ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა
ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა. "წითელმა ურჩხულებმა", ახალზელანდიელი თავკაცის, უორენ გეთლენდის ხელმძღვანელობით, ხუთიდან ხუთივე თამაში მოიგეს.

უელსელთა ბოლო მეტოქე კარდიფში, მილენიუმზე საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელთანაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ნახევარფინალში დამარცხდნენ. მასპინძლებმა ამჯერად რევანშის აღება შეძლეს, 13:6 გაიმარჯვეს და ექვს ერზე პირველობა არავის დაანებეს.

მატჩის გმირად თამამად შეიძლება ვაღიაროთ უელსის ნაკრების ფულბეკი ლეიგ ჰალპფენი, რომელმაც 3 საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (11 ქულა). სამიდან ერთი საჯარიმო ჰალპფენმა 52 მეტრიდან დაარტყა.

უელსელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და დამსახურებულად გაიმარჯვეს, რითაც დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხი უსამართლობა იყო. შეგახსენებთ, რომ მაშინ უელსის ნაკრებმა თითქმის ტაიმნახევარი კაცნაკლულმა ითამაშა.

"წითელი ურჩხულების" მომავალი სამიზნე ახლა სამხრეთნახევარსფეროელი ბობოლები არიან. მათ ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი ბოლოს 1953 წელს დაამარცხეს. სამხრეთ აფრიკისთვის კი უელსის ნაკრებს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოუგია. ხოლო ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი წააგეს.

"ჩვენი მთავარი მიზანი ახლა სამხრეთ ნახევარსფეროს ელიტური ქვეყნების დამარცხებაა. უელსის ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში უფრო მოუმატებენ და უკეთ თამაშს შეძლებენ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

ექვსი ერის გათამაშებაში მეორე საფეხურზე ინგლისის ეროვნული ნაკრები გავიდა, რომელსაც დროებითი მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი ავარჯიშებდა. "პომებმა" ბოლო მატჩში, შინ, "თვიქნემზე" ირლანდიის ნაკრები 30:9 დაამარცხეს.

ინგლისელთა შორის გამორჩეული იყო მგეზავი ოუენ ფარელი, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა). ყოველივე ამის გამო ლანკასტერის შანსი, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, საგრძნობლად გაიზარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ფავორიტია. მას კონკურენციას უწევენ იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ნიკ მალეტი და სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ჯეკ ვაითი.

"ყველა ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაზე ლაპარაკობს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ თუ გინდა ინგლისის ნაკრებს დაკარგული რენომე აღუდგინო, საჭიროა კარგად იცნობდე ამ ქვეყნის საკლუბო რაგბს, იქ მოთამაშეთა შესაძლებლობებს, ახალგაზრდა, ნიჭიერ ბიჭებს.

ვფიქრობ, რომ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებ, ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად წარმატებებს მივაღწევ" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების "ხის კოვზი" კი შოტლანდიის ნაკრებს ერგო. "სკოტებმა" ყველა მატჩი წააგეს. ბოლო შეხვედრაში მათ სტუმრად, რომში, "სტადიო ოლომპიკოზე" ვერაფერი გააწყვეს იტალიის ეროვნულ გუნდთან - 6:13.

V ტური

იტალია-შოტლანდია 13:6, უელსი-საფრანგეთი 16:9, ინგლისი-ირლანდია 30:9.

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 10 ქულა, 2. ინგლისი - 8, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. იტალია - 2, 6. შოტლანდია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა