ნეაპოლელთა შორის ყველაზე აქტუალური პერსონა დუბლის ავტორი ედინსონ კავანი გახლდათ
XXVIII ტურის ცენტრალური პაექრობა უდინეში გაიმართა და რადგან ეს მატჩი კვირას თბილისის დროით გვიან ღამით დაიწყო, მიმოხილვაში ვერ ავსახეთ. ამიტომ "უდინეზე"-"ნაპოლის" დაპირისპირებაზე ახლა უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

მით უმეტეს, თამაში მართლაც სანახაობრივი, მეტად დრამატული და შესაბამისად, საინტერესო გამოვიდა.

ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ და ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც სასწორზე სამ ქულაზე ბევრად მეტი დევს. ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, თუმცა უფრო მეტად მაინც ნეაპოლელები დაიჩაგრნენ, რომლებსაც ესეკილ ლავეცის გარეშე მოუხდათ ფონს გასვლა.

თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს არგენტინელ შემტევს ვალტერ მაცარის გუნდისთვის, ამის ახსნა ზედმეტი გვგონია. მოკლედ, ნეაპოლელებს ლიდერის გარეშე უწევდათ ასპარეზობა და ამად იყო, რომ თამაშის დიდ ნაწილში მათ იერიშებს სიმწვავე აკლდა.

მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, რაც მალე სათამაშოში გადაიზარდა. შედეგად, ტაიმის შუაწელს უდინელებმა გახსნეს კიდეც ანგარიში - ნეაპოლელი პაოლო კანავარო უხეიროდ გაისარჯა და მისგან მოგერიებული ბურთი პირდაპირ ანტონიო დი ნატალეს მიუვიდა. ტოტომ დიეგო ფაბრინი ჩართო თამაშში. ამ უკანასკნელის ზუსტ გადაცემას კი ჯამპიერო პინცის გოლი მოჰყვა, 1:0.

უდინელებს ანტრაქტამდე კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

მეორე ნახევრის სტარტზე თამაშის სურათი არ შეცვლილა და ამ ყველაფერმა შედეგი მალევე გამოიღო - 52-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნეაპოლელთა კიპერმა მორგან დე სანკტისმა პირველი დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ტოტო დი ნატალემ დაასწრო და ეფექტური გოლი გაიტანა, 2:0.

თითქოს ყველაფერი გადაწყდა, როდესაც ფაბრინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თანაგუნდელები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა და ინტრიგაც გააჩინა.

ნეაპოლელები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავეს და ნიშნულთან ედინსონ კავანი მივიდა - ურუგვაელმა ფორვარდმა ბურთი ცენტრში დაარტყა და სულ ტყუილად. მორგან დე სანკტისმა ბურთი უკუაგდო და ანგარიში უცვლელი დატოვა...

აი, აქ კი თითქოს უნდა დაეყარათ სტუმრებს ფარ-ხმალი, მაგრამ ასე არ მოხდა - პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, კავანიმ სულ მთლად გაიგიჟა თავი და 5-წუთიან მონაკვეთში ორჯერ დალაშქრა დე სანკტისის კარის ბადე - ჯერ საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად, შემდეგ კი მახვილი კუთხიდან აიღო უდინელთა კარი, 2:2.

ბოლო წუთები მეტად დაძაბული გამოდგა, მსაჯთან კამათი, გაწევ-გამოწევა და არეულობა - საბოლოოდ კი საყაიმო შედეგი, რამაც პირველ რიგში "კატანიასთან" დამარცხებულ "ლაციოს" წისქვილზე დაასხა წყალი.

ნამატჩევს ნეაპოლელთა შორის ყველაზე აქტუალური პერსონა დუბლის ავტორი გახლდათ - მოვუსმინოთ ედინსონ კავანის:

"შეხვედრის დიდი ნაწილი ძალიან ცუდად ჩავატარეთ და ჩვენივე ბრალია, რომ მარცხთან ახლოს ვიყავით. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში მოვიკრიბეთ ძალები და უმნიშვნელოვანესი ქულა ავიღეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

კინაღამ გამოგვრჩა, რომ მეორე ტაიმის მსავლელობისას არბიტრმა წითელი ბარათი უდინელთა მთავარ მწვრთნელს, ფრანჩესკო გვიდოლინსაც აუფრიალა - მატჩის შემდეგ "უდინეზეს" თავკაცი ემიციური გახლდათ და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"არბიტრებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე მერამდენედ დავიჩაგრეთ. თერთმეტმეტრიანი, წითელი ბარათები, უამრავი ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ და ამ ყველაფერმა შეხვედრის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ ყველაფერს მსაჯს ვაბრალებდე - შეცდომები მრავლად დავუშვით და ეს ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოვიყენოთ".

იტალია. სერია A. XXVIII ტური

უდინეზე-ნაპოლი 2:2

გოლები: 1:0 პინცი (28), 2:0 დი ნატალე (52), 2:1 კავანი (81), 2:2 კავანი (85).

გაძევება: ფაბრინი (60. უდინეზე).

რომა-ჯენოა 1:0

რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, ჰაინცე, ანხელი - გაგო (87. სიმპილისიო), დე როსი, გრეკო (74. მარკინიო) - ოსვალდო, ლამელა (58. ბოიანი), ბორინი.

ჯენოა (4-3-1-2): ფრეი - მორეტი, კარვალიო, კალაძე, მესტო - როსი (46. იანკოვიჩი), ველოზო, ბიონდინი - ბელუსკი (64. ხორკერა) - პალასიო, ჯილარდინო.

გოლი: 1:0 ოსვალდო (2).

გაფრთხილება: დე როსი - კალაძე, იანკოვიჩი.

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 15(8)-7(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 45 000

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 28 18 6 4 57-22 60

2. იუვენტუსი 28 14 14 0 44-17 56

3. ლაციო 28 14 6 8 42-34 48

4. ნაპოლი 28 12 11 5 52-30 47

5. უდინეზე 28 13 8 7 39-26 47

6. რომა 28 13 5 10 41-33 44

7. ინტერი 28 12 5 11 38-36 41

8. კატანია 28 10 11 7 36-35 41

9. ბოლონია 28 9 9 10 31-33 36

10. პალერმო 28 10 5 13 40-45 35

11. კიევო 28 9 8 11 24-35 35

12. ატალანტა 28 9 13 6 31-29 34

13. კალიარი 28 8 10 10 29-35 34

14. ჯენოა 28 9 6 13 35-49 33

15. სიენა 28 8 8 12 32-30 32

16. ფიორენტინა 28 8 8 12 27-33 32

17. პარმა 28 7 10 11 33-44 31

18. ლეჩე 28 6 8 14 31-45 26

19. ნოვარა 28 5 8 15 24-46 23

20. ჩეზენა 28 4 5 19 16-45 17

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები

20 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე); 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური

25 მარტი: ატალანტა-ბოლონია, ლაციო-კალიარი, ნაპოლი-კატანია, ჯენოა-ფიორენტინა, იუვენტუსი-ინტერი, ნოვარა-ლეჩე, ჩეზენა-პარმა, მილანი-რომა, კიევო-სიენა, პალერმო-უდინეზე.

20 მარტი

იტალიის თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი

იუვენტუსი-მილანი 23.45 (2:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს