურნირებზე მაყურებელთა რიცხვისა და ტელეტრნასლიაციების რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა. სწორედ ამის გამო, ოთხშაბათს ხელი მოეწერა ATP-სა და კომპანია FEDEX-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ლელო

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?