გაგამარუმ კომუსუბის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა, ტოჩიოძანი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა
17 მარტს თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კომუსუბის რანგში პირველი გამარჯვება მიითვალა. მან კომუსუბივე, ტოჩიოძანი დაამარცხა ჰატაკიკომის ილეთით.

ეს იყო და ეს - მეტი სასიხარულო ამ უქმეებზე იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩვენთვის არ მომხდარა. სამმა ქართველმა სუმოისტმა ორ დღეში 6 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი დაასრულა სასიკეთოდ.

მოკლედ, ჩვენებურთა უიღბლო ბაშო გრძელდება. გაგამარუს და ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) თითო მარცხიღა აშორებთ რეიტინგში დაქვეითებამდე, რაც პირველისთვის ავტომატურად კომუსუბის ტიტულის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

გაზაფხულის ბაშოს კი უკვე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - 8 დღის ასპარეზობის შემდეგ ბეჭდაუდებელი მხოლოდ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, რომელმაც გუშინ სწორედ ტოჩინოშინს აჯობა.

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (უვატენაგე), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (ოშიდაში), იოშიკაძე-კოტოოშუ (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ბარუტო-ამინიშიკი (იორიკირი), გაგამარუ-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), არანი-გოეიდო (ჰატაკიკომი). ძურიო: კოტოიუკი-კოკაი (ოშიდაში).

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ამინიშიკი-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ბარუტო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), მიოგირიუ-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-იოშიკაძე (ოშიტაოში), არანი-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ჰომაშო (იორიკირი). ძურიო: ჩიოტაირიუ-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

7-1: ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), შოტენრო (მაეგაშირა 16)... 1-7: გაგამარუ (კომუსუბი), ტოჩინოშინი (მ 3).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, კოტოოშუ-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ტოჩინოვაკა, ბარუტო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-არანი, გაგამარუ-ამინიშიკი, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ, მიოგირიუ-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, ვაკაკოიუ-ჩიონოკუნი. ძურიო: კოკაი-ჩიოოტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა