ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. XXVII ტურის შეჯამება: დაიჯერე, პეპ, შანსი არის - დახედე კალენდარს!

ლა ლიგა. XXVII ტურის შეჯამება: დაიჯერე, პეპ, შანსი არის - დახედე კალენდარს!

საფეხბურთო ტრაგედია კინაღამ ესპანეთშიც დატრიალდა
ტურის მთავარი მოვლენა ესპანეთის ნაკრებისა და "მალაგას" ნახევარმცველის, სანტი კასორლას გასროლა იყო, რომლის წყალობითაც პირველ-მეორე ადგილებს შორის სხვაობა "ადამიანურ", 8 ქულამდე დავიდა.

რიგით 27-ე ტურმა სეზონში მე-12 სამწვრთნელო ცვლილება გამოიწვია - "ყვითელ წყალქვეშა ნავ" "ვილიარეალს" მეორედ გამოუცვალეს "კაპიტანი" - იძირება, სხვა გზა არ არის.

თუმცა თხრობას ერთი ამბით დავიწყებთ, რომელიც ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში მოხდა:

მოგეხსენებათ, შაბათს ინგლისში "ბოლტონისა" და "ტოტენჰემის" სათასო მატჩში ფაბრის მუამბა მოცელილივით დაეცა გულის უკმარისობის გამო და ახლაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეორე დღეს ტრაგედია კინაღამ ესპანურ ფეხბურთშიც დატრიალდა. "პუერტა ბონიტასა" და "პოსუელოს" მატჩის 83-ე წუთზე "პუერტა ბონიტას" 31 წლის მცველი სერხიო გრანერო ორ მეტოქესთან ბრძოლაში დაზარალდა - მას ყბაში მოხვდა. ფეხბურთელს შოკისგან გული გაუჩერდა.

კიდევ კარგი, გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა დროულად მიიღო სათანადო ზომები, ხოლო ტრიბუნაზე ერთი ექიმიც აღმოჩნდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მამა. 19 მარტს გრანერო უკვე ჰოსპიტლიდან გამოწერეს.

ბარსა-რეალობა

"რეალი" მოედანზე ერიკ აბიდალის და ფაბრის მუამბას გამამხნევებელი მაისურებით გამოვიდა. თეთრ მაისურებზე ეწერა: "ანიმო, აბიდალ". "ბარსელონას" უმთავრეს მოქიშპეს ეს საქციელი, რა თქმა უნდა, ჩაეთვალა ნეიტრალურ ქომაგთა თვალში. აი, მინდორზე კი "რეალის" დღე ნამდვილად არ იყო.

"ფეხბურთი უსამართლო იყო დღეს "რეალის" მიმართ", - ამ სიტყებით იწყებს მიმოხილვას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. მართლაც, მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდომ და ქარიმ ბენზემამ ორი 100%-იანი მომენტი გაანიავეს - რონალდოს მეკარე კაბალიერომ აუღო, ხოლო ბენზემამ ახლო მანძილიდან ააცილა. 85-ე წუთზე კი მსაჯმა მარსელოს წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა.

მოკლედ, "რეალის" უპირატესობა ცხადი იყო, თუმცა მატჩი 90 წუთს პლუს იმდენი წუთი გრძელდება, რამდენსაც მსაჯი დაამატებს. 91-ე წუთზე კი სანტი კასორლამ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "მალაგას" ქულა მოუპოვა.

"რეალის" გოლზე არ გვითქვამს - 35-ე წუთზე რონალდომ მარცხენა ფრთაზე გაილაღა, სამი მცველი მიიზიდა და ბენზემას ბურთი "თავზე დაასვა". ფრანგმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა. "რეალის" ოფიციალურმა საიტმა ბენზემა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელად. ცოტა არ იყოს და, არ ვეთანხმებით!

სანტი კასორლა ლა ლიგაში საუკეთესოდ ასრულებს საჯარიმო დარტყმებს და სიმბოლურიცაა, რომ სწორედ მან შეწყვიტა "რეალის" 11-მატჩიანი გამარჯვებების სერია ლა ლიგაში. "სამეფო კლუბმა" 2012 წელს პირველი ქულები დაკარგა.

ერთი სერია დასრულდა, მეორე ჩვენ თვალწინ დაიბადა - "სევილიასთან" გამარჯვებით "ბარსამ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ლა ლიგაში. "ბარსას" ოფიციალურ საიტზე სწორედ დარჩენილი 11 მატჩის განხილვა დაიწყეს. რამდენად რეალურია, რომ სერია დიდხანს გაგრძელდეს? სავსებით!

"ბარსელონაში" ამაყობენ იმით, რასაც ვერც ერთი ტოპ-კლუბი ვერ დაიკვეხნის მთელ მსოფლიოში - ამ სეზონში "ლა მასიას", ანუ კლუბის აკადემიის აღზრდილებმა ერთად 111 გოლი გაიტანეს ჯამური 145-იდან! შარშანდელი სეზონის მაჩვენებელი 110 გოლი იყო (152-იდან), ანუ რეკორდი მოხსნილია.

მადრიდის ლეგენდა რაული აღარ არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 150-გოლიან ნიშნულს უწია. ახლა ასეთი 24 წლის ლიონელ მესია.

"ბარსელონას" და "რეალის" დარჩენილი მატჩების გრაფიკი: ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ "ბარსელონას" უფრო კარგი კალენდარი აქვს, ვიდრე ლიდერს. ასე რომ, კატალონიელთა შანსი არც ისე მიზერულია.

ბარსელონა-გრანადა

მალიორკა-ბარსელონა

ბარსელონა-ბილბაო

სარაგოსა-ბარსელონა

ბარსელონა-ხეტაფე

ლევანტე-ბარსელონა

ბარსელონა-რეალი

ვალეკანო-ბარსელონა

ბარსელონა-მალაგა

ბარსელონა-ესპანიოლი

ბეტისი-ბარსელონა

ვილიარეალი-რეალი

რეალი-სოსიედადი

ოსასუნა-რეალი

რეალი-ვალენსია

ატლეტიკო-რეალი

რეალი-სპორტინგი

ბარსელონა-რეალი

რეალი-სევილია

ბილბაო-რეალი

გრანადა-რეალი

რეალი-მალიორკა

მესი VS რონი

კრიშტიანო რონალდომ "მალაგასთან" 1:1 დასრულებულ მატჩში 3-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად. გააკეთა 1 საგოლე პასი. პორტუგალიელი თითოჯერ დაჯარიმდა და მასზე დაჯარიმდნენ.

ლიონელ მესიმ "სევილიასთან" 2:0 მოგებულ მატჩში 3-ჯერ დაარტყა კარისკენ, 1-ხელ ზუსტად და გოლიც გაიტანა. ის სამჯერ დაჯარიმდა.

ეს რაუნდი მესიმ მოიგო 1:0 და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა ჩვენს "ტურნირში" - 17:15 არგენტინელის სასარგებლოდ.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com 4-3-3

დუდუ ავატე (მალიორკა, 1) - ხავი ვენტა (ლევანტე, 2), ალეხანდრო არიბასი (რაიო ვალეკანო, 1), ანხელ დეალბერტი (ვალენსია, 1), ხორდი ალბა (ვალენსია, 3) - ჩავი (ბარსელონა, 4), ხავი ტორესი (ლევანტე, 1), სანტი კასორლა (მალაგა, 1) - ლიონელ მესი (ბარსელონა), დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო, 1), რობერტო სოლდადო (ვალენსია, 6).

ლიონელ მესი მეთერთმეტედ (!) მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რობერტო სოლდადო - მე-6-ედ, ხოლო ჩავი - მეოთხედ. სიმბოლურში 6 დებიუტანტია, მათ შორის - სანტი კასორლა, რომელმაც "რეალის" გამარჯვებათა სერია შეწყვიტა.

ტურის გმირი

სანტი კასორლა (მალაგა)

კითხვა რატომ? ვფიქრობთ, აქ ზედმეტია - ტანდაბალმა კასორლამ "რეალის" 11-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

ტურის ფრაზები

კრიშტიანო რონალდო: "სანერვიულო არაფერია, სეზონი ჯერ არ დასრულებულა - ჩვენ ლიდერები ვართ და ტოპ-ფორმაში შევედით", - "რეალის" გოლეადორი "მალაგასთან" 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ.

ჟოზე მოურინიო: "მსაჯმა "მალაგას" კარში ორი ძალიან ცხადი პენალტი არ დანიშნა", - "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი მატჩის შემდეგ.

ვიქტორ ვალდესი: "ეს გამარჯვება აბიდალს მივუძღვენით", - "ბარსას" გოლკიპერი "სევილიასთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა: "დაივიწყეთ, ჩვენ ვერ მოვიგებთ ლა ლიგას ამ სეზონში", - მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი "ბარსელონას" მესაჭე.

რობერტო სოლდადო: "სან მამესზე ჰეთ თრიკს ყოველდღე ვერ შეასრულებ. ამიტომ ეს მიღწევა კიდევ უფრო მახარებს", - "ვალენსიას" ფორვარდი ბილბაოში 3 გოლის გატანის შემდეგ.

ხუან იგნასიო: "წინ გიგანტური ნაბიჯი გადავდგით", - "ლევანტეს" მწვრთნელი დერბის მოგების შემდეგ.

ტურის 5 საუკეთესო გოლი

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) "სევილიას" კარში (საგოლე პასი: ანდრეს ინიესტა)

2. სანტი კასორლა (მალაგა) "რეალის" კარში (საჯარიმო დარტყმით)

3. ჩავი ერნანდესი (ბარსელონა) "სევილიას" კარში (საჯარიმო დარტყმით)

4. ელდერ პოშტიგა (სარაგოსა) "ოსასუნას" კარში (საგოლე პასი: ანხელ ლაფიტა)

5. რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) "მალიორკას" კარში (საგოლე პასი: არდა თურანი)

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები

აიასა გამესი (რეალი-მალაგა). "მარკა" 4 (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: არ დანიშნა პენალტი მარსელოს წაქცევისთვის.

ტურის მსხვერპლი

ხოსე ფრანსისკო მოლინა (ვილიარეალის მწვრთნელი)

ვალენსიური დერბის ბოლო წუთია: "ლევანტე" საჯარიმოს ურტყამს, სუარესმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო. ბურთი ძელს მოხვდა და კარის ხაზზე გაგორდა. ხავი ტორესმაც დაამატა. აი, აქ ამოიწურა "წყალქვეშა ნავის" მწვრთნელის, ხოსე მოლინას ნდობის მანდატიც და მას იქვე, გასახდელში შესვლამდე უთხრეს, რომ თავისუფალია.

22 დეკემბერს ხუან კარლოს გარიდოს ნაცვლად დანიშნული სპეციალისტი 18 მარტს მოხსნეს.

"ვილიარეალის" ხელმძღვანელობა შესაშური ოპერატიულობით მოქმედებს (სხვა გზა არაა, გუნდი კატასტროფის წინაშეა) - 19 მარტს მოლინას ადგილზე მიგელ ანხელ ლოტინა დანიშნეს. 54 წლის სპეციალისტმა უკვე ავარჯიშა ვალენსიური კლუბი და მისი დებიუტი ზეგ "რეალთან" დაპირისპირებაში შედგება.

ლოტინა ბოლო 4 სეზონი "დეპორტივოს" წვრთნიდა, რომელიც შარშან ლა ლიგას დაეთხოვა. მას "ესპანიოლის" თავკაცობისას ესპანეთის სამეფო თასი (2006 წ) აქვს მოგებული, 2008 წელს კი "დეპორს" ინტერტოტოს თასი "ჩაახუტა".

ტურის სტატისტიკა

შენიშვნა: 19 მარტს გვიან გამართული მატჩი გათვალისწინებული არ არის

20 გოლი ტურში (2,22 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 52 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

დუბლი: არავინ

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: იკერ მუნიაინი (ბილბაო, 19 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 78 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - ვალენსია

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - ბარსელონა

ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - ბეტისი, ვალენსია

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ლევანტე, ატლეტიკო

ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ლევანტე

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 65% - ატლეტიკო

გრანადა-სპორტინგი 2:1

საუკეთესო: კარლუშ მარტინში (გრანადა)

სარაგოსა-ოსასუნა 1:1

საუკეთესო: ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)

ხეტაფე-სოსიედადი 1:0

საუკეთესო: მიგელ მოია (ხეტაფე)

სევილია-ბარსელონა 0:2

საუკეთესო: ჟერარდ პიკე (ბარსელონა)

ვალეკანო-ბეტისი 3:0

საუკეთესო: დიეგო კოშტა (რაიო)

ლევანტე-ვილიარეალი 1:0

საუკეთესო: ხავი ტორესი (ლევანტე)

მალიორკა-ატლეტიკო 2:1

საუკეთესო: მიშელ პერეირა (მალიორკა)

ბილბაო-ვალენსია 0:3

საუკეთესო: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

რეალი-მალაგა 1:1

საუკეთესო: ლასანა დიარა (რეალი)

ესპანიოლი-რასინგი 3:1

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, ამატი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, კ. გომესი - ს. გარსია (40. ვეისი), ვერდიუ (69. რომარიკი), კოუტინიო (87. ა. ვასკესი) - კ. უჩე.

რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო სუნიგა (46. ტორეხონი), კრისტიანი - გულონი, კოლსა - არანა (69. კენედი), ადრიანი, სამპერიო (60. დიოპი) - სტუანი.

გოლები: 0:1 სტუანი (12), 1:1 ვერდიუ (26), 2:1 კოუტინიო (32), 3:1 მორენო (80)

გაფრთხილება: გარსია, ვერდიუ, ფორლინი, კოუტინიო - გულონი, ფრანსისი

გაძევება: გულონი (50)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 13-6 (7-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 23 000

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 27 23 2 2 89-24 71

2. ბარსელონა 27 19 6 2 77-19 63

3. ვალენსია 27 13 8 6 43-31 47

4. ლევანტე 27 12 5 10 38-37 41

5. მალაგა 27 12 5 10 38-38 41

6. ესპანიოლი 27 11 6 10 35-36 39

7.ოსასუნა 27 9 12 6 32-41 39

8. ბილბაო 27 9 10 8 42-37 37

9. ვალეკანო 27 11 4 12 40-43 37

10. ატლეტიკო 27 9 9 9 37-33 36

11. ხეტაფე 27 9 8 10 28-35 35

12. სევილია 27 8 9 10 27-31 33

13. მალიორკა 27 8 9 10 28-33 33

14. სოსიედადი 27 9 6 12 30-37 33

15. გრანადა 27 9 4 14 24-38 31

16. ბეტისი 27 9 3 15 31-41 30

17. ვილიარეალი 27 6 9 12 27-41 27

18. რასინგი 27 4 12 11 22-40 24

19. სპორტინგი 27 6 6 15 25-50 24

20. სარაგოსა 27 4 7 16 22-50 19

ბომბარდირები

32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 31 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ასისტენტები

13 - ანხელ დი მარია (რეალი), მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), რაულ გარსია (ოსასუნა).

ზამორას ტროფეი

0,7 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,88 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,08 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,24 - ვილი კაბალიერო (მალაგა).

მომდევნო ტური

20 მარტი

ოსასუნა-ხეტაფე 23:00

ბარსელონა-გრანადა 00:00

21 მარტი

სპორტინგი-მალიორკა

ატლეტიკო-ბილბაო

ვალენსია-სარაგოსა

რეალ სოსიედადი-ლევანტე

ვილიარეალი-რეალი.

22 მარტი

რასინგი-სევილია

ბეტისი-ესპანიოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!