ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ავსტრალიის გრანპრი: "მაკლარენი" იწყებს!

ავსტრალიის გრანპრი: "მაკლარენი" იწყებს!

ეტაპის ტრიუმფატორმა ჯენსონ ბატონმა გამოაცხადა, რომ ეს მის კარიერაში სეზონის საუკეთესო დასაწყისი იყო
2012 წლის სეზონის პირველ რბოლას, შარშანდელთან შედარებით, უჩვეულო სასტარტო ბილიკი ჰქონდა - "რედ ბული" ვეღარ დომინირებდა საკვალიფიკაციოში და მისი ადგილი პირველ ხაზზე "მაკლარენმა" დაიკავა.

მოუმატეს "მერსედესის" წევრებმა, ხოლო "ფერარიმ" კრახი განიცადა და მისი პილოტები ათეულშიც ვერ მოხვდნენ.

შესაბამისად, ავსტრალიის ეტაპს სახალისო დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, საბოლოოდ, ლიდერთა შორის სტარტმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა: პოულის მფლობელმა ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") ლიდერობა დაუთმო ჯენსონ ბატონს ("მაკლარენი"), ნიკო როსბერგი ("მერსედესი") კი მეშვიდედან ერთბაშად მეოთხე ადგილზე გადავიდა და თავისი თანაგუნდელის, მიხაელ შუმახერის უკან დადგა.

გარდა ამისა, სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") გაუსწრო რომან გროსჟანს ("ლოტუსი"), იმ დროს, როცა მარკ უებერს "(რედ ბული") სტარტი ტრადიციულად არ გამოუვიდა: ის პირველი ათეულის ბოლოში მოექცა.

პელოტონის ბოლოს ტრასა ვერ გაინაწილეს დანიელ რიკარდომ ("ტორო როსომ"), ბრუნო სენამ ("უილიამსი") და ნიკო ჰიულკენბერგმა ("ფორს ინდია"). ლამაზი "გაფრენის" მიუხედავად, ბრუნომ შეძლო რბოლის გაგრძელება, პიტსტოპით შემოიფარგლა რიკარდო, ხოლო ჰიულკენებრგი პირველი პილოტი გახდა, ვინც 2012 წელს ბრძოლას გამოეთიშა. ამან "ფერარის" პილოტების - ფერნანდო ალონსოსა და ფელიპე მასას წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებიც საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა კიმი რაიკონენი ("ლოტუსი").

ბატონმა მაშინვე შექმნა კომფორტული ჰანდიკაპი ლუის ჰემილტონთან, ფეტელმა ოპერატიულად გაუსწრო როსბერგს. მსოფლიოს ჩემპიონმა მიხაელ შუმახერიც ჩამოიცილა, ოღონდ მოგვიანებით და ბრძოლის გარეშე: პირველ მოსახვევში "მერსედესი" ტრასიდან გადავარდა, რის შემდეგაც მიხაელის ბოლიდმა სიჩქარე დაკარგა. როგორც გაირკვა, გერმანელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან.

მსოფლიოს ჩემპიონის გავარდნამდე გამოეთიშა ბრძოლას კვალიფიკაციის კიდევ ერთი გმირი - გროსჟანი. "ლოტუსის" პილოტი ბოლო მომენტამდე იგერიებდა პასტორ მალდონადოს ("უილიამსი") შეტევებს. საბოლოოდ, ვენესუელელმა ფრანგის მანქანას წინა დაკიდება დაუზიანა, თავად კი უპრობლემოდ გააგრძელა ბრძოლა. "უილიამსის" პილოტი ძალიან კარგ რბოლას ატარებდა და მუდმივად ათეულში იყო, ფინიშთან ახლოს კი მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა. ამასთან, პასტორი ალონსოზე ახორციელებდა ზეწოლას.

და რა სამწუხაროა, რომ მალდონადოსთვის ყველაფერი სავალალოდ დასრულდა. ბოლო წრეზე ვენესუელელი ერთ-ერთ მოსახვევში შეცდა, ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. დამსახურებული რვა ქულის ნაცვლად, "უილიამსის" პილოტმა ნული ქულით დაასრულა რბოლა. ალონსომ კი, სავარაუდოდ, მაქსიმუმს მიაღწია: ფინიშზე მასზე წინ მხოლოდ "მაკლარენისა" და "რედ ბულის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. ასე რომ, "ფერარისთვის" ყველაფერი ნორმალურად დასრულდა, ვიდრე შაბათს შეგვეძლო გვევარაუდა.

თუმცა ეს მხოლოდ ფერნანდოს ეხება: ფელიპე მასას საბურავებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბრაზილიელი პიტსტოპების შემდეგ კარგ ტემპს ანვითარებდა, მაგრამ საბურავი ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან, რის შემდეგაც ფელიპე ერთი-მეორეს მიყოლებით წინ უშვებდა კონკურენტებს. ასეთ სიტუაციაში მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში ბრუნო სენასთან შეჯახებას სერიოზული მნიშვნელობა არ ჰქონია.

ამასობაში მწყობრიდან გამოვიდა ვიტალი პეტროვის "კატერჰემი" და რუსს პირდაპირ სასტარტო სწორ მონაკვეთზე მოუწია მანქანის გაჩერება. რბოლის დირექციამ უსაფრთხოების მანქანა გაუშვა ტრასაზე, რამაც წინა რიგებში ბრძოლის გააქტიურება გამოიწვია: ამ მომენტისთვის ბატონი ჰემილტონს თითქმის 10 წამს უგებდა, ფეტელი კი ლუისს ვერ ეწეოდა. ასე რომ, ინტრიგა არ არსებობდა. უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა პიტსტოპების მეორე ტალღას დაემთხვა და ფეტელს გაუმართლა: ის ჯერ არ იყო შესული ბოქსებში და პეისკარის წყალობით ჰემილტონის წინ აღმოჩნდა. ამასთან, ლიდერთა სამეულს დაეწია უებერი და დაიბრუნა ყველაფერი, რაც პირველი წრის დროს დაკარგა.

მიუხედავად ამისა, რესტარტის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში არც ერთი გასწრება არ ყოფილა. ბატონმა დამაჯერებლად შეინარჩუნა პირველი ადგილი, ფეტელი კი მეორე პოზიციითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც კვალიფიკაციაში მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. უებერსაც უნდა უხაროდეს: როგორც იქნა, მან ავსტრალიაში მეხუთე პოზიციაზე მაღალი ადგილი დაიკავა, რაც "მინარდიში" ყოფნის შემდეგ არ ყოფილა.

ალონსოზე უკვე გითხარით, ესპანელის უკან კი დიდი ბრძოლა გაიმართა. დიდი ხანი კონკურენტთა ჯგუფს აკავებდა სერხიო პერესი ("ფორს ინდია"), რომელიც ერთი პიტსტოპით შემოიფარგლა, მაგრამ ბოლო წრეზე სერხიომ მაინც გაატარა კამუი კობაიასი ("ზაუბერი") და რაიკონენი, რომლებიც მთელი რბოლა ებრძოდნენ ერთმანეთს.

სანამ ეს მოხდებოდა, მექსიკელმა როსბერგთან ბრძოლაც მოასწრო, რომელმაც ეტაპის მსვლელობისას რამდენიმე ადგილი დაკარგა. "ზაუბერსა" და "მერსედესს" შორის ინციდენტის დეტალები უცნობი დარჩა, მაგრამ საბოლოოდ ნიკომ მკვეთრად დაკარგა სისწრაფე და ფინიშამდე მხოლოდ მე-12 მივიდა.

"ზაუბერი" მაინც უნდა შევაქოთ. გმირია პერესი, რომელმაც უკანა პოზიციებიდან აიღო სტარტი და ერთი პირობა მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ბოლოს კი ოთხი ქულა მოიპოვა. ასევე შთამბეჭდავი იყო კამუი კობიიაშის გარღვევა მე-13 პოზიციიდან მეექვსეზე.

საერთო ჯამში, სეზონის პირველმა რბოლამ გაამართლა იმედები. დიახ, "მაკლარენებს" აქვთ უპირატესობა, მაგრამ "რედ ბული" ახლოსაა, რაც საინტერესო ბრძოლას გვპირდება. აშკარა პოტენციალი გააჩნიათ "ლოტუსსა" და "მერსედესს" და "ფერარის" ჩამოწერაც ჯერ ნაადრევია. თანაც, სეზონისთვის მზად არიან საშუალო გუნდები, რომლებიც კიდევ არაერთხელ გააწამებენ ლიდერებს. ამიტომაც მოუთმენლად ველოდებით მეორე ეტაპს მალაიზიაში, რომელიც უკვე შემდეგ უქმეებზე გაიმართება.

რბოლის შემდეგ ეტაპის ტრიუმფატორმა ჯენსონ ბატონმა გამოაცხადა, რომ ეს იყო მის კარიერაში სეზონის საუკეთესო დასაწყისი...

"სეზონის დასაწყისში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ მე მცირედით წავაგე ლუისთან პოულისთვის ბრძოლა - გუნდისთვის სეზონი პოზიტიურად დაიწყო და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ უახლოეს ეტაპებზე. ამისთვის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი.

აღელვებული ვარ იმით, რომ მალაიზიაში ჩემპიონატის ლიდერის რანგში ჩავალ. დღეს ამ გამარჯვებას ოჯახსა და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ, ხვალიდან კი მთლიანად მომავალ რბოლაზე ვიქნები კონცენტრირებული.

ყველაზე მეტად ავღელდი მაშინ, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რადგან 10 წამით ვლიდერობდი და თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობდი. იმ მომენტისთვის უკვე საღამოს ექვსი საათი იყო და სულ უფრო რთული გახლდათ საბურავების საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება, მაგრამ მე ეს შევძელი, ბევრი საწვავი დავზოგე და წარმატებული რესტარტი გამომივიდა. ამის შემდეგ ისევ დავაწესე კონტროლი რბოლაზე - ფანტასტიკური დღე იყო!

სიტუაცია სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ეს 2010 ან 2009 წლებში იყო, როცა პოულიდან ვიღებდი სტარტს, მაგრამ პრობლემა მქონდა ბოლო მონაკვეთში საბურავებთან დაკავშირებით. დღეს მანქანა ძალიან კარგად გამოიყურებოდა, შესანიშნავი ბალანსი ჰქონდა სიჩქარის მხრივ საწყის და ბოლო მონაკვეთებში. შესაძლოა, ეს არის ჩემთვის სეზონის საუკეთესო დასაწყისი კარიერაში", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ბატონმა.

ავსტრალიის გრან-პრი. I ეტაპი

მელბურნი (58 წრე, 305.909 კმ)

1(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:34:09,565

2(6). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +2,139

3(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +4,075

4(5). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +4,547

5(12). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +21,565

6(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) + 36,766

7(18). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +38,014

8(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +39,458

9(10). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +39,556

10(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +39,737

11(11). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) + 39,848

12(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +57,642

13(8). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე

14(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე

15(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე

16(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 6 წრე

17(16). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 11 წრე

18(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 17 წრე

19(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 22 წრე

20(4). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 46 წრე

21(3). რომან გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 56 წრე

22(9). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 58 წრე

საერთო ჩათვლა

1. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 25 (1 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 18; 3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 15; 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 12; 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 10; 6. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 8; 7. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 6; 8. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 4; 9. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენი - 40; 2. რედ ბული - 30; 3. ზაუბერი - 12; 4. ფერარი - 10; 5. ლოტუსი - 6; 6. ტორო როსო - 2; 7. ფორს ინდია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა