მამუკა კვარაცხელია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დროს პოლონეთში იმუშავებს
მამუკა კვარაცხელია ევრო 2012-ზე პოლონეთში იმუშავებს - ქართველი მედიაოფიცრის თქმით, ის უეფამ პოზნანის, ვროცლავისა და ვარშავის სტადიონებზე გაანაწილა, ბოლოს კი კიევში საფინალო მატჩზე იქნება.

მანამდე კი კვარაცხელია ვარშავაში სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სემინარებში მიიღებს მონაწილეობას.

მცირე ხნის წინ მამუკა კვარაცხელია ჟენევაში უეფას მედია-კომიტეტის შეკრებას დაესწრო, რომლის წევრადაც ახლახან აირჩიეს. სხდომაზე განიხილეს სოციალურ ქსელებთან (ფეისბუქი, იუთუბი, თვითერი და ა.შ.) უეფას დამოკიდებულება და სხვა საკითხები.

სხდომაზე კვარაცხელია გამოვიდა წინადადებით, რომ უეფამ დასაჯოს ის ფეხბურთელი, რომელიც მატჩისშემდგომ ჟურნალისტებს კომენტარებსა და ინტერვიუებზე უარს ეტყვის. ჩვენებურის მოსაზრება კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს და დისკუსია გამართეს. საბოლოოდ, კომიტეტმა გადაწყვიტა, უეფას სხვადასხვა ორგანოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოყალიბდეს მოსაზრება და მომავალ სხდომაზე საბოლოო სახეც მიეცეს.

"ჟურნალისტობა 24 წლის წინ დავიწყე და უამრავი მატჩისა და ინტერვიუს მომსწრე გავმხდარვარ. უეფას ეგიდით გამართული მატჩების შემდეგ, ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში, შერეულ თუ ელვა-ზონებში ჟურნალისტთა შეკითხვას ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა უპასუხოს.

ჩემი ოპონენტების აზრი იყო, შეიძლება წაგების შემდეგ გაღიზიანებულმა პასუხის გაცემა ვერ შეძლოსო, მაგრამ ეს მარტო ჟურნალისტს კი არ სჭირდება, მილიონობით მაყურებლის მოთხოვნაა, რომელიც ეკრანს დაძაბული მისჩერებია და საყვარელი კერპისგან მოგება-წაგების მიზეზების ახსნას ითხოვს-მეთქი.

გარდა ამისა, ჩემპიონთა და უეფას ლიგაში ფეხბურთელები საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებენ კლუბებისგან, რომელთაც უეფა უხდის. უეფა შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კი პირდაპირი რეპორტაჟებისთვის იღებს იმ ტელევიზიებიდან, რომელთაც ფულს ხალხი უხდის. ასე რომ, მთავარი დაზარალებული გულშემატკივარი გამოდის!

მინახავს დიდი ვარსკვლავები, რომლებიც წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტს არ ელაპარაკებიან, მაისურს კი სიამოვნებით უცვლიან მოგებული გუნდის ვარსკვლავებს, ან ავტობუსში შევარდებიან და მხიარულად ბაასობენ. კი მაგრამ, გულშემატკივარმა რა დააშავა? რატომ არ უნდა აუხსნას მატჩის საინტერესო მომენტები? განსაკუთრებით, როცა თამაში ახალი დამთავრებულია...

შევთანხმდით, რომ მომავალ სხდომაზე, სექტემბერში, ამ საკითხს ძირეულად განვიხილავთ და რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. გულშემატკივარს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში.

ჩვენი ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი, ნოდარ კაკულია დამემოწმება, რომ 12 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის დებულებას ვწერდით და ჩემი ინიციატივა იყო მატჩის შემდგომ პრესკონფერენციისთვის თავის ამრიდებელი მწვრთნელის დაჯარიმება. ეს წესი დღემდე კარგად მოქმედებს", - ამბობს მამუკა კვარაცხელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე