ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მალხაზ ჟვანია: მარტვილის "მერანმა" ნამდვილი სახე დაიბრუნა

მალხაზ ჟვანია: მარტვილის "მერანმა" ნამდვილი სახე დაიბრუნა

მარტვილელთა გუნდის თავკაცმა თბილისის "დინამოსთან" მიღწეულ ფრესა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეზონის მეორე ნახევრის ერთ-ერთი გამოსარჩევი ამბავი ეროვნულ სტადიონზე მოხდა, სადაც თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.

მატჩის პერიპეტიები კარგად გეხსომებათ - სტუმრებმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და გამარჯვებაც კი შეეძლოთ.

"მერანის" წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მის მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას მიუძღვის, რომლის შრომასაც კლუბის ხელმძღვანელობა ჯეროვნად აფასებს - ჟვანია ერთადერთი უმაღლესლიგელი სპეციალისტია, რომელიც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობს.

შეგახსენებთ, დანარჩენ 11 უმაღლესლიგურ გუნდს მიმდინარე სეზონისას მწვრთნელი მინიმუმ ერთხელ შეუცვალეს.

ჟვანიას ამ შეხვედრის შეფასებაც ვთხოვეთ და "მერანის" ბოლოდროინდელ ამბებსა თუ სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, თქვენი გუნდის ლამაზ და შედეგიან თამაშს გილოცავთ. წინა მატჩებიდან გამომდინარე, "მერანისგან" ასეთი ხარისხის ფეხბურთს ბევრი არ ელოდა...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. "ლელოს" მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი ის მიზეზები, რის გამოც "მერანმა" სეზონის მეორე ნახევარი უფერულად დაიწყო.

დიდთოვლობამ ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალა, მარტვილში ყველაზე დიდი ნალექი იყო და ამის გამო საწვრთნელი პროცესი სანახევროდ ჩაგვივარდა.

წარმოიდგინეთ, ერთი პერიოდი დარბაზშიც კი ვვარჯიშობდით. ასეთ პირობებში სრულყოფილად მომზადება კი შეუძლებელია.

რაც შეეხება "დინამოსთან" მატჩს, იმ დროისთვის უკვე ნორმალურ კონდიციებში ვიყავით, რასაც ფეხბურთელთა განსაკუთრებული მოტივაციაც დაემატა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. შეიძლება ითქვას, რომ "მერანმა" თავისი ნამდვილი სახე დაიბრუნა. სწორი გზით მივდივართ და განვითარებას განვაგრძობთ.

- 2:2-ის შემდეგ "მერანს" გამარჯვებაც შეეძლო. თქვენს ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა ხომ არ დააკლდათ?

- ალბათ, მიზეზი სწორედ ეს იყო. მართალია, "დინამო" მარტვილში დამარცხებული გვყავს, მაგრამ ეროვნულ სტადიონზე თამაში სულ სხვა პასუხისმგებლობაა. "მერანის" რვა ფეხბურთელი იქ პირველად თამაშობდა და ბევრი ღელავდა კიდეც. თუმცა, მეორე მხრივ, ამ შესანიშნავმა გარემომ და კარგმა მოედანმა ბიჭებს მოტივაცია გაუორმაგა, ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბის ჩანაფიქრი სრულად განახორციელეს და ამ შედეგს მივაღწიეთ.

ყველას დავანახეთ, რომ მაღალი ხარისხის მოედანი ყველაზე მეტად სწორედ ჩვენნაირი სტილის გუნდებს სჭირდებათ. ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ "დინამოს" ფეხბურთელის გაძევების გარეშე ამ წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

- წინა შეხვედრებმა რაიმე პოზიტივი თუ დაგანახათ?

- ოთხი მატჩიდან სამი წავაგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ. ეს შედეგი ჩვენს ამბიციებს საერთოდ არ შეესაბამება, მაგრამ როგორც ვთქვი, მოსამზადებელი ეტაპი შეგვიფერხდა და ამიტომაც ეს შედეგები სრულიად კანონზომიერი იყო. შეიძლება ითქვას, რომ განვლილი მატჩები ფორმაში შესასვლელად გამოვიყენეთ, შემდეგ შეხვედრებს კი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარებთ.

- "მერანს" თითქმის ყველა რგოლში მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ გუნდს არ ჰყავს ძლიერი ცენტრფორვარდი...

- საქართველოში მაღალი დონის თავდამსხმელების დეფიციტია და ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვაწუხებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად ანზორ სუხიაშვილი დაცვიდან შეტევაში გადავიყვანეთ და ვფიქრობ, ეს ნაბიჯი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაამართლებს. დაცვის მარცხენა ფლანგზე იგი სრულფასოვნად შეცვალა ლევან გეგეჭკორმა. იგივე პოზიციაზე მაღალ დონეზე თამაშობს ლაშა ჩალაძეც. უსიამოვნო კი ის არის, რომ "დინამოსთან" მატჩში კვლავ დაგვიშავდა მარჯვენა მცველი თორნიკე კაკუშაძე და უახლოეს პერიოდში ვერ დაგვეხმარება.

- მარტვილის სტადიონზე ამჟამად როგორი მდგომარეობაა?

- სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და თოვლიც მალე გადნება. დიდი ალბათობით, 25 მარტს ზუგდიდის "ბაიას" მარტვილში ვუმასპინძლებთ. ამჟამად კი თბილისში ვცხოვრობთ და "მარაკანაზე" ვვარჯიშობთ.

- რვა საუკეთესო გუნდში დამაჯერებლად მოხვდით, თუმცა იქ წამყვან პოზიციებზე ვერ იქნებით. რა არის "მერანის" მოტივაცია მიმდინარე სეზონში?

- ყველა კლუბს არ აქვს იმის საშუალება, რომ საპრიზო ადგილებისა და ევროთასების საგზურისთვის იბრძოლოს. ამ ეტაპზე მე ისიც კარგ შედეგად მიმაჩნია, რომ უმაღლეს ლიგას "მერანის" სახით საინტერესო და შინაარსიანი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი შეემატა. თუ მოგვეცა იმის საშუალება, რომ მომავალ სეზონშიც ნორმალური საარსებო პირობები გვქონდეს, უფრო დიდ შედეგებსაც შევეჭიდებით.

- მომავალი სეზონის გეგმები უკვე დასახული გაქვთ?

- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ბევრი რამაა გასარკვევი. კლუბის ხელმძღვანელობას ბიუჯეტის გაზრდის დიდი სურვილი აქვს, საამისოდ კი ახალი სპონსორების მოძიებაა აუცილებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა