"ელ ნინიომ" ჯერ 24-საათიანი სათამაშო მშრალი სერია შეწყვიტა და მერე დუბლიც შეასრულა
"გუდისონ პარკზე" გასამართ თამაშამდე "ლურჯების" გულშემატკივრები საკუთარ გუნდზე ცოტათი აღრენილებიც კი იყვნენ, რაკი შუა კვირაში მათ პირწმინდად დათმეს ლივერპულური დერბი. დევიდ მოიესს ისინი შემადგენლობის ალოგიკურ როტაციაში სდებდნენ ბრალს.

შოტლანდიელმა "ტოტენჰემის" მომგები შემადგენლობა დერბისთვის სერიოზულად შეცვალა (6 ახალი ფეხბურთელი დააყენა). მწვრთნელმა ეს ასოციაციის თასის 1/4-ფინალური მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობით ახსნა. ასე რომ, მოიესს დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ "ლივერპულისთვის" შესუსტებული გუნდის საჯიჯგნად მიგდება ამად ღირდა.

თასის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ახლა გუნდებს განმეორებითი მატჩის გამართვა 28 მარტს, სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" მოუწევთ. მატჩი კლასიკურ ბრიტანულ ტემპში დაიწყო. გუნდებმა გოლები მალევე გაცვალეს.

ფილ ბერდსლიმ აუტის ხაზთან დანიშნული სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ ტიმ ჰოვარდის კარი შორეული დარტყმით აიღო. თუმცა მასპინძლებმა არ დაიბნენ და მატჩის სადავეები მალე ჩაიგდეს ხელთ. ლეიტონ ბეინსის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ნიკიცა იელავიჩმა თავით მოიგო, ტიმ კეჰილმა კი მას სიმონ მინიოლეს კარში მიუჩინა ადგილი. ამ მომენტში "ევერტონის" ავსტრალიელ ვეტერანს ცოტა გაუმართლა კიდეც.

მასპინძლებმა ამის მერეც განაგრძეს ზეწოლა ბელგიელი გოლკიპერის კარზე. შესანიშნავი შანსი ჰქონდა როისტონ დრენტეს, მაგრამ მისი საჯარიმო ზუსტად "ცხრიანს" მოხვდა. მეორე ტაიმში დუბლის შესრულება შეეძლო კეჰილს, მაგრამ მინიოლემ ითამაშა დიდებულად. მოიესმა შეტევის გაძლიერება შეიმუს კოულმენის ნაცვლად მინდორზე მაგაი გუიეს შეყვანით სცადა. მარტინ ონილმა საპასუხოდ ფრეიზერ კემპბელის ადგილას დევიდ ვონი შეუშვა და შუა ხაზი გააძლიერა. ჩრდილოირლანდიელს გაუმართლა. მისმა გუნდმა ფრე ბოლომდე შეინარჩუნა.

18 მარტს საღამოს ორმა გრანდმა მოიპოვა თასის 1/2-ფინალის საგზური. რობერტო დი მატეომ ისევ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა და ისევ მოიგო. მიუხედავად ანგარიშისა, ღირსეულად იბრძოლა "ლესტერმაც". "მელიები" მატჩის გადასარჩენად ბოლო წუთებამდე იბრძოდნენ, თუმცა ბოლოს ვეღარ მაინც გატყდნენ.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს ფერნანდო ტორესის დაბრუნება. "ელ ნინიომ" ჯერ 24-საათიანი სათამაშო მშრალი სერია შეწყვიტა და მერე დუბლიც შეასრულა.

რაც შეეხება "ლივერპულს": "ენფილდი" მშვენიერ განწყობაზე დადგა. წელს იშვიათად ხდება, რომ "წითლებმა" მიჯრით ორი საშინაო შეხვედრა მოიგონ. მართალია, შუა კვირაში პრემიერლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში მათ "ევერტონის" პრაქტიკულად დუბლებს მოუგეს, მაგრამ 3 ქულას ამით ფასი არ აკლდება.

"სტოკთან" შეხვედრაზე ძნელია იმის თქმა, რომ "მეფე კენის" ბიჭებმა კარგად ითამაშეს. მათ მიერ შექმნილი ყოველი სახიფათო მომენტი დიდი შრომის შედეგი იყო. "ლივერპულს" გარკვეულწილად გაუმართლა კიდეც მეორე გოლისას. სტიუარტ დაუნინგს დასარტყმელად უკვე გამზადებული ბურთი სტივ ჯერარდისგან შემთხვევით მიუვიდა და მანაც არ დაახანა.

დარჩენილ დროში "წითლებმა" ანგარიში საკმაოდ დამაჯერებელი თამაშის წყალობით შეინარჩუნეს.

ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი

ევერტონი-სანდერლენდი 1:1

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, ჰეიტინგა. დისტენი, კოულმენი (72. გუიე), ნევილი, დრენტე (85. სტრაკუალურსი), ტ. კეჰილი, ოსმანი, ფელაინი, იელავიჩი

სანდერლენდი: მინიოლე, ბერდსლი, ბრიჯი, ტერნერი, ო’ში, ლარსონი, გარდნერი, კოლბეკი, მაკლინი, კემპბელი (73. ვონი), ბენდტნერი

გოლები: 0:1 ბერდსლი (12), 1:1 ტ. კეჰილი (23)

ჩელსი-ლესტერი 5:2

ჩელსი: ჩეხი - ბერტრანდი, ივანოვიჩი (77. ლუისი), კეჰილი, ბოსინგვა, ობი მიკელი, მეირელეში, მატა (46. მალუდა), სტარიჯი, კალუ (66. ესიენი), ტორესი

ლესტერი: შმაიხელი, ბამბა, სენტ ლეჯერი (65. შკული), მორგანი, კონჩესკი, დანსი, დაიერი, უელენსი (85. მარშალი), ბეკფორდი, გალაჰერი (44. პელტიე), ნაჯენტი

გოლები: 1:0 კეჰილი (13), 2:0 კალუ (18), 3:0 ტორესი (68), 3:1 ბეკფორდი (78), 4:1 ტორესი (86), 4:2 მარშალი (89), 5:2 მეირელეში (90)

ლივერპული-სტოკ სიტი 2:1

ლივერპული: რეინა, შკრტელი, ხოსე ენრიკე, კელი (89. კოატესი), კარაგერი, ჯერარდი, დაუნინგი, მაქსი როდრიგესი (61. კუიტი), სპირინგი, კეროლი, სუარესი (89. ჰენდერსონი)

სტოკ სიტი: სორენსენი, უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, შოტონი (61. პენანტი), უაიტჰედი (74. დელაპი), ეზერინგტონი (72. ჯერომი), უილსონი, უილანი, კრაუჩი, უოლტერსი

გოლები: 1:0 სუარესი (23), 1:1 კრაუჩი (26), 2:1 დაუნინგი (57)

ტოტენჰემი-ბოლტონი გადაიდო

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის