სიცოცხლისთვის მებრძოლი 23 წლის ფეხბურთელის ფოტოსურათი გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის

ფაბრის მუამბას მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე გულის შეტევა მოუვიდა, აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლისთვის.

"ლონდონ ჩესტ ჰოსპიტალის" ექიმების განცხადებით, ლეტალური შედეგის დადგომის შანსი მცირეა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს.

"ბოლტონის" ნახევარმცველის გამხნევებას ლამის მთელი ქვეყანა თავის მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს. ბოლო ცნობით, მუამბამ ფეხებისა და ხელების ამოძრავება დაიწყო.

"ჩელსის" მცველმა გარი კეჰილმა, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" იანვარში სწორედ "ბოლტონიდან" გადავიდა, მხარდაჭერა ყოფილ თანაგუნდელს სხვაგვარად გამოუცხადა - "ლესტერთან" შეხვედრის მე-12 წუთზე გატანილი ბურთი მან სწორედ ფაბრისს მიუძღვნა. შიდა მაისურზე მას წარწერა ჰქონდა გაკეთებული, რომელიც მთელ მსოფლიოს ფეხბურთელის ჯანმრთელობისთვის სალოცავად მოუწოდებდა.

"გოლის გატანა ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, რადგან იქამდე თამაშზე კონცენტრირება მიჭირდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა უბრალოდ ვალდებული ვიყავი, ჩემი საქმე გამეკეთებინა. ჩემი ფიქრები რეალურად სხვა ადგილას იყო და სხვა ადამიანს დასტრიალებდა თავს", - აცხადებს კეჰილი.

"ფაბრისი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის საუკეთესო ადამიანია. მას იუმორის განსაკუთრებული გრძნობა და კეთილი ღიმილი აქვს. მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ამ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ჩავვარდით, ფეხბურთისთვის აღარავის სცხელა", - განაცხადა "ბოლტონის" მთავარმა მწვრთნელმა ოუენ კოილმა.

უახლოესი 24 საათის განმავლობაში "ბოლტონის" ხელმძღვანელობა საფეხბურთო ასოციაციასთან კონსულტაციების შემდეგ აუცილებლად გადაწყვეტს, რამდენად უღირს ინგლისის თასის გათამაშებაში შემდგომი მონაწილეობა.

სამწვრთნელო შტაბს უჭირს ფეხბურთელების დათანხმება, რომ ისინი მეორედ გავიდნენ "უაით ჰართ ლეინის" მინდორზე და "ტოტენჰემს" ხელახლა შეეჭიდონ. 20 მარტს ბირმინგემის "ვილა პარკზე" გასამართი შეხვედრა "ასტონ ვილას" წინააღმდეგ უკვე გადაიდო. მეტიც, "ბლექბერნის" ხელმძღვანელობის ინიციატივით, თუკი "ბოლტონი" ამას მოისურვებს, "ვარდები" მზად არიან 24 მარტისთვის დანიშნული 30-ე ტურის შეხვედრაც მოგვიანებით შედგეს.

"ბლექბერნი" ნებისმიერ წინადადებაზე ულაპარაკოდ დათანხმდება. რამდენი დროც უნდა დასჭირდეს ჩვენს მეტოქეს გონზე მოსასვლელად, მზად ვართ, იმდენი ხანი დავიცადოთ. ახლა მთავარია, ფაბრისი იყოს უკეთ. იმედია, უახლოეს საათებში საავადმყოფოდან საუკეთესო ამბებს შევიტყობთ", - განაცხადა სტივ კინმა კლუბის სახელით.

შანსი, რომ კლუბი თასის გათამაშებიდან მოიხსნას, ნამდვილად არსებობს. ინგლისური პრესა წერს, რომ ფეხბურთელის თავს დატრიალებულმა შემაძრწუნებელმა ამბავმა ლამის ყველაფერი დაჩრდილა - ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სიტის" უკვე 4 ქულით გაასწრო, ის, რომ 5-თვიანი პაუზის შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა ფერნანდო ტორესმა. 23 წლის მოთამაშის ფოტო გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის.

და იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ფეხზე დგას და გაფაციცებით ელოდება ინფორმაციებს ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ, ქალაქ სუონსის პოლიციამ დააკავა 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ტვიტერის გვერდზე მუამბას მისამართით რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა ედება ბრალად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა